ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ვაკო გვილია "რაკუვში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია კარიერას პოლონეთის "რაკუვში" გააგრძელებს.

გვილიამ "ლეგია" გასული სეზონის შემდეგ დატოვა და "რაკუვთან" 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.

"ეს ძალიან რთული ოპერაცია იყო. ჩვენ ამ ტრანსფერზე მაისის შემდეგ ვმუშაობდით და მოხარული ვართ, რომ ჩვენ შემოგვიერთდება. გვილია 8 ნომერზე თამაშობს და იმათზე მეტი მახასიათებლები გააჩნია, ვინც ამჟამად გუნდში გვყავს, რაც თამაშისას მოქმედებების მეტ ვარიანტს შეგვძენს", - განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა პაველ ტომჩიკმა.

"ვინც მომთმენია, ის ყოველთვის იმარჯვებს. აქ ვარ და ეს ყველაზე მთავარია. 100%-სა და უფრო მეტს გავაკეთებ,
რათა გუნდს რაც შეიძლება მეტი პოზიტივი შევძინო", - თქვა გვილიამ.

"რაკუვმა" კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინს" სძლია, ხოლო პლეი-ოფში გიორგი ჩაკვეტაძის "გენტთან" დამარცხდა.