calciomercato კვარაცხელიას "მილანში" არშემდგარი ტრანსფერის მიზეზს განმარტავს

AutoSharing Option
calciomercato-მ განმარტა, რატომ ვერ გადავიდა "რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია "მილანში".

გამოცემის მტკიცებით, კვარაცხელია "მილანის" შესაძენ ფეხბურთელთა სიაში იყო, მაგრამ კლუბის დირექტორებმა პაოლო მალდინიმ და ფრედერიკ მასარომ გადაწყვიტეს ყაზანელთათვის წინადადებით არ მიემართათ.

ასეთი გადაწყვეტილება იმის გამო იყო მიღებული, რომ ხვიჩაში "რუბინმა" 20 მილიონი ევრო მოითხოვა.

ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზაფხულში კვარაცხელიას ტრანსფერი ყაზანური კლუბის მიერ მოთხოვნილი თანხის გამო არ შედგა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
მიდით რაა, ნუ წაიღეთ ტვინი, ელემენტარულად რამე რეჩხს მაინც არ გრძნობთ თქვენც ჟურნალისტები? ახლა ფულს აბრალებთ, მერე ჯუღელს დააბრალებთ. აქამდე გიხაროდათ კვარაცხელიას ფასი 20-30 მილიონამდე ავიდაო, ეხა რუბინს ამტყუნებთ 20 რატო მოითხოვაო. ხვიჩას არგადასვლის მიზეზი არი რამდენიმე: 1)ის რომ თამაშობს რუსეთის ლიგაში 2)ყველა თამაშში სტაბილურად ისეთი მაგარი არაა როგორც აქ ჩვენში ბევრს წარმოგვიდგენია 3)ფიზიკურად იმ სიძლიერის არ არის რომ ასეთ ტოპ გუნდში თამაშს გაუძლოს - უდაბლეს ლიგაში როგორიც რუსეთის პრემიერ ლიგაა, სადაც უსუსტესი ფეხბურთელები თამაშობენ და ხვიჩა 5 თამაშს ითამაშებს გადაბმულად, იმ წუთში ტრავმას იღებს და ერთი იმდენს ტოვებს მერე (ფიზიკური განვითარება აკლია--კუნთები, კუნთები) 4) შედეგი არ მოაქ სისტემატურად იმხელა, რამხელასაც აპიარებენ და ასეთი ტოპ ლიგებისთვის ეს განმსაზღვრელია.
რაც ზემოთ ჩამოვთვალე ხო ყველამ იცით რო მასეა, მარა პატარა ერის სინდრომი ჩვენში ჰიპერტროფულად მუშაობს. კვარაცხელიაზე ჯერ ის გამოიძიეთ რა მოხდა და რატო არ ჩამოვიდა ნაკრებში, როცა საიმანოვი და ტვიტერ გვერდი რუბინის ამბობდა კვარაცხელია საქართველოში გავუშვითო, როცა ტრავმის მიზეზს და სახეობას არ ასაჯაროებენ და როცა აგენტი ამბობს 12ში რუბინში ითამაშებსო, და მერე ილაპარაკეთ მილანში და ტოტენჰემში გადასვლაზე..
jigari
00:42 04-09-2021
4
ჩემი აზრით მილასნ 20 მილიონი არ უჭირს ჩემი აზრით არ გარისკეს ამხელა თანხის გადახდაა .
მე ვფიქრობ რომ კვარაცხელიამ უნდა დამტკიცოს სადაც არის რომ ის იმსახურებს იმას რომ მაში გადაიხადონ 20 და 30 თიც სამწუხაროა რომ ტრანსფერი წელს არ შედგა მაგრამ თუ კვარას უნდა რომ მან ითამაშოს დიდი ფეხბურთი და არ ჩარჩეს რუსეთში ანანიძე კვირკველიასავით რომლებსაც ასევე შეეძლოთ და ქონთან პოტენციალი ევროპაში კაი გუნდებში თამაშის მაქსიმალურად უნდა მოინდომოს დაიხარჯოს ბოლომდე გაიტანოს ბევრი გოლი გააკეთოს ბევრი საგოლე გადაცემა ჩამოვიდეს ითამაშოს ნაკრებში ნაკრების თამაშებს დიდი მნიშვნელობა აქვს უფასთან და როტორთან გატანილი გოლები დიდად არავის აინტერესებს ტოპ რუსულ კლუბს რომ უტან მაგ სპარტაკს ზენიტს ცსკას ლოკომოტივს კრასნოდარს მაგას მიაქცევენ ყურადღებას ასეთი გუნდების თამაშებს უყურებენ მაგრამ ნიჟნისთან ურალთან და უფასთან გატანილი გოლი და იქ კარგი თამაში დიდად არავის აინტერსებს და ყველაზე მეტად ევროპელი სკაუტები უყურებენ სანაკრებო თამაშებს!! ნაკრებში 1 კარგი თამაში ტოპ ნაკრებთან უდრის რუსეთის ჩემპიონატში 10 ჭ კლასის რუსულ კლუბთან თამაშს მე წარმატებას ვუსურვებ და ძალიან მენანება ეს ბიჭი ამ რუსეთის პრემიერ ლიგისთვის მინდა რომ ტოპ ლიგაში ითამაშოს მინდა რომ ჩემპიოთა ლიგაზე ითამაშოს მინდა დიდი ფეხბურთელი გახდეს და არ ჩარჩეს რუსეთში ბევრი პერსპექტიული ფეხბურთელივით რომლის სახელიც კი ბევრს აღარც ახსოვს დღეს.
ზაზა
00:41 04-09-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული