calciomercato კვარაცხელიას "მილანში" არშემდგარი ტრანსფერის მიზეზს განმარტავს

AutoSharing Option
calciomercato-მ განმარტა, რატომ ვერ გადავიდა "რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია "მილანში".

გამოცემის მტკიცებით, კვარაცხელია "მილანის" შესაძენ ფეხბურთელთა სიაში იყო, მაგრამ კლუბის დირექტორებმა პაოლო მალდინიმ და ფრედერიკ მასარომ გადაწყვიტეს ყაზანელთათვის წინადადებით არ მიემართათ.

ასეთი გადაწყვეტილება იმის გამო იყო მიღებული, რომ ხვიჩაში "რუბინმა" 20 მილიონი ევრო მოითხოვა.

ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზაფხულში კვარაცხელიას ტრანსფერი ყაზანური კლუბის მიერ მოთხოვნილი თანხის გამო არ შედგა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ძალიან კარგია მილანში რომ გადასულა უხდება მილანის ფორმა
პრედლაჟენია
17:25 05-09-2021
0
მეტი გოლი უნდა შეაგდოს და 20 მილიონად მაშინ გაიყიდება
ისიდორე
21:58 04-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული