"ლოკომოტივს" კვირკველიას "გადაგდება" უნდოდა? - ასე დაუფასეს ერთგულება

AutoSharing Option
როგორც უკვე გაცნობეთ, რუსეთის საფეხბურთო კავშირის დავების განმხილველმა პალატამ მოსკოვის "ლოკომოტივს" ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია საბა კვირკველიას დავალიანების გამო აუკრძალა და ბანს იქამდე არ მოუხსნის, ვიდრე ფეხბურთელს კუთვნილ თანხას ბოლომდე არ გადაუხდის.

გადაწყვეტილება კვირკველიას განცხადების საფუძველზე იქნა მიღებული, ანუ ფეხბურთელი იძულებული გახდა ეჩივლა.

"ლოკო" უმალ შეშფოთდა და რეაგირება მოახდინა. კლუბის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ გულშემატკივრებს სანერვიულო არაფერი აქვთ, თანხა უმნიშვნელოა და საბას თავის ფულს გადაუხდიან.

და ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - თუ თანხა უმნიშვნელოა, აქამდე რატომ მიიყვანეს საქმე? მით უმეტეს "ლოკომოტივი" რუსეთის
რკინიგზას ეკუთვნის, რომელიც საკმაოდ მდიდარი ორგანიზაციაა.

კვირკველია "ლოკომოტივის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ, მწვრთნელ იური სიომინს დაემშვიდობნენ, შემდეგ კი მისი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი კვირკველია ჯერ იჯარით "როტორში" გაუშვეს, ზაფხულში კი კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს და დღემდე უგუნდოდაა. ახლა ამაზე ლაპარაკი რაღა დროისაა, მაგრამ როდესაც საბას "ლესტერი" ეპატიჟებოდა, უნდა ამდგარიყო და წასულიყო.

მოკლედ, ასე დაუფასდა კვირკველიას "ჟელეზნოდოროჟნიკებისადმი" ერთგულება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
და ლოკო კვირკველიას გააწეწინებდა თაავს?? სიომინს შეუსრულეს 12 წლის ბავშვივით. უბრალოდ ღრუსეთიაა ეგაა აქ მორალი
Diss
04 სექტემბერი 2021 13:55
4
კვირკველიამ ლოკომოტივს კი არა სიომინს უერთგულა.
ჟორა
04 სექტემბერი 2021 13:19
2
რაის მწვრთნელის ერთგულებაზეა საუბარი როცა კარიერა დევს სასწორზე..... და ეხლა ლოკომოტივიც ტოჟე მნე ბარსა-რეალი რო ეერთგულა მწვრთნელისთვის.... მარა ესაა ჩვენი მენტალიტეტი, გარანტირებული ურჩევნიათ...
ვაი ჩვენს პატრონს
04 სექტემბერი 2021 21:05
1
მართალი ხარ, ატკატებით.
ჯაბა
04 სექტემბერი 2021 15:19
0
ერთი ლითხეთ რა ან ჯანაშიას, ან ასათიანს, აშვეთიას, მუჯირს "ლოკო"-ში ბოლო კაპიკი თუ არ მისცეს მთლიანად, რაღა ეს "გადააგდეს"? რპლ-ის ტოპ-კლუბებში ეგეთები არ ხდება, ძალიან ბევრი თვალი აკვირდება, მითუმეტეს ლეგიონერების თემებს.
დიტო
04 სექტემბერი 2021 13:09
3
ხო სულ მაგის ბიჭია რა,(( 650 ათასს ევროს აწვებოდა და 35 ზე დათანხმდა? და ის კიკნაძე იყო ბოლომდე რო უპატრონა უთამაშებელს ჯერ "ლოკოში" მერე "როტორში".
გიგი
04 სექტემბერი 2021 13:00
2
გადაგდება რუსების მოგონილია, პლუს გარუსებული კიკნაძე, ახალი არაფერია ამაში. ისე კვირკველიას ტვინში ჩამახედა ერთი რა, ლესტერზე უარის თქმა მაგარი დებილიზმია, პატრიოტობა კი არა.
04 სექტემბერი 2021 11:26
0
მოდით რა ვიყოთ ობიექტურნი, "ლოკო"კი არ აგდებდა, საბამ მოინდომა მათი "გაწეწვა", რაც არ გეკუთვნის, იმის მოთხოვნა სხვა რა არის? გაირჩა ეგ საქმე და სამწუხაროდ საბასთვის დასრულდა, რეპუტაციაზე რომ არაფერი ვთქვათ. 50 მილ. ითხოვდა და 2.5 დაუთვალეს სადაც ქონდა საჩივარი შეტანილი.
კოკა
04 სექტემბერი 2021 11:08
5
და 2,500 000 -ის არ მიცემა გადაგდება არ არის, თუ როგორაა?...
გიორგი
04 სექტემბერი 2021 13:50
0
ყველას მასე დაუფასდება, ვისაც შანსი ექნება რუსეთიდან უკეთეს ლიგაში გადასვლის და არ გადავა.
გიორგი
04 სექტემბერი 2021 08:23
2
ყოველუ მეორე ნიუსი რუსეთზეა.
რუსეთი, რუსეთი გაუთავებლად.
Sportall.ge, რა, სპეციალურად აკეთებთ?
04 სექტემბერი 2021 08:12
2
ამაზე დიდი ავტორიტები ბოლოს რუსეთში ვის ჰქონდა ?) საუბარი მაქვს კვირკველიაზე, იმ წლის რუსეთის ჩემპიონატოს საუკეთესო მცველი და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი.. ისე მოიქცა როგორც ჯანო , აქეთ კვირკველია ..
გაიგეთ ჩიხიაა ეს რუსეთი ბოლოს ყველა ქართველს ესე ექცევა ყველა, მზე და მთვარე ამოსდიოდათ კვირკველიზე და საქმე საქმეზე რო მიდგა ))))) ეჰ კვარა დროზე თავს უშველე თორე რაც უფრო ღრმად შევურავ მაგ წუმპეში მით უფრო რთული ხდება მერე …
ნიკა
04 სექტემბერი 2021 07:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული