უდიდესი წარმატება! ლა ლიგამ მამარდაშვილის სეივი თვის საუკეთესოდ დაასახელა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის ოფიციალურმა "იუთუბ არხმა" აგვისტოს თვის საუკეთესო სეივები გამოაქვეყნა. ჩვენდა გასახარად, 1-ელ ადგილს გიორგი მამარდაშვილის "ხეტაფესთან" ბოლო წამზე შესრულებული სეივი იკავებს!

შეგახსენებთ, "მამარდამ" "ღამურების" შემადგენლობაში ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 3 შეხვედრა გამართა და მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

"ვალენსია" მომდევნო შეხვედრას 12 სექტემბერს, "ოსასუნას" წინააღმდეგ გამართავს, ჩვენებური კი, დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში იქნება; 12 რიცხვამდე კი, ხვალ, 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ბულგარეთს ესტუმრება. მიეცემა თუ არა გიორგის თავის გამოჩენის შანსი, ჯერჯერობით უცნობია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
უკვე მეშინია... ამდენი პრესით ჯერ ჩაკვეტაძე დაითარსა, შემდეგ კვარაცხელია, ეხლა მამარდაშვილზეა აჟიოტაჟი
გიორგი
18:16 07-09-2021
0
ესპანეთი აღიარებს, საქართველო არა :(
ზვიადი
16:26 07-09-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული