შეგახსენებთ, "მამარდამ" "ღამურების" შემადგენლობაში ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 3 შეხვედრა გამართა და მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.
"ვალენსია" მომდევნო შეხვედრას 12 სექტემბერს, "ოსასუნას" წინააღმდეგ გამართავს, ჩვენებური კი, დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში იქნება; 12 რიცხვამდე კი, ხვალ, 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ბულგარეთს ესტუმრება. მიეცემა თუ არა გიორგის თავის გამოჩენის შანსი, ჯერჯერობით უცნობია.