"მიხარია, რომ ხვიჩა გუნდში" რჩება, ტოპ-კლუბები არსად წავლენ" - ამბობს "რუბინის" მცველი

AutoSharing Option
Бизнес Online-თან ვრცელ ინტერვიუში "რუბინის" მცველმა გეორგი ზოტოვმა თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზეც ისაუბრა:

"რუბინზე" სატრანსფერო ხმების გავლენა? ეს ყველაფერი პრესაში ძალიან გაზვიადებულია. მე არ ვამბობ, რომ ამან გუნდზე ძლიერ იმოქმედა. უფრო, ეს ერთ-ერთი ნიუანსი იყო, რასაც შეეძლო გავლენა გარკვეულ მოთამაშეზე მოეხდინა. იმავე ხვიჩაზე - მუდმივად წერენ, რომ მისით "ტოტენჰემი", "იუვენტუსი" და სხვები არიან დაინტერესებული. ამან არ შეიძლება ზეწოლა არ მოახდინოს.

სინამდვილეში ეს ძალიან შესამჩნევი არ გახლდათ, რომ ვიღაც სადღაც წასვლას აპირებდა. ყველანი პროფესიონალები არიან
და თავიანთ სამუშაოს ბოლომდე ასრულებდნენ: ვარჯიშობდნენ და თამაშისას 100%-ით იხარჯებოდნენ. დიახ, ხვიჩას ეხუმრებოდნენ, როდესაც მის შესახებ ყოველდღე რაღაც ახალს წერდნენ: "მალე კეინთან ერთად ითამაშებ" და რაღაც მსგავსი.

პირადად მე მოხარული ვარ, რომ ასეთი ძლიერი ფეხბურთელი გუნდში რჩება. ბუნებრივია, თავად მას ძალების ევროპაში მოსინჯვა სურდა, თუმცა, თუ ამავე დონეზე განაგრძობს თამაშს, ტოპ-კლუბები არსად წავლენ. ეს გარდაუვალი ისტორიაა - მას 100%-ით წაიყვანენ, როგორც მე ვფიქრობ".

მკითხველის კომენტარები / 19 /
არ წავლენო? არ წავლენ კი არა წავლენ ამ სეზონში იმდენი მოხვდება ყველა გუნდისგან ფეხებში რუსის ბარაბანს რო არ მოხვედრია ამიტომ იყო საჭირო წელსვე მაქედან აბარგება ჯერ არ დაწყებულა წესიერად და უკვე რამდენჯერ ჩაარტყეს არასპორტულად მაგის გამო ერთი ორჯერ კაი ხანი გამოტოვა
ნოდო
18:57 07-09-2021
3
ნუ, რუბინსა და სრულიად სათათრეთს თუ უხარია, რა გაეწყობა, ჩვენც უნდა გვიხაროდეს, თანაც სლუცკის ახლა ორი კვარა ეყოლება და იმედია, ნაკრებში ერთს მაინც არ დაგვამადლიან...
დდდდდდ
19:15 07-09-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული