ქოჩორაშვილმა "ლევანტესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
22 წლის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტესთან" ხელშეკრულება ერთი სეზონით გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას ვალენსიური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.

კონტრაქტი შემდგომში შეიძლება კიდევ სამი წლით გაგრძელდეს.

ქოჩორაშვილი "ლევანტეში" 2019 წელს გადავიდა, მეორე გუნდის შემადგენლობაში B დივიზიონში 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ამას გარდა, ოთხჯერ ითამაშა ლა ლიგაში და ორჯერ ესპანეთის თასზე. მისი დებიუტი პრიმერაზე 2020 წლის 12 ივლისს "ბილბაოსთან" შედგა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
შრომელი ბიჭია მაგრამ რამდენად სწორია კონტრაქტის გახანგრძლივება იმ გუნდთან რომლის მთავარ გუნდშიც თამაშობ წელიწადში 2 ჯერ მე არ მესმის 22 წლის ფეხბურთელი რომ ისევ დუბლებშია ეს არცთუ ისე დადებითი მოვლენა ჩემი აზრით ჯობია წახვიდე და ითამაშო სეგუნდას საშუალო გუნდში იქ დამტკიცო და გამოჩინო თავი ვიდრე დარჩე დუბლებში კიდე წლები ელოდო შანსს რომელიც არ გეძლევა რეალურად 3 წელი წელი გუნდში იყო და წელიწადში 2 ჯერ გათამაშონ შეცვლაზე ეს უკვე დიაგნოზია.
გელა
00:43 10-09-2021
1
22 წლის არის რახან კონტრაქტი კიდე გაუგრძელეს ამ ასაკის ფეხბურთელს ესეიგი მასში ხედავენ პოტენციალს და აქვთ მის მიმართ გეგმები 22 წლის ფეხბურთელი დუბლებისთვის უკვე გადაბერებულია ამ ასაკში ან მთავარ გუნდშ უნდა გადახვიდე ან წახვიდე საერთოდ სხვა გუნდში.
ზაზა
00:45 10-09-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული