ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ყაზაიშვილის "ულსანის" უგოლო ფრე და უშედეგო შეტევები

AutoSharing Option
ვაკო ყაზაიშვილის "ულსან ჰიუნდაი", რომელიც სამხრეთ კორეის ჩემპიონატს ლიდერობს, მეორეადგილოსან "იეონბუკს" უმასპინძლა და უგოლო ფრეს დასჯერდა. ქართველი ლეგიონერი შეხვედრაში 59-ე წუთზე ჩაერთო.

ყაზაიშვილის გუნდს ყველა კომპონენტში უპირატესობა ჰქონდა - სტუმართა მეკარის ანგარიშზე 12 სეივი იყო, თუმცა, მატჩი გოლის გარეშე დასრულდა.

ქართველ ლეგიონერს აქტიური მოქმედება ერთხელ მოწინააღმდეგის მცველებმა დაუბლოკეს, შორი მანძილიდან დარტყმული კი მიზანს ასცდა.

შეგახსენებთ, ყაზაიშვილმა კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 59-ე წუთზე შეცვალეს, ესპანეთში კი მხოლოდ დასკვნითი 34 წუთი დაეთმო. ბულგარეთთან ამხანაგური მატჩის წინ, ვილი სანიოლმა ვაკოს
გუნდში ადრე დაბრუნების შესაძლებლობა მისცა.

"ულსანი" 14 სექტემბერს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე იაპონურ "კავასაკის" უმასპინძლებს, J ლიგის შემდეგ ტურს კი 19-ში გამართავს.

ყაზაიშვილს მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს, მისი გუნდი 28 ტურის შემდეგ სამხრეთ კორეის ჩემპიონატს ლიდერობს და დღევანდელი მეტოქე 4 ქულით ჩამორჩება.

altსაქართველოს ნაკრებმა სოფიაში ივარჯიშა - გუნდს ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება

altყაზაიშვილის დუბლით "ულსან ჰიუნდაიმ" იმარჯვა - ვაკო ჩინებულ ფორმაშია [VIDEO]


ასევე დაგაინტერესებთ