ბელგიური მედია "ჟორჟის" მიმართულებით საქებარ სიტყვებს არ იშურებს, იმედია ჩვენც ასე გაგვახარებს!

AutoSharing Option
უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ფრანგული "მეციდან" გიორგი მიქაუტაძე "სერენში" დაბრუნდა, ჩვენებურის ბელგიურ გუნდში დაბრუნებით გახარებული გულშემატკივრები და კლუბის მესვეურები "ჟორჟის" შესაქებ სიტყვებს არ იშურებენ.

"გიორგი მიქაუტაძე "სერენის" შემადგენლობაში ბელგიელი გულშემატკვირების აღსაფრთოვანებლად დაბრუნდა, ქართველ ფეხბურთელს გუნდისთვის სიკეთე მოაქვს, როდესაც შეხედავ გასულ სეზონში "ჟორჟმა" "სერენისთვის" რა გააკეთა, შეგიძლია თქვა, კლუბი საგრძნობლად გაძლიერდება. მას გოლი ისევე გააქვს, როგორც სუნთქავს, პირველივე ვარჯიშზე მეტოქის კარის ბადე 4-ჯერ შეარხია, შეუჩერებელია. ვფიქრობთ, ის თავს აქ შესანიშნავად გრძნობს, ბელგიის ჩემპიონატში იმედია კომენტატორი მის გვარს არაერთხელ გამოაცხადებს" - წერს
walfoot.

6 ტურის შემდეგ ჟუპიერ ლიგაში "სერენს" 9 ქულა აქვს და მე-8 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას ჩვენებურის გუნდი ხვალ, 12 სექტემბერს, ლიჟის "სტანდარტის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

მომზადებულია walfoot-ის მიხედვით

altdhnet: მიქაუტაძე ისევ "სერენის" ჯოკერი იქნება

მკითხველის კომენტარები / 15 /
წარმატებები გიორგის!!!
tngh
11 სექტემბერი 2021 18:36
2
წარმატებები გიორგის!!!
tngh
11 სექტემბერი 2021 18:35
1
მაგარი ამბავია ! მოუთმენლად ველოდები ხვალინდელ თამაშს და იმედია ძირითადში ათამაშებენ ! და იმედი მაქვს სილქ უნივერსალი სერენის თამაშებსაც აჩვენებს ისე როგორც გენტს აჩვენებს თორემ სხვანაირად შეუძლებელია ნელგიის ჩემპიონატის ტელევიზორში წესიერად ყურება @ არცერთი ნორმალური უვხოური სპორტული არხი არ აჩვენებს ბელგიის ჩემპიონატს @ შარშან უკრაინის არხები აჩვენებდნენ მაგრამ იმის მერე რაც იარემჩუკმა დატოვა გენტი აღარ აჩვენებენ @
ზურა222
11 სექტემბერი 2021 16:52
0
ჟორჟი რატომ? აი რატომ? თუ ფრანგულად გინდათ თქვათ იქნება ჟოღჟი :) რა გჭირთ ტო... თუ ჟ-ს ამბობ გ- მაგივრად, მაშინ რ-ს მაგივრად უნდა თქვა ღ :)
პროფესტო
11 სექტემბერი 2021 16:18
3
ნეტავ მაგის გარდა სხვა პრობლემა არ გვქონდეს და თუ გინდა ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი დავუძახოთ,ან ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა
Levani
11 სექტემბერი 2021 16:55
0
ეს კიდევ თამაშობს სადმე ფეხბურთს?ასეთი ფეხბურთის უცოდინარი ჯერ არ მინახავს,სადღაც მოყვარულთა ლიგაში გაიტანა გოლი და ნაკრებში დაუძახეს..
რუბინი
11 სექტემბერი 2021 15:54
42
რუბინი გაგიგია მხოლოდ,იქ მილიონერები თამაშობენ და ყველა სურვოლს ისრულებენ,გლდანილას მეტი არ გაქ არაფერი ნანახი
ზურა 222-ს
11 სექტემბერი 2021 18:57
0
საქართველოს ჩემპიონატს არ სჯობია? თუ გგონია საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირობა ადვილია?
ეუფ
11 სექტემბერი 2021 16:59
1
ყველა გამოხმაურება
გიორგის მოედნის ცენტრში სჭირდება ყიფიანი! მაშინ ის გერდ მიულერივით ითამაშებს!
aburjga
11 სექტემბერი 2021 15:45
2
ვინმე პასს რომ აძლევდეს ნაკრებშიც გაიტანდა
რაგბის ფანი
11 სექტემბერი 2021 15:38
1
ყოველგვარი ექსპერიმენტების გარეშე ეს ბიჭი უნდა იყოს ნაკრების ძირითადი თავდამსხმელი, არა აქვს მნი-ბა კარგად ითამაშებს კონკრეტულ თამაშს თუ არა. მას უნდა ჰქონდეს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ნაკრებში, ასევე მამარდაშვილს, კიტეიშვილს, ჩაკვეტაძეს, სხვანაირად გუნდი არ შედგება. ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება, მიქაუტაძეს გოლი გოლზე ოცა გაჰქონდა ბელგიაში, ქვილითაია და კაჭარავავა რატომ ამჯობინა სანიოლიმ, კოსოვოსთანაც იგივე განმეორდა. რატომ???
c
11 სექტემბერი 2021 15:34
1
მამარდაშვილს ხელში სწრაფი რეაქცია აქვს, ფეხები ჩამორჩება - რეაქციის სისწრაფე დაბალი აქვს! ამის გამომუშავება შეუძლებელია!
aburjga
11 სექტემბერი 2021 20:38
8
სუარესი რო იყოს ქართველი ესენი მაინც ქვილითაიას დააყრნებდნენ-ტანმაღალიაო.
Levani
11 სექტემბერი 2021 15:18
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული