მამარდაშვილის მეოთხე მატჩი ლა ლიგაში - "ვალენსია" გალიდერდა და შემდეგ ტურში "რეალს" შეხვდება

AutoSharing Option
ლა ლიგის მეოთხე ტურში „ვალენსიამ“ გასვლაზე „ოსასუნას“ 4:1 სძლია.

მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მეკარე გიორგი მამარდაშვილი კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მატჩი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო, ჯერ მსაჯმა დანიშნული პენალტი გააუქმა, შემდეგ კი მონკაიოლამ ანგარიში გახსნა. გაშვებულ გოლში ქართველს ბრალი არ მიუძღვის, as-ი და „მუნდო დეპორტივო“ აღნიშნავენ, რომ ბურთის მოგერიება შეუძლებელი იყო. სტუმრებმა შეტევებით უპასუხეს და მაქსი გომესმა სოლერის გადაცემულ ბურთს ერერას კარში მიუჩინა ადგილი. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, ხოლო კომპენსირებულ დროში გიორგიმ კიკე გარსიას დარტყმული ბურთი მოიგერია და
პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გედეშმა დუბლი შეასრულა და „ვალენსია“ 3:1 დაწინაურდა. 63-ე წუთზე ბრაშანაცმა მამარდაშვილს მიერ ხელებში დაფიქსირებული ბურთი "წაართვა" და გაიტანა, მაგრამ მსაჯმა გოლი სამართლიანად არ ჩათვალა. 74-ე წუთზე ალდერეტემ თავურით სადებიუტო გოლი გაიტანა, 1:4 და ყველაფერი დასრულდა.

მამარდაშვილმა პრიმერაზე ოთხივე სასტარტო მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ორი გოლი გაუშვა, ხოლო „ვალენსია“ 10 ქულით ლიდერია და 19 სექტემბერს „რეალს“ უმასპინძლებს.

პამპლონა. „ელ სადარი“
ოსასუნა - ვალენსია 1:4
გოლები: 1:0 მონკაიოლა (8), მაქსი გომესი (26), 1:2 გედეში (50), 1:3 გედეში (54), 1:4 ალდერეტე (74)

მკითხველის კომენტარები / 28 /
ბვერი მიხვდება მამარდაშვილის მაგალითზე რომ ნაკრები ზოგჯერ მკვლელიცაა პროფესიული ფეხბურთელის, ალბათ უტიფრობის და გაუტეხელობის დიდი ზღვარი უნდა გქონდეს რომ ნაკრებში გინდოდეს ყოფნა. ერთი საქმეა თანაკლუბელები,მეორე საქმეა პირადულში და ამხანაგურში პასუხისმგებლობისაგან "თავისუფალი" ნაკრების წევრები, რომლებიც ხშირად ვერც კი ხვდებიან თუ რა მოვალეობა აკისრიათ.
ამიტომაც სჯობს მამარდაშვილმა მინიმუმ 25 წლის ასაკამდე ნაკრებისაკენ გამოხედვა არც კი იფიქროს.
jango
13 სექტემბერი 2021 15:23
1
მამარდაშვილს ძალიან ბევრი აქვს სამუშაო თავის თავზე.
ფეხბურთი
13 სექტემბერი 2021 13:04
0
გიორგის დაბალ ბურთებზე თამაში ცოტა გასაუმჯობესებელი აქვს. არც არის გასაკვირი 1.99 სიმაღლის მეკარისთვის ეს იყოს სუსტი წერტილი. ფეხით მოგერიება უნდა ისწავლოს ახლოს მინდვრის სიმაღლეზე გასროლილი ბურთების აუცილებლად. ამ ბურთზე და ნაკრებშიც 2 გოლზე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ უფრო ძლიერი ბიძგი ჭირდება ნახტომისას - ბოლომდე არ "გაიჭიმა" და სანტიმეტრები დააკლდა. მეკარე არ იყო დამნაშავე არ გამოდგება - სწორედ მასეთი ბურთები უნდა აიღოს 60%-70% რომ ეს შანსი არ გაუშვას და რუსეთში არ მოუწიოს კარიერის გაგრძელება.
???
13 სექტემბერი 2021 12:01
1
საქმე დიდად არ ჰქონია ერთი დაურტყეს და კი გაუშვა . შემდეგ ტურში რეალთან გამოჩნდება რისი მაქნისია თუ დააყენეს .
ბექა
13 სექტემბერი 2021 09:27
35
ნაკრებში თამაშმა ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა გიორგიზე, დაძაბული ჩანდა. უნდა შეეჩვიოს, მეკარისთვის მდგრადი ფსიქიკა ისეთივე აუცილებელია, როგორც მაღალი პროფესიული მომზადება.წარმატებები გიოს!
მერაბი
13 სექტემბერი 2021 09:20
1
ნაკრებში დებიუტი ჰქონდა,ლა ლიგაშიც ჯერ ისევ დამწყების რანგშია და დაძაბულობაც ბუნებრივია.ამ დროს ყოველ შეცდომას,კიდევ უფრო დიდი ფასი აქვს და ეს აშკარად ეტყობა,თამაშის დროს.რაც მალე დასძლევს,მით უკეთესი.აშკარაა,რომ სასწავლიც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს.თუმცა თვითონაც მუყაითი მოსწავლეა და მასწავლებელიც შესანიშნავი ჰყავს.თუ უხეში და საბედისწერო შედეგიანი შეცდომების გარეშე გაიარა ადაპტაციის პერიოდი,მერე გაცილებით გაუადვილდება.იკერ კასილიასი და რინატ დასაევი,19 წლისანი ჩადგნენ ჯერ კლუბების,შემდეგ კი,იმავე წელს ნაკრების კარში და ძალიან დიდხანს,წარმატებითაც იცავდნენ მის ღირსებასთუ კარგად დაიწყებ,მერე იოლდება.ნაკრებში ეს არ გამოუვიდა,მაგრამ არც ეს არის ტრაგედია.მთავარია სწორი დასკვნები და ფსიქოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება.ასე რომ წარმატებები გიორგის.
სოსო
13 სექტემბერი 2021 16:39
0
თუ შეიძლება მამარდაშვილის მომენტები (ვიდეო) დადეთ!
aburjga
13 სექტემბერი 2021 08:47
0
სილკ უნივერსალზე იყო რეპორტაჟი.შეგიძლია მაივიდეოზე გადაახვიო და მთლიანს უყურო
სოსო
13 სექტემბერი 2021 16:43
0
ის პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი თუ აღზრდილი გეტესბი რატო გაუშვეს პსჟ-დან ინფო ხო არ გაქვთ?
ika
13 სექტემბერი 2021 07:33
1
50/50 იყო, შეიძლებოდა მაგ ბურთის აღება, დააგვიანა რეაქცია
მამუკა
13 სექტემბერი 2021 02:52
18
შენ აიღებდი ალბათ
ჯეკო
13 სექტემბერი 2021 03:56
7
წარმატებებს გისურვებ!
მჯერა, რომ შენ ჩვენი დონნარუმმა იქნები შემდეგი 15 წელი
ჯიმა
13 სექტემბერი 2021 01:06
3
ახლა მთავარია რეალთან როგორ ითამაშებს.
ჯუჯი
12 სექტემბერი 2021 23:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული