კანკავას ეფექტური საგოლე პასი, "კიტეს" დაბრუნება - ქართული ლეგიონი მწირი შედეგებით [VIDEO]

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩატარებულ ტურში "ჯვაროსნებიდან" ყველაზე შედეგიანი კაპიტანი ჯაბა კანკავა გამოდგა, რომელმაც შორეული, ეფექტური საგოლე პასი გააკეთა და "სლოვანი" მარცხს გადაარჩინა.


ვლადიმირ ვაისის გუნდი სტუმრად "დუნაიკა სტრადას" დაუზავდა -1:1. კანკავას მსგავსად, გურამ კაშიამაც 90 წუთი ითამაშა.

Sportall.Ge

ქართველი ლეგიონერების გუნდს უახლოესი მატჩი, 16 სექტემბერს, კონფერენს ლიგაზე დანიურ "კოპენჰაგენთან" აქვს, რომელიც მშვენიერ ფორმაშია. დავით ხოჭოლავამ და მისმა თანაგუნდელებმა კიდევ ერთი "მშრალი" მატჩი გამართეს და სტუმრად, "რანდერსს" 2:0 სძლიეს. საქართველოს ნაკრების მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

კოსოვოს წინააღმდეგ
დაშავების შემდეგ, ოთარ კიტეიშვილი მომჯობინდა და "კლაგენფურტთან" 2:1 მოგებულ შეხვედრაში 59-ე წუთზე ჩაერთო. გრაცელებმა გამარჯვების გოლი 94-ე წუთზე გაიტანეს.

16 სექტემბერს ევროპა ლიგის მატჩში ქართველი ნახევარმცველის გუნდი "მონაკოს" ესტუმრება.

თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" კვიპროსის ჩემპიონატში პირველი მატჩი გამართა და ავთო ებრალიძის "დოქსასთან" 0:2 დამარცხდა.

მატჩის საწყის ნახევარშივე ორივე გუნდი 10 ფეხბურთელის ამარა დარჩა.

ფამაგუსტელთა რიგებში ნიკა ნინუას დებიუტი შედგა, ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა. დამარცხებულთა კარს გიორგი ლორია იცავდა, ნიკა კაჭარავა კი არ გამოჩენილა. რაც შეეხება გამარჯვებულებს - ავთო ებრალიძემ 67 წუთი ითამაშა.

Sportall.Ge

შეხვედრის შემდეგ თემურ ქეცბაიამ განაცხადა:

"თავი სათანადოდ ვერ წარმოვადგინეთ. როგორც ჩანს, თავი ისევ შვებულებაში გვგონია.

სანაკრებო პაუზის შემდეგ ყოველთვის გვიჭირს, თუმცა პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვარ.

შეცდომების გამოსასწორებლად მთელი სეზონი გვაქვს. კვიპროსის ჩემპიონატის კი ისეთი არ არის, როგორც ბევრს ჰგონია. დონე საკმაოდ გაზრდილია."

ხუთშაბათს, 16 სექტემბერს, "ანორთოსისი" კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩაერთვება და სერბულ "პარტიზანს" უმასპინძლებს.

altმიქაუტაძეს გოლის გასატანად ცოტა დააკლდა და ოპტიმისტურადაა განწყობილი

altმამარდაშვილის მეოთხე მატჩი ლა ლიგაში - "ვალენსია" გალიდერდა და შემდეგ ტურში "რეალს" შეხვდება

მკითხველის კომენტარები / 4 /
კიტეიშვილმა საძარღვული სამ დღეში მოირჩინა? ბარაქალა მის ექიმებს!
ვაჟა მასწავლებელი
22:24 13-09-2021
0
ტკვენს ადგილას ამ აფერისტების თამაშებს არ გავაშუქებდი ვგულისხმობ კიტეიშვილს ლობგანიძეს კვარაცხდლიას ვითომ ტრავმები აქვთ და ნაკრებში არ თამაშობენ კლუბებში კი კარგად უბერავენ. სამარცხვინოებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
bftdghvm
21:39 13-09-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული