"საუკეთესო შეხვედრა არ ყოფილა" - მამარდაშვილის შეფასებები

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილმა ესპანურ "ლა ლიგაში" მე-4 მატჩი გამართა, მის გუნდს კი წარმატებული სერია აქვს. 

plazadeportiva წერს:

"ეს მამარდაშვილის საუკეთესო შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა - მონკაიოლას გოლის ეპიზოდში მას გუნდის გადარჩენა შეეძლო, თუმცა "ვალენსია" ამის გამო  არ დასჯილა."

ხსენებული გამოცემა მამარდაშვილს გუნდში ყველაზე დაბალი ქულით აფასებს - 4.

sofascore-მა 6,5-ით "ვალენსიას" 2 მოთამაშე - მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მცველი გაბრიელ პაულისტა შეაფასა  - "ღამურების" სხვა ფეხბურთელებს ამაზე მაღალი ქულები აქვთ.

ესპანეთის ჩემპიონატს ახლა "რეალი" და "ვალენსია" 10-10 ქულით ლიდერობენ. უახლოეს ტურში, ერთმანეთს სწორედ ეს გუნდები
დაუპირისპირდებიან - მატჩი "მესტალიაზე" 19 სექტემბერს გაიმართება. მანამდე კი მადრიდულ გრანდს ჩემპიონთა ლიგაზე  "ინტერთან" სტუმრობა ელის.

altმამარდაშვილის მეოთხე მატჩი ლა ლიგაში - "ვალენსია" გალიდერდა და შემდეგ ტურში "რეალს" შეხვდება

მკითხველის კომენტარები / 16 /
იქნებ რეალთანაც დააყენოს , დარწმუნებული ვარ უეჭველი მაგრად ითამაშებს და საბოლოოდ დაესმება წერტილი კითხვას "ვინ იქნება შემდეგ ტურში ვალენსიას კარში"
ბექა
14 სექტემბერი 2021 16:19
1
შეიძლება დიდ წარმატებებს მიაღწიოს საკლუბო კარიერაში, მაგრამ კოჭებში ეტყობა ნაკრებისთვის როგორც კალაძე იყო ისე იქნება
zaza
14 სექტემბერი 2021 12:42
13
საერთოდ თამაში ნახეთ? ვისაც არ გეზარებათ და უარყოფითს წერთ ან ფეხბურთი გითამაშიათ? ბურთი აიღო, გამოსვლაზე მუშტით ითამაშა, დასწრებაზე ითამაშა ხელში ბურთი დააფიქსირა და სამართლინადაც არ ჩათვალეს ის გოლი, ფეხით რამდენიმე კარგი პასი გააკეთა და ეგ არის ფეხბურთი, თან გამოცდილებაც ასე არ მოდის უცბად, მაგ გამოცემები რას ამბობენ, კარგი ზოგიერთები ეთანხმებით, მაგრამ as-ი მუნდო დეპორტივო სხვას წერენ, შეუძლებელი იყოო მაგ ბურთის აღება, ვის დავუჯეროთ "ჭ" კლასის გამოცემებს თუ ავტორიტეტულს.
გელა
14 სექტემბერი 2021 08:16
1
ლარივით გაიჭიმა, რეაქციაც დროული გააკეთა და ვერ მისწვდა. მასე შეიძლება, ყველა გაშვებული ბურთი მეკარეს დააბრალოთ და არ დაგავიწყდეთ, რომ მეკარის გარდა, მოედანზე 10 მოთამაშეა. მათ საჯარიმო მოედანზე მოძრაობისას არაფერი დავაბრალოთ?
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი, 1953 წლიდან.
14 სექტემბერი 2021 11:23
0
ჭ კლასი არის საქართველოს ეროვნული ლიგა,საიდანაც გადავიდა მამარდაშვილი,ასე რომ ძაან კრიტიკულებიც ნუ იქნებით ქართველები,ამდენი თამაში ლალიგაში ზედიზედ არცერთ ქართველს არ უთამაშია და ნუ გამოხვალთ ხოლმე რომის პაპზე უფრო კათოლიკეები,უგულშემატკივრეთ მაინც
ბექა
13 სექტემბერი 2021 23:19
2
ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიძახი მეკარისთვის და ცენტრალური მცველებისთვის მთავარი არის გამოცდილება, რომლებიც მოაქვს წლებს
მამუკა
13 სექტემბერი 2021 23:08
0
ადრე ბრიყვები ვიყავით და არ დაგიჯერეთ, ახლა კი დრომ დაგვანახა თქვენი სიტყვების ჭეშმარიტება, დიდო მამუკ! დღეგრძელი იყოს თქვენი აზრები!
ნეტარი
14 სექტემბერი 2021 09:50
0
ნახტომი არ უვარგა, განსაკუთრებით მარცხნივ. ეგერ ნორვეგიელი მეკარეს ტომსონი, თუ ჯონსონი, 5 მეტრასა და 80 ზე ხტებაო. მარჯვნივ უფრო მეტზე.. მისი თამაშები რომ ნახოთ, მერე აღარ იტყვით, ძოფი და იაშინი მონაგონია, ნამდვილი პანტერაა, პანტერა. ესეც რომ ხტებოდეს 5 მეტრაზე მაინც... მაშინ კი, ოოოო....
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
13 სექტემბერი 2021 22:21
12
ჰოდა შენც ისე ითამაშე,რომ ნახტომი არ დაგჭირდეს./ფეოლა/
სოსო
15 სექტემბერი 2021 20:11
0
ნორვეგიელის გვარი დააზუსტე, სურენ.
ლორენცო პირშ-ზეტოს!
14 სექტემბერი 2021 11:27
0
თქვენ მართლა ფიქრობთ რომ ესეთი გენიაა? იქნებ სპეციალურად უწევენ მარკას, რომ მუქთად ნაშოვნში დიდი მაყუთი მოხსნან?
გუნდი რომ პირველ ადგილზეა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეკარის დამსახურებაა, ჯერ არცერთ გრანდთან არ უთამაშია, ყველლა, ვისაც მოუგო, „ჭ“ კლასის გუნდები იყვნენ, აწი იწყება რაც იწყება..
კ ო მ ბ ლ ე
13 სექტემბერი 2021 21:27
25
კომბლე, რატომ არ წაულექსე?
გიორგი
14 სექტემბერი 2021 11:30
0
არის კომბლეს ვერსიაში ბიზნეს თვალსაზრისით მოგების მიღების შესაძლებლობა და თანაც არც ისე მცირე, 850000 არაფერია ლა ლიგაში, ათამაშებენ ხშირად და შეფუთვენ კარგად 5 მილიონად რომ გაყიდონ 4250000 იგებენ. ცუდი მეკარე არ არის და 5 ლიმონი რომ დაედოს ყველა იგებს, საფრანგეთის ჩემპიონატში, ან ინგლისის ან გერმანიისთვის ეს თანხა არაფერია.
ფეოლა
14 სექტემბერი 2021 01:15
3
ყველა გამოხმაურება
ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა სხვა, ჩვეულებრივი მოთამაშეების მიმართ (1 მილიონამდე ფასით) არსად არც გამიგონია და არც მინახავს. 20 წლის ახალგაზრდა მეკარე აიყვანეს იჯარით და ყოველი ტურის შემდეგ მასზე კეთდება განსაკუთრებული აქცენტი, ოთხი თამაშიდან ორში უმდაბლესი ქულა დაუწერეს, ლანძღავენ: რატომ გადადგა ფეხი სხვაგან, რატომ ახტა ასე, რატომ არ იჩივლა ჯარიმაზე და ა.შ. რა გინდათ? გუნდი პირველ ადგილზეა და ჩვენ ბიჭს ოთხ თამაშში 2 ბურთი აქვს გაშვებული. თითქმის მუქთად ჰყავთ ნაშოვნი და რა დღეში არიან. ცნობილი გამოთქმაა,რომ ნაჩუქარ ცხენს კბილს არ უშინჯავენო, ესენი კიდევ მრავალმილიონიანი სუპერვარსკვლავის პარამეტრებით აფასებენ და აკრიტიკებენ, ცოდოა ამ აღვირახსნილი,შეუბრალებელი, ფულის მონების ხელში. ყველას თავისი პროტეჟე ყავს და ვერ მოუნელებიათ, რომ ჩვენმა ყმაწვილმა 15 მილიონიანი მეკარე ჩააჩოჩა. დიდ მოთმინებასა და გაძლებას ვუსურვებ გიორგის, ნაკლები ყურადღება მიაქციოს უარყოფით შეფასებებს და კონცენტრაცია ვარჯიშებზე და მწვრთნელების მითითებებზე გააკეთოს.
"ობიექტური შემფასებელი"
13 სექტემბერი 2021 20:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული