ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"საუკეთესო შეხვედრა არ ყოფილა" - მამარდაშვილის შეფასებები

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილმა ესპანურ "ლა ლიგაში" მე-4 მატჩი გამართა, მის გუნდს კი წარმატებული სერია აქვს. 

plazadeportiva წერს:

"ეს მამარდაშვილის საუკეთესო შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა - მონკაიოლას გოლის ეპიზოდში მას გუნდის გადარჩენა შეეძლო, თუმცა "ვალენსია" ამის გამო  არ დასჯილა."

ხსენებული გამოცემა მამარდაშვილს გუნდში ყველაზე დაბალი ქულით აფასებს - 4.

sofascore-მა 6,5-ით "ვალენსიას" 2 მოთამაშე - მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მცველი გაბრიელ პაულისტა შეაფასა  - "ღამურების" სხვა ფეხბურთელებს ამაზე მაღალი ქულები აქვთ.

ესპანეთის ჩემპიონატს ახლა "რეალი" და "ვალენსია" 10-10 ქულით ლიდერობენ. უახლოეს ტურში, ერთმანეთს სწორედ ეს გუნდები
დაუპირისპირდებიან - მატჩი "მესტალიაზე" 19 სექტემბერს გაიმართება. მანამდე კი მადრიდულ გრანდს ჩემპიონთა ლიგაზე  "ინტერთან" სტუმრობა ელის.

altმამარდაშვილის მეოთხე მატჩი ლა ლიგაში - "ვალენსია" გალიდერდა და შემდეგ ტურში "რეალს" შეხვდება

ასევე დაგაინტერესებთ