ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დამატებითი გამაღიზიანებელი მიქაუტაძისთვის - ბელგიურ მედიას ვანზიესთან დუელი ახსოვს

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძის "სერენში" დაბრუნების შემდეგ, ბელგიურმა მედიამ გასულ სეზონში ქართველი ფორვარდის ბომბარდირობისთვის ბრძოლა გაიხსენა და "როიალ უნიონის" ფორვარდ დანზე ვანზიეს ჟუპილერ ლიგაში დაფიქსირებულ შედეგებზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ბელგიის რანგით მეორე ლიგაში მიქაუტაძესა და ვანზიეს გოლების თანაბარი რაოდენობა (19-19) ჰქონდათ, თუმცა ნაკლები სათამაშო დროის გამო, ბომბარდირობა ქართველმა ფეხბურთელმა გაიფორმა.

Sportall.Ge

rtbf-ი წერს, რომ ვანზიემ ლიეჟის "სტანდარტს" ჰეთ თრიქი შეუსრულა, მანამდე კი თითო გოლი "კოტრიიკისა" და "მეხელენის" კარში გაიტანა. ასე რომ, ის ბელგიის მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი და გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშეა.

ისე გამოვიდა,
"ჟორჟმა" "მეცში" დაბრუნებით მხოლოდ დრო დაკარგა, თორემ არავინ იცის, ახლა როგორი შედეგები ექნებოდა. მოგეხსენებათ, მიქაუტაძე "სერენს" მხოლოდ გასულ ტურში დაუბრუნდა, მისი გუნდი კი "სტანდარტთან" (0:1) დამარცხდა.

"სერენი" 15 სექტემბერს ბელგიის თასზე "ლოკერენს" უმასპინძლებს, 19-ში კი ჩემპიონატის მე-8 ტურში "ანტვერპენს" ესტუმრება. ქართველ ფორვარდისთვის ვანზიეს შედეგიანი თამაში დამატებითი გამაღიზიანებელი და მოტივაცია უნდა იყოს!

altმიქაუტაძეს გოლის გასატანად ცოტა დააკლდა და ოპტიმისტურადაა განწყობილი

ასევე დაგაინტერესებთ