ყაზაიშვილმა მიზანი ვერ გაისწორა - "ულსანმა" პენალტებში გაიმარჯვა

AutoSharing Option
აზიის ჩემპიონთა ლიგის ერთრაუნდიან მერვედფინალურ შეხვედრაში, მოქმედი ჩემპიონი, ვაკო ყაზაიშვილის "ულსან ჰიუნდაი" იაპონურ "კავასაკი ფრონტალეს" საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტებში კი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელებმა 3:2 გაიმარჯვეს.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში გაილია. 38-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა საჯარიმოს კუთხიდან არაზუსტად დაარტყა. ვაკომ ძირითადი დროის ბოლოს, 85-ე წუთზეც სცადა გატანა, თუმცა მიზანი ვერ გაისწორა. ყაზაიშვილი 88-ე წუთზე შეცვალეს.

შეგახსენებთ, "ულსანმა" ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ დაასრულა, ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზე კი 3 გოლი და 2 საგოლე გა
დაცემა იყო.

altვაკო ყაზაიშვილის ბრწყინვალე გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე [VIDEO]

altყაზაიშვილის "ულსანის" უგოლო ფრე და უშედეგო შეტევები




მკითხველის კომენტარები / 5 /
ყაზაიშვილის ფეხბურთი დამთვარდა. 28-29 წლის ფეხბურთელს რომ 5 წელია! რეგრესი აქვს დაწყებული, რაზეა ლაპარაკი. ჰოლანდიიდან ამერიკა და ამერიკიდან კორეა… სულ უარესი და უარესი. სადაც მეტს უხდიან. არა და ეთამაშა ჰოლანდიაში 30-31 წლამდე, მოენდომებინა და მერეც გადავიდოდა ამერიკაში 2-3 წლით. მაგრამ არ აქვთ მოტივაცია. განა ეგ ცუდია :) ყველა ისე ცხოვრობს როგორც უნდა. თავისი პრიორიტეტებით მაგრამ ნაკრებში მაინც ნუ იძახებთ ამ არაპროფესიონალებს. ვისაც უყვარს ფეხბურთი და ბრძოლობს, იმას რატომ უკლავთ ჟილკას ამ მარიაჟების წინ წამოწებით
რაღადროს ვაკოა
14 სექტემბერი 2021 21:08
2
ათასპროცენტიანია... სამაგალითო და წაემატებულ ფეხბურთელებად ითვლებიან ჭ კლასის გუნდებში მოთამაშეები და თაობასაც მწვერვალი გონია უკვე ცოტა ფულის შოვნა... ნაკრებში არ იქნება, ყურადღებაც არ იქნება და ზოგიერთმა მაინც იქნებ დაიწყოს თამაში...
რა მაფიაა?
15 სექტემბერი 2021 01:07
0
მიზანს რონვერ ისწორებს დიდი ხანია და მაინც იძახიან-ჩვენი ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელიაო ამაშია პრობლემა..
არაფერს ვერჩი,მაგრამ უკრაინაში რო თამაშობს სიჭინავა-6 გოლი ჰქონდა წინა სეზონში.. თავდამსხმელმა უკრაინის ლიგაში 18-20 გოლი უნდა გაიტანოს რო სანაკრებო დონის იყოს(იმ ბიჭს არაფერს არ ვერჩი,უბრალოდ რო ვიცოდეთ-ნაკრები არის დონე სადაც ესპანეთს უნდა ეთამაშო და გერმანიას-ასე რომ მარტო "კაკაბაძემ ითამაშა 70წუთი და აბურჯანიამ ითამაშა 85 წუთი" არ კამარა- თავის Bკლასის ლიგებში უნდა დაფრინავდნენ-მაშინ მივაღწევთ წარმატებას..
Levani
14 სექტემბერი 2021 20:20
0
სუ მინიმუმ კიტეიშვილივით და კანკავა კაშიასავით და იმედი მაქვს ხვიჩაც გაიზრდება პროფესიონალი მიუხედავად ამ სიგიჟისა რაც ეხლა მის თავს ხდება... ყაზაიშვილმა თავისი ინტერესი ამოწურა და ბევრმა კიდე...
რა მაფიაა?
15 სექტემბერი 2021 01:15
1
უბრალოდ, ცნობისთვის, მაგ კაკაბაძესაც და აბურჯანიასაც 70 და 85 წუთი სანატრელი აქვთ. კონკრეტულად ამ 2 ფეხბურთელს (და არამარტო მათ) ბოლო თვეებში მხოლოდ 10-20 წუთამდე აქვთ ნათამაშები. (შეგიძლიათ გადაამოწმოთ).
Burton
14 სექტემბერი 2021 21:32
0

სიახლეები პოპულარული