ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ყაზაიშვილმა მიზანი ვერ გაისწორა - "ულსანმა" პენალტებში გაიმარჯვა

AutoSharing Option
აზიის ჩემპიონთა ლიგის ერთრაუნდიან მერვედფინალურ შეხვედრაში, მოქმედი ჩემპიონი, ვაკო ყაზაიშვილის "ულსან ჰიუნდაი" იაპონურ "კავასაკი ფრონტალეს" საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტებში კი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელებმა 3:2 გაიმარჯვეს.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში გაილია. 38-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა საჯარიმოს კუთხიდან არაზუსტად დაარტყა. ვაკომ ძირითადი დროის ბოლოს, 85-ე წუთზეც სცადა გატანა, თუმცა მიზანი ვერ გაისწორა. ყაზაიშვილი 88-ე წუთზე შეცვალეს.

შეგახსენებთ, "ულსანმა" ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ დაასრულა, ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზე კი 3 გოლი და 2 საგოლე გა
დაცემა იყო.

altვაკო ყაზაიშვილის ბრწყინვალე გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე [VIDEO]

altყაზაიშვილის "ულსანის" უგოლო ფრე და უშედეგო შეტევები