კაშია: ხოჭოლავამ მითხრა, რომ გამარჯვებისთვის მოდის

AutoSharing Option
ხუთშაბათს, 16 სექტემბერს კონფერენს ლიგის პირველი გათამაშების ჯგუფური ეტაპი იწყება. ტურნირზე საკმაოდ ბევრი ქართველი ფეხბურთელია წარმოდგენილი.

ბრატისლავის "სლოვანის" ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიასთან ისაუბრა. ვლადიმირ ვაისის გუნდის პირველი მეტოქე, სადაც ასევე ჯაბა კანკავა გამოდის, დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენია".

გურამ კაშია:

"შეხვედრას მოუთმენლად ველი. ბევრი გულშემატკივარი დაგვესწრება და ეს ზეიმი იქნება. საშინაო გარემო, რა თქმა უნდა, ჩვენი უპირატესობაა, ასე რომ, ჯგუფურ ეტაპს მშვენივრად ვიწყებთ.

"კოპენჰაგენი" დიდი ევროპული კლუბია. დანიის ნაკრების წინააღმდეგ ეროვნული ნაკრების მაისურით არაერთხელ მიასპარეზია. ისინი საჰაერო ორთაბრძოლებში ძალიან
ძლიერები არიან. მეტოქე რთულია, მაგრამ ჩვენ არ ვუფრთხით. შანსები 50/50-ზეა.

Sportall.Ge
"კოპენჰაგენის" რიგებში "ვიტესში" ჩემი თანაგუნდელი კევინ დიქსი თამაშობს, დავით ხოჭოლავას წინააღმდეგ თამაშს მოუთმენლად ველი. მან მითხრა, რომ გამარჯვებისთვის მოდის, მე კი ვუპასუხე, რომ სერიოზულ მეტოქედ უნდა განგვიხილონ.

ბრატისლავა შემიყვარდა - აქ სასიამოვნო ადამიანები ცხოვრობენ, გემრიელი კერძები აქვთ და ქალაქში გადაადგილება მარტივია. ბედნიერი ვარ და მინდა, "სლოვანში" დიდხანს დავრჩე."

სლოვაკეთში გასამართი შეხვედრა თბილისის დროით, 20:45 საათზე დაიწყება. ჯგუფის კიდევ ორი წევრი ბერძნული "პაოკი" და გიბრალტარის "ლინკოლნი" არიან.

alt"ქართველებით კიდევ ერთხელ მოვიხიბლე!" - კაშიასა და კანკავას წინაშე ქედს იხრიან...

altხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" "სივასპორი" გააბითურა

მკითხველის კომენტარები / 9 /
გახსოვთ, სომხეთთან ლევან შენგელიამ რომ გატეხილი თავით ითამაშა?მე პირადად ესეთი ფეხბურთელები მინდა თამაშობდნენ ნაკრებში
*გიორგი
16:26 15-09-2021
0
მე ხოჭოლავას ნახვა აღარ მინდა ნაკრებში,მაგას ათასჯერ ჯობია კვირკელიაც, ტაბიძეც და დვალიც
ბექა
16:13 15-09-2021
9
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული