გამოცემა voetbal4u იასპერ სილესენსა და გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით წერს:
"იასპერ სილესენისთვის მძიმე პერიოდი დადგა, ის "ნარინჯისფერებს" ტრავმის გამო გამოაკლდა, ახლა კი რთულ სიტუაციაშია... გამოცემა Marca-ს თქმით, "ვალენსიის" მწვრთნელი, ხოსე ბორდალასი სილესენს ესაურბა, რომ მას არ უნდა ეშინოდეს, რადგან ის არ განადგუდება...
ავტორიტეტული გაზეთის თქმით, მეკარე მძიმე მდგომარეობაშია და არ იცის ამ საშინელი მდგომარეობიდან როგორ გამოზვრეს.
სილესენის არყოფნაში კი გიორგი მამარდაშვილს შანსი მიეცემა და ეს აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ქართველი ბორდალასის ძირითად მეკარედ რჩება, ხოლო იასპერის წარმატებული ვალენსიური კარიერა დღითიდღე უფერულდება" -
შეგახსენებთ, "ღამურები" 19 სექტემბერს მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს, დიდი ალბათობით კი "ვალენსიის" კარის დარაჯი გიორგი იქნება.