როგორ ითამაშებს "რეალთან"? - მამარდაშვილის მომავალზე ეს ბევრს იტყვის

AutoSharing Option
ესპანური eldesmarqu-ი  ისევ გიორგი მამარდაშვილისა და "ვალენსიას" შესახებ წერს:

"რევოლუციურმა ცვლელებებმა "ვალენსიას" მიზნებზე განსაკუთრებით კარგად იმოქმედა. მამარდაშვილმა სილესენს მოკლედ დროში აჯობა და უკანასკნელ ტურში, "ოსასუნას" წინააღმდეგ ნაკლებად დამაჯერებელი თამაშის მიუხედავად, ის ძირითად მეკარედ რჩება.

ქართველი კიპერი სულ რაღაც 20 წლისაა და მისი მხრიდან შეცდომების დაშვების ალბათობა არც თუ მცირეა, აქედან გამომდინარე შანსს სილესენიც მიიღებს. საინტერტესოა, გიორგი უახლოეს შეხვედრაში, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ როგორ იასპარეზებს?

მამარდაშვილმა ჯერჯერობით, "ლა ლიგაში" საკუთარ კარში, "ელჩეს" კიპერ კიკო კასილიასთან ერთად, ყველაზე ცოტა გოლი მიიღო - 2"

მადრიდის "რეალთან" "მესტალიური" დაპირისპირება 19 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

alt"იასპერის წარმატებული ვალენსიური კარიერა დღითიდღე უფერულდება..." - ნიდერლანდული მედია გიორგისა და იასპერზე წერს


მკითხველის კომენტარები / 9 /
კალაძის შემდეგ ასე ახლოდან რეალი არავის ექნება ნანახი ქართველ ფეხბურთელებში, (თუ იმ ერთ ფაქტს არ ჩავთვლით ოთხთთა ტურნირზე ყიფიანი რო დატრამვეს, ანუ ჩვენ რო დაბადებულები არ ვიყავით იმ დროში მოხდა ეს)
Vasili
17 სექტემბერი 2021 09:42
0
ვალენსიას დაცვაც ძალიან კარგად დგას და რეალთანაც ალბათ არ შერცხვებიან. რეალის დაცვას თუ გავითვალისწინებთ ვალენსია აუცილებლად გაიტანს და დიდი წნეხი ექნება მერე დაცვაში
Gia
17 სექტემბერი 2021 01:42
0
როგორ ითამაშებს და კარგად. ერთად ვუსურვოთ წარმატება "რეალის" წინააღმდეგ მატჩში!
გუჯა კახაძე
16 სექტემბერი 2021 22:01
0
წარმატებები გიორგის და ყველა ქართველს!
duvaio
16 სექტემბერი 2021 21:13
0
იმდენი ჩასაფრებული თვალი უყურებს ამ ბიჭს როდის წაუცდა ფეხი, რომ რავიცი მეშინია ამ ბიჭს ამდენმა ბოროტმა თვალმა რამე არ მოწიოს, უბედურება ისაა, რომ ბევრი ქართველიცაა თუ ვითომ ქართველი იმ ჩასაფრებულებში, ღმერთი შეეწევა გიორგის.
jjj
16 სექტემბერი 2021 19:03
1
2 პენალტს აუღებს რეალს და 3 ურთულეს სეივს გააკეთებს მამარდა )) ვხუმრობ ჰოო ნუ დამესიეთ
barsa
16 სექტემბერი 2021 18:15
3
მართლაც მისი კარიერის პირველი დიდი მატჩია.ვალენსია რეალის წინააღმდეგ და ქართველი მეკარე ძირითადში...ყველაფერია ნათქვამი.წარმატებები გიო.
Master
16 სექტემბერი 2021 18:12
0
რეალს გუშინ საკმაოდ მძიმე მატჩი ჰქონდა ინტერთან და იმედია, ვალენსიასთვის ცოტა მაინც გაჰყვებათ, დაღლილობა.თუმცა 4 დღე შუალედი,მაგთთვის საკმარისია ხოლმე,დასასვენებლად.რეალთან თამაში,სიმწიფის ატესტატივით იქნება,გიორგისათვის.ძალიან დატვირთულ თამაშს ვუსურვებ და კარის მშრალად შენახვას.
სოსო
16 სექტემბერი 2021 18:09
0
ისე ძალიანაც ნუ ვიფიქრებთ რო მარტო გამართლება იყო აქამდე-მარტო თამაშები ხო არაა-ვარჯიშებზეც ხო უყურებდნენ აქამდე.ასე რომ ტყუილა ევროპაში არავის აჭმევენ პურსა.
Levani
16 სექტემბერი 2021 18:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული