როგორ ითამაშებს "რეალთან"? - მამარდაშვილის მომავალზე ეს ბევრს იტყვის

AutoSharing Option
ესპანური eldesmarqu-ი  ისევ გიორგი მამარდაშვილისა და "ვალენსიას" შესახებ წერს:

"რევოლუციურმა ცვლელებებმა "ვალენსიას" მიზნებზე განსაკუთრებით კარგად იმოქმედა. მამარდაშვილმა სილესენს მოკლედ დროში აჯობა და უკანასკნელ ტურში, "ოსასუნას" წინააღმდეგ ნაკლებად დამაჯერებელი თამაშის მიუხედავად, ის ძირითად მეკარედ რჩება.

ქართველი კიპერი სულ რაღაც 20 წლისაა და მისი მხრიდან შეცდომების დაშვების ალბათობა არც თუ მცირეა, აქედან გამომდინარე შანსს სილესენიც მიიღებს. საინტერტესოა, გიორგი უახლოეს შეხვედრაში, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ როგორ იასპარეზებს?

მამარდაშვილმა ჯერჯერობით, "ლა ლიგაში" საკუთარ კარში, "ელჩეს" კიპერ კიკო კასილიასთან ერთად, ყველაზე ცოტა გოლი მიიღო - 2"

მადრიდის "რეალთან" "მესტალიური" დაპირისპირება 19 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

alt"იასპერის წარმატებული ვალენსიური კარიერა დღითიდღე უფერულდება..." - ნიდერლანდული მედია გიორგისა და იასპერზე წერს


მკითხველის კომენტარები / 9 /
იმდენი ჩასაფრებული თვალი უყურებს ამ ბიჭს როდის წაუცდა ფეხი, რომ რავიცი მეშინია ამ ბიჭს ამდენმა ბოროტმა თვალმა რამე არ მოწიოს, უბედურება ისაა, რომ ბევრი ქართველიცაა თუ ვითომ ქართველი იმ ჩასაფრებულებში, ღმერთი შეეწევა გიორგის.
1
მართლაც მისი კარიერის პირველი დიდი მატჩია.ვალენსია რეალის წინააღმდეგ და ქართველი მეკარე ძირითადში...ყველაფერია ნათქვამი.წარმატებები გიო.
Master
18:12 16-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული