მამარდაშვილი გამოკითხვაში ლიდერობს - ვინ ითამაშებს "რეალთან"?

AutoSharing Option
"ვალენისასა" და "რეალს" შორის გასამართი შეხვედრის წინ, ესპანური პრესის ერთ-ერთი განსახილველი თემა ისაა, "ღამურების" კარს ისევ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს თუ ხოსე ბორდალასი მაინც იესპერ სილესენს ენდობა.

Sportall.Ge

superdeporte-მა ამ თემაზე გამოკითხვაც ჩაატარა, სადაც ქართველი მეკარე კონკურენტზე დიდი უპირატესობით წინაა - 2270 მონაწილიდან 80 % "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ მამარდაშვილის თამაშს ემხრობა.

"ვალენსიასა" და "რეალს" 10-10 ქულა აქვთ და "ლა ლიგას" ლიდერობენ, "მესტალიაზე" გასამართი შეხვედრა კი კვირას, 19 სექტემბერს, ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altროგორ ითამაშებს "რეალთან"? - მამარდაშვილის მომავალზე ეს ბევრს იტყვის

მკითხველის კომენტარები / 10 /
მჯერა რო მამარდაშვილი იქნება ძირითადში...
წარმატებები გიო...
ტორპედოელი
17 სექტემბერი 2021 22:46
0
მამარდაშვილი იქნება ძირითადში . ბორბალანი არ შეცვლის შემადგენლობას პლიუს მამარდა ვარჯიშებზეც კარგ ბურთებს იღებს ვნახე საიტზე ასე რომ მთელი წელი მოგიწევთ მამარდაზე სასტარტოშიაო წარმატებები ❤
ემიგრანტი
17 სექტემბერი 2021 19:55
0
რომელზეც ჩათვლის,რომ უკეთეს ფორმაშია,იმას დააყენებს.სილესენს უკვე საკმაოდ დიდი პერიოდი გაუცდა და არა მგონია,მისი პირდაპირ ჯოჯოხეთში ჩაგდება გარისკოს.მაინც მგონია,რომ უფრო გიორგის ენდობა.სილესენს,სხვა,უფრო მსუბუქ მატჩში მისცემს შანსს,რომ ტონუსი არ დააკარგვინოს.მერე კი,უკვე არჩევანსაც გააკეთებს,თუმცა ყველა ვარიანტში,დღეს მაინც გიორგის პოზიციებია უკეთესი.ეს მატჩი ან გაუძლიერებს პოზიციას,ან კიდევ მწვრთნელს უბიძგებს,სილესენსაც მალევე მისცეს სათამაშო დრო.
სოსო
17 სექტემბერი 2021 18:30
0
შეიძლება ღირდეს კიდეც, რომ მამარდაშვილმა არ ითამაშოს რეალთან.
ლუკა
17 სექტემბერი 2021 15:42
11
ჯერ ერთი ისე ამბობთ გეგონება რეალზე ლაპარაკობთ 3 წლის უკანდელზე , ჯერ საერთოდ მოუგოს ვალენსიას ამ რეალმა და მერე ამოტენოს მამარდა , ეს რეალის ფანები და კიდე სხვა გუნდების რომლებიც ქართულს ყველაფერს გირჩევნიათ დასახვრეტები ხართ
ლშა_იუვენტინო
17 სექტემბერი 2021 12:56
7
ჯერ დასა და მერე დასახვრეტები!!
T.q
17 სექტემბერი 2021 17:03
0
ბარსელონამ ბაიერნთან 2-8 წააგო, მაგრამ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი არ გაუშვიათ. ამ მატჩის შემდეგ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იყო ბარსას შემადგენლობაში თბილისში სევილიასთან მატჩისას. ისე რომ სიბრძნეების ფრქვევას შეშვით.
გრიგოლი
17 სექტემბერი 2021 12:30
1
Მეგობარო ბარსელონამ ბაიერნთან 2020 წელს წააგო 8-2,სევილიასთან მატჩი თბილისში 2015 წელს იყო,როგორ ითამაშა ტერ შტეგენმა ბაიერნის შემდეგ სვილიასთან მატჩი თბილისში?
Მეზღვაური
18 სექტემბერი 2021 10:13
0
ჯობია სილესენი ჩადგეს, ფორმაშიც არაა თავდაჯერებაც დაკარგა და რეალი ისე ამოტენის შემდეგ კვირაშივე გაყიდიან
Gi
17 სექტემბერი 2021 11:46
29
რაც უფრო ძლიერ გუნდს ეთამაშება, მით უფრო თავდაჯერებულია ხოლმე, ასე რომ, ენას კბილი დააჭირეთ ცოტა ხანი მაინც ვსეზნაიკებმა
????
17 სექტემბერი 2021 11:54
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული