მიდი, ხვიჩა, მიდი, ჩვენ შენ გვიყვარხარ, ჩვენ შენი გვეიმედება!

AutoSharing Option
"ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".
კონსტანტინე გამსახურდია

ხვიჩა კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია, არაორდინალური, სხვაზე მეტი შეუძლია, თამაშის გაკეთება და მატჩის ბედის გადაწყვეტაც. ასეთებს კი ბევრს სთხოვენ, იმაზე მეტს, ვიდრე ერთ კონკრეტულ ფეხბურთელს მოეთხოვება, მით უმეტეს 20 წლისას. ყველას ავიწყდება, რომ გარემარბია და არა ცენტრფორვარდი და მისგან ბომბარდირობას მოელიან. იგივე "რუბინში" სულ რომ არაფერი გააკეთოს, 2-3 მეტოქე მისი მეურვეობითაა დაკავებული და ამით თანაგუნდელებს საქმეს
უიოლებს. დრიბლინგიც ჩინებული აქვს, პასიც, კარში დარტყმაც და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი თამაშის ყურება ერთ რამედ ღირს. ნიჭიერ კაცს კი ჩვენშიც და უცხოეთში მრავალი ჩასაფრებული ჰყავს და მუდამ იმას ელოდებიან, ფეხი როდის დაუცდება. ვერ გადავიდა უცხოურ კლუბში, ტრავმაც მიიღო, ვინ იცის, როგორ სტრესში იყო და გამხნევების ნაცვლად კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. სწორედ ახლა გამოჩნდება, თუ რამდენად ძლიერია ფსიქოლოგიურად, როგორ მოახერხებს ამ რთული პერიოდის გადალახვას და იმედია, კვლავ გაგვახარებს. ის ხომ ჩვენი იმედია და სხვა ახალგაზრდა თანატოლებთან ერთად უნდა ამოათრიოს ამ ჭაობიდან საქართველოს ნაკრები.

"ურალთან" რუსეთის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში 62 წუთი ითამაშა და "რუბინის" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა. ნამატჩევს გასახდელში მარცხენა ბარძაყზე ყინულიანი სახვევი ჰქონდა გაკეთებული და ცხადია, ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არ აქვს. მისი გუნდი ლიდერ "ზენიტს" 3 ქულით ჩამორჩება და 20 სექტემბერს უმასპინძლებს, რომელმაც "ჩელსის" სტუმრად ბრძოლა გაუმართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

დღეს ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კლუბის საიტს ინტერვიუ მისცა. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ დღევანდელ ვარჯიშზე კვარაცხელია, ჰაკშაბანოვიჩი, დრეიერი და დესპოტოვიჩი გამოირჩეოდნენ და ეს შემტევი ოთხეული რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესოა თუ არა. სლუცკიმ უპასუხა, რომ მთელ ლიგაზე ვერაფერს იტყვის, პლუს ინ ბომით შემტევი ხუთეული ჰყავთ, ყველა ინდივიდუალურად ძლიერია და მათი ურთიერთმოქმედების დახვეწა მართებს, ხოლო რაც შეეხება დრეიერს, რომელმაც სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა, ჯერ კიდევ არ იცის, რა შეუძლია.

"რუბინი" სულ ამტკიცებდა, რომ კონკრეტული წინადადებით კვარაცხელიაზე არავინ მიმართა, თუმცა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ აღიარა, რომ ოთხ კლუბთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, მაგრამ ფინალურ წინადადებამდე საქმე არ მივიდა, ტრანსფერი კი მხოლოდ დროის საკითხია და დიდი ნაბიჯის გადადგმას ეს დრო სჭირდება. მისი თქმით, ხვიჩა დიდი ფეხბურთელია და აუცილებლად ითამაშებს დიდ გუნდში.

"ჩემპიონტმა" გაამხილა, რომ მას გუნდის გამოცვლა ძალიან უნდოდა: "ამბობენ, მთელი აგვისტოს მანძილზე ფეხბურთელი დაუსრულებლივ კამათობდა სლუცკისთან და სთხოვდა ნაკლებად დაეტვირთა, რამეთუ შესაძლო ტრავმაზე სწუხდა. მწვრთნელი უარს ეუბნებოდა და მატჩებზე პირველივე წუთებიდან აყენებდა. აგვისტოს შუა რიცხვებში მოთამაშემ მაინც მიიღო ტრავმა - ასეთია ოფიციალური ვერსია. არაოფიციალური - ფეხბურთელს ყველაფერი მობეზრდა და თვითნებურად თქვა თამაშზე უარი, რამდენადაც ევროპულ ტრანსფერში სრულად იყო დარწმუნებული".

ასეა თუ ისე, ხვიჩა რუსეთში დარჩა, ზამთარში ტრანსფერები უფრო ნაკლებად განხორციელებადია, თან "რუბინი" მის ფასს (20 მილიონ ევროს) არ უწევს, ესეც პრობლემაა, სავარაუდოდ ერთი წელი მოუწევს იქ დარჩენა და ახლა მთავარია არ გატყდეს, არ დანებდეს, ჩენ კი მხარდაჭერა არ უნდა მოვაკლოთ. მიდი, ხვიჩა, მიდი, ჩვენ შენ გვიყვარხარ, ჩვენ შენი გვეიმედება!

მკითხველის კომენტარები / 36 /
მიდი, ხვიჩა, მიდი, ჩვენ შენ გვიყვარხარ, ჩვენ შენი გვეიმედება!!!
100%
17 სექტემბერი 2021 20:11
1
ხვიჩასაგან ბომბარდირობას რომ მოითხოვენ, ერთი ძველი ისტორია მახსენდება. ერთხელ საბჭოთა კავშირის ცენტრალურ პრესაში გამოქვეყნდა სტატია, სადაც მიხეილ მესხზე იყო ნათქვამი დაახლოებით შემდეგი: ეს რა თავდამსხმელია, ძალიან ცოტა გოლი გააქვსო. მერე მიშამ რომელიღაც კომენტარში განმარტა: ყველა თავდამსხმელს თავისი საყვარელი სტილი აქვს გოლების გატანისო. მე ყველაზე უკეთესად გამომდის რიკოშეტით კალოევის თავიდან და სულ კალოევს უთვლიან ამ გოლებს, მე რა ვქნაო!
N
17 სექტემბერი 2021 23:00
1
ხვიჩა თუ კითხულობ ამ კომენტარს, რაც შეიძლება მალე და უკანმოუხედავად გაეცალე ოკუპანტს. რუსეთი ჩვენი მტერია და შენი ფრონტის ხაზი ფეხბურთის თამაშია, საქართველოსთვის.
გურამ დელიბაშიჩი
17 სექტემბერი 2021 22:33
11
ხვიჩა შენი სახე ისეთი მშობლიურია, ისეთი ნათელია ადამიანს გული სიკეთით ევსება, ეს რაღაც დიდის ნიშანია იცოდე. იშრომე, საქართველოს შენი ეიმედება და შენი სჯერა.
ამო
17 სექტემბერი 2021 21:01
0
ხვიჩასნაერი ტალანტი 11 კაცი რომ გვყავდეს, იტალიის ნაკრებსაც დავანგრევდით. ამ ბიჭის თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა!
სტუმარი
17 სექტემბერი 2021 22:03
1
ხვიჩა გენაცვალე, არ დანებდე და შრომა არ დაგეზაროს, სასოწარკვეთილება არ შემოგეპაროს და გახსოვდეს რომ ეს გაჭირვებული ხალხი შენს იმედზეა რომ დიდი სიხარული უნდა მოგვოტანო და ოქროს ასოებით უნდა ჩაოწეროს შენი გვარი ისეთი სახელოვანი ფეხბურთელების გვერდზე როგორებოც არიან მესხი, მეტრეველი და სხვა კიდრვ ბევრი. გვიყვარხარ ხვიჩა და იმედები არ გაგვიწბილო, მთელი ქვეყანა შენ შემოგციცინებს
მეგრელი
18 სექტემბერი 2021 02:16
2
იქნებ გვეცადა გადამეტებულად არ გველაპარაკა. არც ზედმეტად კარგი და არც ზედმეტად ცუდი. მაგალითად ვითომ კეთილგანწყობით დაწერილი "ფეხბურთელი დაუსრულებლივ კამათობდა სლუცკისთან და სთხოვდა ნაკლებად დაეტვირთა, რამეთუ შესაძლო ტრავმაზე სწუხდა. მწვრთნელი უარს ეუბნებოდა და მატჩებზე პირველივე წუთებიდან აყენებდა." და ამის "მერე აგვისტოში მაინც მიიღო ტრამვა". თქვენ რომ ტრენერი იყოთ რას იზამთ, ქართველი ტრენერი რომ იყოთ და რუსი ლეგიონერი გეუბნებოდეთ, ნუ მავარჯიშებ ნუ მათამაშებო. ცოტა ანალიზი რა.
ჰაჰა
17 სექტემბერი 2021 20:00
2
როგორც კი რუსეთს მოშორდები ხვიჩა, თავის თავად აეწყობა ყველაფერი, შენ დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშო, ყველაფერი გაქ მაგისთვის ბუნებისგან ბოძებული!
Io
18 სექტემბერი 2021 01:58
8
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაᲨინვე სცნობს
ამ სიᲫულვილᲨი რაოდენი სიყვარულია

კარგი რომ გვინდა მაგიტო გვეწყინა რუსეᲗᲨი რომ დალპობას უპირებენ
ნიმბუსი
17 სექტემბერი 2021 22:19
5
ძალიან სწორი გზავნილებია, მართლაც უმიზეზოდ ვსტრესავთ ბიჭს
რობინიო
17 სექტემბერი 2021 19:51
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული