"ლა ლიგაში ტყუპი კოშკები გვყავს, რომლებიც "მესტალიასა" და "სანტიაგო ბერნაბეოს" ამშვენებენ..." - AS-ი მამარდაშვილსა და კურტუაზე წერს

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა, მის შესახებ არაერთი გავლენიანი გამოცემა წერს. გთავაზობთ AS-ის სტატიას, რომელიც გავლენიანმა გამოცემა ჩვენებურს მიუძღვნა.

"მისი იდეალი ნოიერი გახლავთ, თუმცა სიმაღლიდან და კონდიციებიდან გამომდინარე ბევრი მას ტიბო კურტუას ადარებს. ისინი ლა ლიგის ყველაზე მაღალი მეკარეები არიან, კვირას კი ერთმანეთს მოედანზე დაუპირისპირდებიან. შეგახსენენთ, ქართველი "ღამურების" შემადგენლობაში ზაფხულში გადავიდა, თავდაპირველად იწერებოდა, რომ ის მესამე მეკარე უნდა ყოფილიყო, თუმცა ხოსე ბორდალასმა გიორგის ნიჭი და პოტენციალი შენიშნა, მთავარმა მწვრთნელმა შანსი მისცა, მეკარემ კი ეს შესანიშნავად გამოიყენა.

მამარდაშვილმა კრისტიან რივერო, ხაომე დომენეკი და იასპერ სილესენი ჩამოიტოვა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ახალგაზრდა მეკარემ ფორმა ზუსტად იმ მომენტში აკრიფა, როდესაც გუნდის ძირითადის ნიდერლანდელი კიპერი ტრავმირებული იყო, მიიღო შანსი და ბორდალასიც საკუთარ შესაძლებლობაში დაარწმუნა.

როგორც აღვნიშნე გიორგი ნოიერის გულშემატკივარია, თუმცა ბევრი ტიბოს მართლაც ადარებს, ქართველი 1.99 მეტრია, ხელით კი მემარცხენეა, ისევე როგორც ბელგიელი. მხატვრულად რომ ვთქვათ, ლა ლიგაში ტყუპი კოშკები გვყავს, რომლებიც "მესტალიასა" და "სანტიაგო ბერნაბეოს" ამშვენებენ, ერთი განსხვავებაა, კურტუა ოდნავ მაღალია. ხვალ, ისინი არარეალობიდან რეალობაში გადაინაცვლებენ და ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, არარეალობა იმიტომ გახლავთ, რომ ბელგიელის სატრანსფერო ღირებულება 60-ჯერ მეტია, თუმცა გიორგიმ გამოავლინა ის ბრძოლისუნარიანობა და პოტენციალი, რასაც არავინ ელოდა" - წერს AS.

"ვალენსიასა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება ხვალ, 19 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
იმედია ხვდები, რამხელა შანის მოგეცა გიორგი, არ ინერვიულო შვილო, ვითომ საქართველოს ხემპიონატის რიგითი მატჩია, დაამტკიცე, რომ ღირსი ხარ მესტალიაზე რეალის პირისპირ იდგე.
1
გიო არ ინერვიულო. მაგ ვარსკვლავებს პენალტებიც გაუფუჭებიათ და ცარიელ კარებშიც ვერ გაუტანიათ ზოგჯერ. ეგენი ღმერთები არა არიან. ჩვეულებრივი შენისთანა პროფესიონალები არიან მაგრამ მაინც ადამიანები. რაც წინა თამაშებში შეცდომები მოგივიდა,არა უშავს. კასილასის შეცდომებიც მინახია და ძოფისაც.მაგრამ მაგის გამო ადგილი ძირითადში არ დაუკარგავთ. ხელიდანაც გავარდნიათ ბურთები და ფეხებს შუაც გაძრომიათ. შენ კიდე აქ ზოგიერთი ვაი გულშემატკივარი ლამის ნაბიჯებს გითვლის,ხელი მარჯვნივ გაწია თუ მარცხნივო,და ერთი ავიწყდებათ. ჯერ 20 წლის ხარ და წინ დიდი კარიერა გაქვს. არ შეგეშინდეს სახელების. კი, ვიცით ბენზემამ ეს სეზონი მაგრა დაიწყო. გამოსვლებზე ცოტა გაბედულად ითამაშე. თავით ბურთს ვერ გაგიტანს. და ისე ეხლა თუ დაცვა ჩავარდა 2 მეტრიდან ბურთის გაშვებას შენ არავინ დაგაბრალებს ინტრიგანი ქართველების გარდა. მიდი გიო. გვასახელე.მაგარი კაცი ხარ.
ვალენსია რუსთავი
20:12 18-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული