kazanfirst: კვარაცხელია ერთი-ერთზე სუტორმინს შეჭამს - ქართველს "ზენიტთან" ორმაგი სამუშაოს შესრულება მოუწევს

AutoSharing Option
"რუბინი" რუსეთის პრემიერლიგის ლიდერ "ზენიტს" 3 ქულით ჩამორჩება და 20 სექტემბერს უმასპინძლებს. მატჩისადმი ინტერესი დიდია. აი, რას წერს kazanfirst.ru:

"რუბინთან" შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ოზდოევი და კარავაევი, თუმცა ამ უკანასკნელის თავისუფლად შეცვლა რაკიცკის შეუძლია ან თვით სუტორმინს, რომელმაც "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. ამიტომ ყაზანში მისი დაცვის ფლანგზე ნახვა სავსებით შესაძლებელია. მაშინ დაცვის ცენტრში რაკიცკი და ჩისტიაკოვი იქნებიან.

მწვრთნელი სემაკი იმდენად წინდაუხედავი არ არის, რომ ხვიჩას წინააღმდეგ არაპროფილური მცველი დააყენოს. სუტორმინი თავდამსხმელია და მას ერთ-ერთზე ქართველი უბრალოდ შეჭამს. რუსეთის პრემიერლიგის ისტორიაში
ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელისთვის საჯარიმოს ან პენალტის გამომუშავება სირთულეს არ წარმოადგენს. მისი ფრთიდან საჯარიმოში შესვლაც ადვილი იქნება. ამიტომ სემაკი დაცვის ფლანგზე სხვა ვარიანტს მოძებნის. საპირისპირო ფრთას კი დუგლას სანტოსს ჩააბარებს. ეს მხოლოდ ვარაუდია. თუ ასე მოხდა, საინტერესო იქნება, როგორ წარმოაჩენს თავს ახალწვეული დრეიერი ბრაზილიელთან და მის დამზღვევ ჩისტიაკოვთან. "ურალის" ფეხბურთელების მსგავსად მათი თრევა ნამდვილად არ გამოუვა. ორშაბათს ახალბედას ნამდვილ დონეს ვიხილავთ.

ყველაზე მთავარია, რომ "რუბინი" ფიზიკურად კარგად მოემზადა. ფლანგები, თავდასხმის ცენტრი, დაცვა - ეს ყველაფერი ტაქტიკაა, რომლისთვისაც ყაზანელები მომზადებული არიან. ფიზიკა კი თამაშში გადამწყვეტი ფაქტორი გახდება. რაც არ უნდა თქვა, "ზენიტმა" ლონდონურ მატჩში დიდი ძალები დახარჯა.

დაცვაში კიდევ უფრო მეტად მონდომებაა საჭირო. ტალბი და ურემოვიჩი ჯერ სუპერსტაბილურ ძალად არ გამოიყურებიან. "რუბინი" საკუთარ თავს არ უღალატებს და მოედანზე ორი ცენტრალური მცველით გავა. გაუჭირდებათ დაცვის მარცხენა ფლანგზე, სადაც დიდი ალბათობით არ იქნება ტრავმირებული სამოშნიკოვი. იქ თამაში ზუევს არ შეუძლია, რომელიც ტრავმის შემდეგ აღდგენის პროცესშია. მოკლედ, მარცხენა ფრთა პრაქტიკულად შიშველი დარჩა და როგორც ჩანს, ხვიჩას მარტო საკუთარის კი არა, არამედ სამოშნიკოვის სამუშაოს შესრულებაც მოუწევს. გვინდა იმედი გვქონდეს, რომ სამოშნიკოვი აღდგენას და გუნდის დახმარებას შეძლებს.

სლუცკის მწვრთნელობისას ყაზანელები "ზენიტს" ორჯერ დაუპირისპირდნენ და ორივეჯერ დაამარცხეს. მის წინააღმდეგ "რუბინს" თამაში შეუძლია, ყოველ შემთხვევაში, სლუცკის "რუბინს". რას უნდა ველოდოთ ამ მატჩისგან? უეჭველი კვლავ ნერვიულობას. გუნდები გოლებს გაცვლიან, ხოლო შემდეგ წავა თამაში პირველ შეცდომამდე. იმისათვის, რათა ეს შეცდომა არ დაუშვა, ფიზიკურად კარგად მომზადებაა საჭირო, უბრალოდ უნდა გადაურბინო "ზენიტს".

მკითხველის კომენტარები / 29 /
გაუმარჯოს მარგალეფს! გიყურებთ ხვალ ჯიმა!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
19 სექტემბერი 2021 23:16
2
უფალმა კაცი თმითა და წვერით კი შექმნა, მაგრამ მისივე შექმნილია დალაქი, რომლის მოვალეობა კაცისთვის ზედმეტი ბურდღას მოშორებაა, ამიტომ ყველამ უნდა ისარგებლოს ამ საშუალებით.
ჰავლაბრელი ტიღუა
19 სექტემბერი 2021 22:59
7
ათლეტიკო ბილბაოში, ყავთ ერთი ფეხბურთელი, გვარი არ მახსოვს, აბა იმას აქვს წვერი მოშვებული თუ აქვს, არადა ახალგაზრდა ბიჭია. რაღა ეგ და რაღა ჩვენი "შენმა მზემ" გიგილაშვილი.ასევე წიტაიშვილს, რომ მოუშვია ჩეჩენივით წვერები, უხდება? ეხლა არ დამიწყოთ მტკიცება, უხდებაო! ფეხბურთელი მინდორზე უნდა გამოვიდეს ყველანაირად მოწესრიგებული, არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი.
ესეა!
19 სექტემბერი 2021 22:22
3
კი ბატონო მისი საქმეა თუ უნდა მოუშვებს წვერს თუ უნდა თმებსაც კიდევ უფრო გაიზრდის მაგრამ თუნდაც ეს გრძელი თმა აშკარად უშლის თამაშში ხელს და წამდაუწუმ თმების გასწორებაშია ! ერთ თამაშზე რზინიტ დაიმაგრა მაგრამ ეტყობას არ გაუმართლა და მოიხნა ! და კიდევ--უკვე თანაგუნდელებიც ეკაიფებიან პასი რატომ არ მისცა ალბათ ამხელა თმებში ვერ დაინახაო ! ფული შევუგროვოთ და გაიკრიჭოსო და ასეთებიი @
ზურა222
19 სექტემბერი 2021 21:25
3
ხვიჩას მიმართ კრიტიკას მავანნი აღიქმავენ, მისადმი ნეგატივს და უპატივცემულობას, ნუ ეს მათი პრობლემაა და მენტალურ მდგომარეობას ასახავს. გულშემატკივარს, რომელიც,თუნდაც არაკომპეტენტურ "რჩევას" იძლევა, ეს განპირობებულია ჩვენი მაქსიმალისტური ხასიათით, გვინდა რომ ჩვეი ბიჭი საუკეთესო იყოს საუკეთესოთა შორის, ხოლო რაც შეეხება მის ვიზუალურ მხარეს, რადგან ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საკითხად იქცა, ჩემი მორიდებული აზრია, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი ყოველნაირად უნდა ისწრაფვოდეს სრულყოფისათვის, ეს ფეხბურთი ბიზნესის გარდა შოუს ელემენტებსაც შეიცავს, ხელოვნების დონეზეა ვირტუოზების მოქმედება მოედანზე, აი წარმოვიდგინოთ მომღერალი ან მოცეკვავე ან ნებისმიერი საჯარო პირი, რომელსაც მილიონობით ადამიანი უყურებს, ვიზუალით არცთუ მთლად ფოტო ან ტელე გენიურად გამოიყურებოდეს, რათქმა უნდა ი თაყვანისმცემელნი ისურვებდნენ, რომ მათი კუმირი, არამხოლოდ გენიალური შემსრულებელი იყოს, არამედ ვიზუალურადაც ესადაგებოდეს თავის პროფესიონალზმს, ასე რომ იტალია თუ გამოვიდა "სევილიელი დალაქი" მოვინახულოთ. მადლობა.
ლაშა
19 სექტემბერი 2021 19:59
3
წარმატებები ხვიჩას!!! არ დაუჯერო "ბოღმით" დაწერილ კომენტერებს... ვარჯიში შემდგომი წარმატების საწინდარია!!!
tngh
19 სექტემბერი 2021 14:50
1
აი წარმოიდგინე მსგავსი ვიზუალის ექიმი ან ოფიციანტი ან პედაგოგი, გესიამოვნება? რაგინდ წარმატებული იყო, მითუმეტეს ამხელა აუდიტორიის წინაშე, მეტად დახვეწილი და მოწესრიგებული წარსდგე.
ერეკლე.
19 სექტემბერი 2021 14:41
6
ძალიან საყვარელი ბიჭია, უწვეროდ პატარა ბავშვს ჰგავს და ალბათ უნდა, რომ დიდს ჰგავდეს. რა არის ამაში გასაკვირი. როგორც უნდა ისე გამოიყურებოდეს ადამიანი. არ გირჩევნიათ თამაშზე გააკეთოთ აქცენტი? გარეგნობაზე რას ეხებით. მითუმეტეს რა აქვს შესახები, გადასარევი ბავშვია
Thomas
19 სექტემბერი 2021 13:52
2
გასაგებია მეგობარო, უბრალოდ ფეხბურთელი ჩემი აზრით ფეხბურთის თამაშით ფასდება და არა თმა-წვერის სიგრძით. ეგ თემა არ მგონია საკამათო იყოს. ძალიან მიკვირს მსგავსი კომენტარები, ალბათ მასა რომ ეგეთია ვერ მივეჩვიე. წვერს გაიზრდის ვინმე თუ მწვანედ შეიღებას თმას ეგ მხოლოდ იმ ადამიანის საქმეა ვისაც ეგ თმა და წვერი ეკუთვნის. რა უნდა ამის შეგნებას.
Thomas
19 სექტემბერი 2021 19:05
1
მეგობარო! აქ ხვიჩაზე არ არის ლაპარაკი, საქართველოში ტენდეციაა ასეთი, რომ მოზრდილებს რომლებიც დიდიხანია ბავშვობის ასაკიდან არიან გამოსულები, ბავშვებს ვეძახით. ხვიჩა ყველას გვიყვარს და ვაფასებთ. მაგალითისთვის, ჩემი როგორც ფეხბურთის ფანისთვის , ლეო მესი არის ჩემი კუმირი, მაგრამ სასტიკად არ მომწონდა წვერმოშვებული, რომ გამოდიოდა მინდორზე, კიდევ კაი აღარ აქვს მოშვებული. ისე, რომ აქ მიუღებელი არაფერი არ არის. რაც შეეხება ხვიჩას წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებთ!
Thomass
19 სექტემბერი 2021 16:54
3
ყველა გამოხმაურება
მეც უმრავლესობას ვემხრობი. ვიზუალურად ნამდვილად არ უხდება ხვიჩას წვერი. დარწმუნებული ვართ, უწვეროდ უფრო სიმპატიური იქნება, თუ თმის ვარცხლინობასაც შეუცვლიან, მაშინ მთლად უკეთესი! უბრალოდ გვინდა, რომ ჩვენმა საყვარელმა ფეხბურთელმა, რომელიც უნიჭიერესია, ცოტა გარეგნულ იმიჯსაც მიხედოს, რადგან უამრავი გულშემატკივარი ვუყურებთ და და ვიზუალურ ეფექტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
. იმედია ხვიჩას არ ეწყინება. ნინი.
19 სექტემბერი 2021 13:08
9
კარგია ! იქნება გოგოს აზრს მაინც დაუჯერონ ჩვენმა წვეროსანმა ბაბუებმა DDD
ზურა222
19 სექტემბერი 2021 21:16
1
ვინ უნდა შეჭამოს კვარაცხელიამ? მოსყიდული მცველები რომ ატარებენ რუსეთში ეს ფეხბურთია,უკვე რუბინის და რუსების ხელის ბიჭია…
სოსო
19 სექტემბერი 2021 13:02
21
უკვე მერამდენედ წერ ამ იდიოტობას შე მართლა იდიოტო @ რა მოსყიდული ? ვინ მოისყიდა ? ეხაა ალბათ დაწერ ბიძომ ან ბერამ მოისყიდესო (შენი ტვინის პატრონი მაგასაც დააბრეხვებ) თუ პუტინმა მოისყიდა რომ გააყოყოჩოს და გააფუჭოს ხვიჩა ?? აქ ადრე დაწერა ეს იდიოტური აზრი შენნაირმა დაუნმა @ თუ ისიც შენ იყავი ??
ზურა222
19 სექტემბერი 2021 21:13
0
მაკედონიის, ესპანეთის, საბერძნეთის ნაკრების მცველებიც მოისყიდა ვინმემ? ;) თუ ვერ ხვდები რას ვამბობ, დაგუგლე ხვიჩას გოლები მათ წინააღმდეგ
lado
19 სექტემბერი 2021 13:06
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული