გოლების მანქანა ამუშავდა - მიქაუტაძემ ისევ გაიტანა, მაგრამ... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თასზე "ლოკორენ-ტემსესთან" შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ "სერენის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ჟუპილერ ლიგის მე-8 ტურში "ანტვერპენის" კარიც დალაშქრა.

56-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევისას მიქაუტაძეს პასი ჯელოუმ გაუკეთა, ქართველი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თავზე გადაუგდო ბურთი და თავისი გუნდი დააწინაურა. 75-ე წუთზე გიორგი შეცვალეს, მასპინძლებმა კი ამის მერე ორი გოლი გაიტანეს და 2:1 გაიმარჯვეს.

"სერენი" 9 ქულით მე-12 ადგილზეა და 26 სექტემბერს გასვლაზე "გენკს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
არველაძის მერე ერთადერთი ქართველის ვინც კარში ყველა მხრიდსნ ურტყამს და დაგეშილია მაფრამ დღეს ისე დამახინჯდა თავდასხმითი ფეხბურთი ტიპი შეცვალეს, მოდი ეხლა და სანიოლი გალანძღე, კაცმა გოლი გოლი გაიტანა და სკამზე დასვეს, რა მოწია მწვრთნელმა ასეთი?
აჩი**
20 სექტემბერი 2021 01:09
0
ეს კაცი არის ცივსისხლიანი თავდამსხმელი, ბრავო.
ქობულეთიდან
19 სექტემბერი 2021 21:30
2
75 წუთზე რატომ შეცვალეს საერთოდ გაუგებარია. გიოს სკამზე დასმის მერე დაერხა მაგის გუნდს. ეგებ 1 კიდე გაეტანა. მწვრთნელმა ვფიქრობ ამ მხრივ შეცდომა დაუშვა. გიოს წარმატებები სუპერბიჭია. 90 წუთსაც მალე მიიღებს დარწმუნებული ვარ. აღმერთებენ სერენის გულშემატკივრები. მეცმა იკითხოს ახლა
Haaland
19 სექტემბერი 2021 21:28
2
ჰაალანდ-ს შენ გიოს ყოფილი ნააშა ხო არახარ შემთხვევით შემოპარული?
T.q
20 სექტემბერი 2021 10:43
2
რატომ შეცვალეს იმიტომ რომ მაძღარი დადიოდა მინდორზე,არც კი დარბოდა,გაუმართლა გოლის ეპიზოდში..ისე პიროვნულად მაგარი უტაქტო და გაბრექილი ვინმეა,თავი რაღაც გონია და ამ დროს მეციდან გამოაგდეს,,
haaland-s
20 სექტემბერი 2021 00:16
12
მეცის მწვრთნელს და ხიზანიშვილს რა ვუთხარი-ფეხბურთს რადიოში უსმენენ ალბათ.
ეს რო ჩვენი ნაკრები და ქვილითაია ყოფილიყო კი არ გაისხსნებოდა-კარიდან ზურგით მოითხოვდა ბურთს და თუ გაიხსნებოდა მემარწს გაარტყავდა გულმკერდში.
ასე რომ-ხიზან წადი,გაიცნო უკვრ სანიოლმა გუნდი და აცადე,ვნახოთ თვითონ რას გააკეთებს
Levani
19 სექტემბერი 2021 21:18
0
ქართველი სუარესია, ვუყურე თამაშს, როცა გამოცვალეს 1 წამში გაუტანეს და მერე სულ წააგეს, იმედია მწვრთნელისთვის ეს კარგი გაკვეთილი იქნება.
მინდია
19 სექტემბერი 2021 20:55
0
მეც ზუსტად ეგ ვიფიქრე!
იმედია, შეამჩნევენ და მსოფლიოს დაანახებს თავის შესანიშნავ დონეს!..
ისე, მე სუარესის გარდა რამაზ შენგელიაც გამახსენა ჟორჟის მოძრაობებმა...
ბესო შიოშვილი
19 სექტემბერი 2021 22:06
0
ტიპი თამაშობს იტანს , მაგრად არ აინტერესებს მეორე ლიგაა პირველი თუ კიდე უფრო მაღალი
ლშა_იუვენტინო
19 სექტემბერი 2021 20:33
0
გიორგის თამაში ეს არის.სწრაფ შეტევაში,მიაწოდეს,შეჰყვა,დაარტყა ,გაიტანა.ერთი ან ორი შეხება.ჩვენ ნაკრებში იმ შემყოლ პასს ვინ გაუკეთებს,ეგაა საკითხავი.რა თქმა უნდა ძალიან კარგია, გატანა რომ დაიწყო.
სოსო
19 სექტემბერი 2021 20:30
0
მართალია, გიორგი სულ იტანს. ასისტენტი ჭირდება კარგი, როგორც ამ გუნდში არის შეთამაშებული. იციან როდის, როგორ, რანაირი საგოლე პასი მისცენ!! ჩვენთან ალბათ როდისმე/ოდესმე დაიხვეწებიან ასისტერები-საგოლე პასის მიმცემები, რომ შედეგი დადგეს და საქართველომ გაიხაროს!!!! ყოველ შემთხვევაში, ამ ბიჭს რომ გოლის ალღო აქვს და კარზე დაგეშილია, ამდენი გოლის მერე აღარ ჭირდება ლაპარაკი!!
სოსო
19 სექტემბერი 2021 21:14
1
ეს ერთი და სხვა მრავალი სეზონია ბოლომდე კიდევ ბევრი თამაშია ჩემპიონატი თასი წარმატებებს ვუსურვებ იმედი მაქვს კიდევ ბევრს გაიტანს
Gio
19 სექტემბერი 2021 20:19
0
ა ძმაო თავდამსხმელი!კითხეთ რას ასწავლიდნენ იქნებ გამოგვადგეს)
გიორგი
19 სექტემბერი 2021 20:12
1
რას ასწავლიდნენ და სწორად იკვებეო, პროფესიონალურად იცხოვრეო, სადაც მეტი სათამაშო დრო გექნება და დაგაფასებენ იქ წადიო, ბევრი ირბინეო და შედეგიც მოვაო
Emre
19 სექტემბერი 2021 20:54
0

სიახლეები პოპულარული