გოლების მანქანა ამუშავდა - მიქაუტაძემ ისევ გაიტანა, მაგრამ... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თასზე "ლოკორენ-ტემსესთან" შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ "სერენის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ჟუპილერ ლიგის მე-8 ტურში "ანტვერპენის" კარიც დალაშქრა.

56-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევისას მიქაუტაძეს პასი ჯელოუმ გაუკეთა, ქართველი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თავზე გადაუგდო ბურთი და თავისი გუნდი დააწინაურა. 75-ე წუთზე გიორგი შეცვალეს, მასპინძლებმა კი ამის მერე ორი გოლი გაიტანეს და 2:1 გაიმარჯვეს.

"სერენი" 9 ქულით მე-12 ადგილზეა და 26 სექტემბერს გასვლაზე "გენკს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
გიორგის თამაში ეს არის.სწრაფ შეტევაში,მიაწოდეს,შეჰყვა,დაარტყა ,გაიტანა.ერთი ან ორი შეხება.ჩვენ ნაკრებში იმ შემყოლ პასს ვინ გაუკეთებს,ეგაა საკითხავი.რა თქმა უნდა ძალიან კარგია, გატანა რომ დაიწყო.
სოსო
20:30 19-09-2021
0
ა ძმაო თავდამსხმელი!კითხეთ რას ასწავლიდნენ იქნებ გამოგვადგეს)
გიორგი
20:12 19-09-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული