თასზე "ლოკორენ-ტემსესთან" შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ "სერენის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ჟუპილერ ლიგის მე-8 ტურში "ანტვერპენის" კარიც დალაშქრა.
56-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევისას მიქაუტაძეს პასი ჯელოუმ გაუკეთა, ქართველი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თავზე გადაუგდო ბურთი და თავისი გუნდი დააწინაურა. 75-ე წუთზე გიორგი შეცვალეს, მასპინძლებმა კი ამის მერე ორი გოლი გაიტანეს და 2:1 გაიმარჯვეს.
"სერენი" 9 ქულით მე-12 ადგილზეა და 26 სექტემბერს გასვლაზე "გენკს" შეხვდება.