მამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "რეალთან" თითქმის მოგებულ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეხუთე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „რეალთან“ 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს სერიოზული სამუშაო არ ჰქონია, ორჯერ ვალვერდეს განივი გადაცემა მოიგერია, ერთხელ კი კაზემიროს შორიდან დარტყმულს დაეუფლა. ტრავმები მიიღეს მასპინძლებმა სოლერმა და კორეიამ და სტუმარმა კარვახალმა და შეცვალეს. 42-ე წუთზე მასპინძლებს ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ახლო მანძილიდან პაულისტას თავით დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია.

კურტუამ მეორე ტაიმის დასაწყისშიც გადაარჩინა თავისი გუნდი, ამჯერად გატანა დუროს არ დაანება. ცოტა ხანში მუსამ კარგი დრიბლინგი წამოიწყო, გედეშს
გაუკეთა პასი და მან ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანს ვერ უწია. 66-ე წუთზე კი „ვალენსიას“ აქტიურობამ შედეგი გამოიღო - დურომ თავისი ყოფილი გუნდის კარი დალაშქრა. „სამეფო გუნდმა“ იერიშებით უპასუხა: ბენზემას დარტყმული ორჯერ ქართველმა მოიგერია, 86-ეზე ვინისიუსმა ფულკესგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა, 88-ეზე კი ბენზემამ გამოსვლაზე მამარდაშვილის შეცდომით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ვალენსია“ 10 ქულით მესამე ადგილზეა დ 22 სექტემბერს გასვლაზე „სევილიას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. “მესტალია“

ვალენსია - რეალი 1:2
გოლები: 1:0 დურო (66), 1:1 ვინისიუსი (86), 1:2 ბენზემა (88)

მკითხველის კომენტარები / 58 /
"მამარდაშვილის დასანანი შეცდომაო", რომ წერთ, აბა ცოტა დაფიქრდით, მამარდაშვილი რომ არ გამოსულიყო +99,9% გოლი მაინც გადიოდა.
Რაგბის ფანი
20 სექტემბერი 2021 09:11
6
100% -ით გოლი მაინც გავიდოდა,მაგრამ გიორგიმ შეცდომა დაუშვა და ამის არდანახვას,აზრი არა აქვს.რეალს ძალიან ხშირად გააქვს ასეთი გოლები,ასე რომ გიორგის კატასტროფული არაფერი მოხდენია.როგორც ყველას,მასაც აქვს შეცდომები და აქ, საკვირველი არაფერია.
სოსო
20 სექტემბერი 2021 11:58
0
თამაში წააგო მწვრთელმა თავისი უაზრო შეცვლებით, დამატებითი მცველების შემოყვანით.
ჯუჯი
20 სექტემბერი 2021 08:58
1
Rom ar gamosuliyo mainc gaitanda. Tyuilad nu abralebt.
Gio
20 სექტემბერი 2021 08:46
3
მეორე გოლზე მართლაც ისპეკულიანტა. იფიქრა ბენზო ვერ შეწვდებოდა და ბურთს შორს მოიგერიებდა. ნამდვილად ახალგაზრდული შეცდომა დაუშვა. იმედია აპატიებენ კლუბის ხელმძღვანელები.
შემდეგი შანსი
20 სექტემბერი 2021 04:25
10
ყველამ ვიცით, რომ არცერთ ქართველ ფეხბურთელს არ გამართლებია ისე, როგორც გიორგის. ჯერ საოცნებო ტრანსფერი, მერე სილესენის ტრავმა... მოკლედ საუცხოო ასპარეზი მიეცა მის არაჩვეულებრივ ფიზიკურ მონაცემებს და ვიდრე კონკიას ზღაპარივით ჩამორეკდეს მე-12 საათი, ძალიან, ძააალიან ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე! პირველ რიგში - კარიდან გამოსვლების მუღამი დაიჭიროს, ბენზემას გოლის გამო არ ვიძახი ამას. როგორ შეიძლება 2-მეტრიანი გიგანტი კარის ხაზზე იყოს დაბმული? როგორც ვიცი, ფეხით თამაში გვიან დახვეწე, გიო და მონდომების შემთხვევაში, ესეც რეალურია. დანარჩენს გამოცდილებაც შეგძენს. შენი ბედი შენს ხელთაა, ფორტუნა ერთგული ძაღლივით თან გდევს და როგორც მოუვლი, ისე დაგიცავს!
რა გვეშველება?
20 სექტემბერი 2021 03:27
3
პირველ ტაიმში 2 სერიოზული ბურთი აიღო, რა სამუშაო არ ქონია?!?!?!?!
:)
20 სექტემბერი 2021 02:59
5
სიცოცხლე არ ეტყობა. ასე მგონია საქართველოს ჩემპიონატში უნდა დაბრუნება. მეტი ხალისი და ენერგის. არაუშავს, გამოცდილება გვაკლია.
ლუკა
20 სექტემბერი 2021 02:26
17
მცველების ბრალი უფრო იყო. არ გამოსულიყო - ბენზემა მაინც გაიტანდა. სათამაშო სიტუაცია იყო ისეთი, ვერცერთი მეკარე ვერ მიუსწრებდა. სწორად მოიქცა რომ გარისკა, სამწუხაროდ ბენზემამ მცველებს ახობა
თენგაბი
20 სექტემბერი 2021 02:24
5
ბორდალასმა წააგო-რა შეცვლები გააკეთა,ან იმ შემოსულებს რა დაავალა-78წუთის მერე მარტო ერთი გუნდი იყო მოედნზე.მამარდაშვილი 2ე გოლზე შეცდა,მაგრამ მთელმა გუნდმა ჩაისვარა ბოლოსკენ.მწვრთნელია დამნაშავე-3შეცვლა გააკეთა და 3 ქულა გაანიავა
Levani
20 სექტემბერი 2021 02:10
2
ნუ ახლა თავად გიორგიმაც იცის ეგ რომ როცა მეკარე გამოდის უნდა გამოვიდეს ისე რომ ბურთზე ითამაშოს აუცილებლად.მაგრამ არაუშავს,მთავარია ეს მომენტი დარჩეს წარსულში,ყველაფერი წინ აქვს უნდა იშრომოს და შედეგი აუცილებლად იქნება უკეთესი და უკეთესი.
გეგი
20 სექტემბერი 2021 02:08
2
იმას ნიშნავს რომ,როცა მეკარე გამოდის მაღალ ბურთზე აუცილებლად უნდა ითამაშოს.კარში დგომის დროს კი არავინ იცის გოლი გავიდოდა თუ არა.შეიძლება აეღო კიდეც.ფეხბურთს თუ ადევნებ თვალს ასეა ეს მეკარე გამოსვლაზე რომ გამოდის ბურთზე უნდა ითამაშოს.მეტი როგორრა აგიხსნა ახლა.გამსვლაზე დაუშვა შეცდომა მაგრამ კარგი ბიჭია და არაა ეგ ისეთი შეცდომა რომ მომავალში ვერ გამოასწოროს.
გეგი
20 სექტემბერი 2021 12:10
0
ეს რა კომენტარია??
ეს რა რჩევაა-ს
20 სექტემბერი 2021 12:02
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული