მამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "რეალთან" თითქმის მოგებულ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეხუთე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „რეალთან“ 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს სერიოზული სამუშაო არ ჰქონია, ორჯერ ვალვერდეს განივი გადაცემა მოიგერია, ერთხელ კი კაზემიროს შორიდან დარტყმულს დაეუფლა. ტრავმები მიიღეს მასპინძლებმა სოლერმა და კორეიამ და სტუმარმა კარვახალმა და შეცვალეს. 42-ე წუთზე მასპინძლებს ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ახლო მანძილიდან პაულისტას თავით დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია.

კურტუამ მეორე ტაიმის დასაწყისშიც გადაარჩინა თავისი გუნდი, ამჯერად გატანა დუროს არ დაანება. ცოტა ხანში მუსამ კარგი დრიბლინგი წამოიწყო, გედეშს
გაუკეთა პასი და მან ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანს ვერ უწია. 66-ე წუთზე კი „ვალენსიას“ აქტიურობამ შედეგი გამოიღო - დურომ თავისი ყოფილი გუნდის კარი დალაშქრა. „სამეფო გუნდმა“ იერიშებით უპასუხა: ბენზემას დარტყმული ორჯერ ქართველმა მოიგერია, 86-ეზე ვინისიუსმა ფულკესგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა, 88-ეზე კი ბენზემამ გამოსვლაზე მამარდაშვილის შეცდომით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ვალენსია“ 10 ქულით მესამე ადგილზეა დ 22 სექტემბერს გასვლაზე „სევილიას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. “მესტალია“

ვალენსია - რეალი 1:2
გოლები: 1:0 დურო (66), 1:1 ვინისიუსი (86), 1:2 ბენზემა (88)

მკითხველის კომენტარები / 58 /
მიდიი მამარდ შენ გენაცვალე პირველი თამაში რეალთან და ესე ეგ არაფერი შენ კიარა კასილასი და ვანდერსაარი ისეთ რაღაცეებს აკეთენდნენ რო რავი მიდი ჯიგარო ვიცი რო მსოფლიოს საუკეთესო თუ არა ერთ ერთი მაინც იქნებიი მჯერაა
ზურა
20 სექტემბერი 2021 21:35
0
თქვე ოჯახაშენებულებო კაცი ექვსი თვის უკან საჩხერის ჩიხურას და სამტრედიის წინააღმდეგ თამაშობდა და ეხლა გინდათ რეალთან პირველ თამაშზე,მერე ვის წინააღმდეგ ბენზემა,ვინისიუსი,მოდრიჩი,კაზემირო ნუ თითქმის მსოფლიო ნაკრები და ამათგან კარი თლად მშრალად შეინახოს,ასე სადაა ძმაო, აცალეთ ერთი სეზონი მაინც და ვნახოთ მერე?
მალხაზ ჯობავა
20 სექტემბერი 2021 18:38
1
ყველაფერი გაუთვითცნობიერებლად ხდება( ქვეცნობიერად), ... იგრძნო რომ კარში რო დარჩენილიყო უეჭველი გოლი იყო (და სწორია!!!), ბურთის ტრაექტორიის ხაზი სწორი იყო (იმას თავი რომ აეცილებია,ან მამარდას დაესწრო, ბურთს ცენტრამდე გადააგდებდა  ).. მაგრამ ბენზემამ ეს ხაზი უფრო ადრე გადაკვეთა... აი სწორედ ეს არის, უფრო ადრე ბენზემამდე მამარდას უნდა გადაეკვეთა ხაზი (ფაქტიურად პენალტის აღების ტოლფასი რეაქცია უნდა გამოევლინა!!!)... საერთოდ ფატალური მომენტი იყო,ზოგადად, მეკარისთვის.. უბრალოდ ბენზემას უნდა აეცილებინა და მორჩა.. 
კახაკ
20 სექტემბერი 2021 17:21
0
სად დაუშვა შეცდომა. ეს თვითგვემა ყველაფერშია და სპორტშიც იგივეს იმეორებთ. ეს ქართული მორცხვობა არ უნდა დაივიწყოთ?. ბენზემას მუშტით თუ გააანგრევდა, თორე ბენზემამ ისე შეარჩია პოზიცია და ისე უთავა, რომ გამორიცხული იყო მაგ ბურთის აღება პენალტის და წითელის გარეშე.
ivan
20 სექტემბერი 2021 16:37
0
როცა ამბობთ შეცდომა იყოო, კარში რომ დარჩენილიყო რა გარანტია გაქვთ, რომ იმ ბურთს უეჭველი აიღებდა? ამ დროს თავით დარტყმული ძალიან არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, რომ უეჭველი აიღებდა.
ალექსანდრე
20 სექტემბერი 2021 15:41
0
ამისგან ძოფი, კოტრიკაძე და იაშინი ვერ დადგება, რაღაც აკლია, მოქნილობა, თუ სისწრაფე? მგონი ორივე ერთად..
კ ო მ ბ ლ ე
20 სექტემბერი 2021 14:57
9
ყოჩაღ გიორგი!!! ამდენი სეივი რეალთან, გაგიჟდა ესპანელი კომენტატორი. ამ შვიდ მეტრიან კარში, ვიღაც გაგიტანს აბა რა იქნება, ბენზემა კიდე "ვიღაც" არაა...
KQ
20 სექტემბერი 2021 14:38
1
sofascore.com - ზე შეფასება 6.9 აქვს! ასე, რომ არც ძალიან ბრალდება არც ერთი ბურთის გაშვება!
კურტუას უნდა აეღო ბურთი!
თემო
20 სექტემბერი 2021 12:43
1
ეს გოლი შეიძლება ისედაც გასულიყო, თუმცა განსაკუთრებით გამოსვლებზე მოსამატებელი აქვს, ბორდალესის კარგი განწყობა უსასრულო არ არის.
Irakli
20 სექტემბერი 2021 11:49
2
პრობლემა ისაა, რომ გმირი ვერ გახდა.
sddd
20 სექტემბერი 2021 11:39
3
დღეს სადაც არის და როგორც არის ეს უკვე გმირობაა!
გიორგი
20 სექტემბერი 2021 12:39
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული