მამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "რეალთან" თითქმის მოგებულ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეხუთე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „რეალთან“ 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს სერიოზული სამუშაო არ ჰქონია, ორჯერ ვალვერდეს განივი გადაცემა მოიგერია, ერთხელ კი კაზემიროს შორიდან დარტყმულს დაეუფლა. ტრავმები მიიღეს მასპინძლებმა სოლერმა და კორეიამ და სტუმარმა კარვახალმა და შეცვალეს. 42-ე წუთზე მასპინძლებს ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ახლო მანძილიდან პაულისტას თავით დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია.

კურტუამ მეორე ტაიმის დასაწყისშიც გადაარჩინა თავისი გუნდი, ამჯერად გატანა დუროს არ დაანება. ცოტა ხანში მუსამ კარგი დრიბლინგი წამოიწყო, გედეშს
გაუკეთა პასი და მან ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანს ვერ უწია. 66-ე წუთზე კი „ვალენსიას“ აქტიურობამ შედეგი გამოიღო - დურომ თავისი ყოფილი გუნდის კარი დალაშქრა. „სამეფო გუნდმა“ იერიშებით უპასუხა: ბენზემას დარტყმული ორჯერ ქართველმა მოიგერია, 86-ეზე ვინისიუსმა ფულკესგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა, 88-ეზე კი ბენზემამ გამოსვლაზე მამარდაშვილის შეცდომით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ვალენსია“ 10 ქულით მესამე ადგილზეა დ 22 სექტემბერს გასვლაზე „სევილიას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. “მესტალია“

ვალენსია - რეალი 1:2
გოლები: 1:0 დურო (66), 1:1 ვინისიუსი (86), 1:2 ბენზემა (88)

მკითხველის კომენტარები / 58 /
20 წლის ბიჭს ტისკში ატარებთ ზოგიერთი ინტრიგანი ვაიგულშემატკივრები. რა შეცდომაზე ლაპარაკობთ.? მსოფლიოსჩცემპიონმა რო გოლი გაუტანა? ბანზემამ მარტო გიოს კი არ დაასწრო,დამცველსაც დაასწრო. მცველის შეცდომაზე რატო არ ლაპარაკობთ?.კურტუამ რო გოლი გაუშვა ისეთი რო გიოს გაეშვა წარმომიდგენია რა ამბავს ატეცავდით. და მაგის გამო კურტუას ზამენაში არავინ დასვამს. ზოგიერტებს ერთი სული გაქვთ როდის წაიბორძიკებს ეს ბიჭი. მაგისთანები გაუტანია ბენზემას? და მაგისთანები გაუშვია კასილასს ,კანისარესს,ძოფს თუ ბუფონს დასაევს და იაშინს? ისე სხვათა შორის დასაევი საბჭოეთის საუკეთესო მეკარე იყო. იმიტომაც იდგა სამართლიანად ძირითადში. ძალიან ცოტა მახსოვს დასაევის ნახტომები და ცხრიანიდან გამომძვრალი ბურტები. იმიტო რო ძაან სწორად ირჩევდა პოზიციას. თორე ეგეთები დასაევსაც გაუშვია შორს რო არ წავიდეთ ყიფიანისგან. საერთოდ არ გამოსულა მაშინ კარებიდან. მეკარის მოედნიდან გაუტანა თავით გოლი. ვიყავი მაგ თამაშზე და კარგად მახსოვს. ჩვენ რა გვჭირს ტოო. გადავირევი.გიომ ეგ თამაში მაგრა ითამაშა. იმას რატო არ ამბობთ რო ბენზემა ძაან ფორმაშია და დაასწრო. იმის მოვალეობა ხო ეგ არი. ხოდა ხან ის დაასწრებს ხან ეს. ფეხბურთია ძმებო ეს,ფეხბურთი. და ნუ შეჭამთ ეხლა 20 წლის ბიჭს. მიდი გიო. გვიყვარხარ. ეგრე გააგძელე. ამათ ნუ უსმენ
ვალენსია რუსთავი
01:58 20-09-2021
3
ყველამ ვიცით, რომ არცერთ ქართველ ფეხბურთელს არ გამართლებია ისე, როგორც გიორგის. ჯერ საოცნებო ტრანსფერი, მერე სილესენის ტრავმა... მოკლედ საუცხოო ასპარეზი მიეცა მის არაჩვეულებრივ ფიზიკურ მონაცემებს და ვიდრე კონკიას ზღაპარივით ჩამორეკდეს მე-12 საათი, ძალიან, ძააალიან ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე! პირველ რიგში - კარიდან გამოსვლების მუღამი დაიჭიროს, ბენზემას გოლის გამო არ ვიძახი ამას. როგორ შეიძლება 2-მეტრიანი გიგანტი კარის ხაზზე იყოს დაბმული? როგორც ვიცი, ფეხით თამაში გვიან დახვეწე, გიო და მონდომების შემთხვევაში, ესეც რეალურია. დანარჩენს გამოცდილებაც შეგძენს. შენი ბედი შენს ხელთაა, ფორტუნა ერთგული ძაღლივით თან გდევს და როგორც მოუვლი, ისე დაგიცავს!
რა გვეშველება?
03:27 20-09-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული