შეცვლაზე შესულმა ჩაკვეტაძემ "გენტი" მარცხისგან ვერ იხსნა

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-8 ტურში "გენტი" გასვლაზე 0:1 დამარცხდა "კორტრეიკთან".

მასპინძლები მე-9 წუთზე დაწინაურდნენ, რის შემდეგაც სტუმრები განუწყვეტლივ უტევდნენ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე მარკო ილიჩი.

"გენტის" ნახევარმცველმა რომან ბეზუსმა 48-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა, თამაში მის ნაცვლად 63-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა გიორგი ჩაკვეტაძემ გაამწვავა, მე-80 წუთზე ტარიკ ტისუდალიმ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვლეს, 86-ეზე კი ჩაკვეტაძემ შორიდან ძლიერად დაარტყა და "კორტრეიკი" ისევ ილიჩმა იხსნა.

"გენტი" 7 ქულით მე-16 ადგილზეა (1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 23 სექტემბერს
სტუმრად "ანდერლეხტს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
შევა მალე ფორმაშ ჩვენი ოქროს ბიჭუნა და ძირითადიც იქნება გოლები და პასებიც.
1
კარგად შემოვიდა დღეს უფრო მეტი დროც მიიღო ვიდრე წინა თამაშებში კაციც მოატყუა გამწვავა თამაში და კარშიც დარტყა. მარა მოწინაღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ძაან ცუდად იქცეოდნენ რაც მეორე ტაიმი დაიწყო ყოველ 3 წუთში ვიღაცა მინდორზე იწვა ტემპს აგდებდნენ ყოველ წამა და გაზონი საშინწლ მდგომარეობა ში იყო ასეთი ცუდი მინდორო ბელგიაში უმაღლეს ლიგაში გასაკვირია.იმედი მაქვს ესე ნელ ნელა მალე გიორგი დაბრუნდება ძირითადში და ფორმასაც აკრეფს აჩქარება არ ია ეგებ ს როცა იქნება 100% მზად მწვრთნელი მაშინ დაყენება ძირითადში 2 წელზე მეტი ნორმალურად ფეხბურთი არ უთამაშია და ახლა სჭირდება კარკვეული დრო რომ აღიდგინოს ფორმა და ჩაჯდეს გუნდის ძირითადში.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული