ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ბენზემამ შეცდომა არ აპატია - მამარდაშვილის შეფასებები

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი და "ვალენსია" "ლა ლიგაში" პირველად დამარცხდნენ - მადრიდის "რეალის" გამუდმებულ იერიშებსა და ზეწოლას ვერც "ღამურებმა" გაუძლეს და ქართველმა კიპერმაც შეცდომა დაუშვა.

AS:

"მამარდაშვილმა თავის პირველ დიდ მატჩში არაერთი ბურთი დაბლოკა - ჯერ აზარის, შემდეგ ვალვერდეს, ბენზემას დარტყმის ეპიზოდში კი პოზიცია სწორად ეკავა.

გიორგიმ მაინც გაუშვა - ჯერ რიკოშეტით, მეორე გოლის ეპიზოდში კი კარიდან გამოსვლის დრო არასწორად შეარჩია, რაც ბენზემამ არ აპატია."

"ვალენსიას" თავკაცი ხოსე ბორდალასი, მატჩის შემდეგ, ბოლო წუთებში გუნდის საერთო სისუსტეზე მიუთითებდა:

"ჩვენ დავიღალეთ და მეტოქეს ბევრი
ჩაწოდების შესაძლებლობა მივეცით, რა დროსაც მამარდაშვილმა შეცდომა დაუშვა."

Sportall.Ge

Sofascore-მა გიორგი 6,9-ით შეაფასა, რაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და "ვალენსიას" დაცვის ხაზის წევრებს აღემატება. Whoscored-მა "ღამურების" კიპერს 7 დაუწერა.

ყველაზე გამორჩეულები კარიმ ბენზემა (8.5) და ვინისიუს ჟუნიორი (8.4) იყვნენ.

Sportall.Ge

"ვალენსიას" საკმაოდ რთული კალენდარი აქვს - 22 სექტემბერს "სევილიას" ესტუმრება, 25-ში კი "ბილბაოს" მიიღებს.

altმამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "რეალთან" თითქმის მოგებულ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ