კანისარესი მამარდაშვილს ისევ აქებს - კარში რომ დარჩენილიყო...

AutoSharing Option
ვეტერანი ესპანელი მეკარე სანტიაგო კანისარესი, Tiempo De Juego-ს ეთერში, კარიმ ბენზემას "ვალენსიას" კარში გატანილ გოლს გამოეხმაურა და გიორგი მამარდაშვილის ბრალეულობა გამორიცხა:

"ვინისიუსმა ბურთი ორ ცენტრალურ მცველს შორის ჩააწოდა, შესაბამისად, მამარდაშვილი კარში რომ დარჩენილიყო, გოლს 95%-იანი ალბათობით გაუშვებდა.

გიორგის გამოსვლით ფრანგი ფორვარდი გაცილებით ნაკლებად კომფორტულ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა, გატანა მაინც არ გასჭირვებია."

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კანისარესი მამარდაშვილის გამამხნევებელ კომენტარს აკეთებს და ეს 20 წლის კიპერს ფსიქოლოგიურად უნდა წაადგეს.

altბენზემამ შეცდომა არ აპატია - მამარდაშვილის შეფასებები

altმამარდაშვილის დასანანი შეცდომა -

"ვალენსია" "რეალთან" თითქმის მოგებულ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 35 /
ზოგადად ქართველმა კომენტატორებმა რომ ბაქი-ბუქს თავი დაანებონ, ეგ ჯობია. გასაგებია, რომ მიღწევაა რა პოზიციაშიც ეს ბიჭია ახლა, მაგრამ ნამეტანი ინფანტილური და ცუდი მოსასმენია ხშირად მათი ტრაბახა კომენტარები. იმას არ ვამბობ ზოგიერთი ასევე ინფანტილივით, რომ თითქოს ეს კომენტარები ვინმეს თარსავს, მაგრამ მეტი თავდაჭერილობა უფრო მოსწონს მგონი გულშემატკივარს ამ ქვეყანაში. სტივენსი არა ისა და ასეთი ქაჯობები არ შეგვფერის.
odala
20 სექტემბერი 2021 14:54
4
კი ასეა ნამდვილად! გაიხსენეთ გუშინდელი მატჩი პსჟ-ლიონი, როცა მბაპემ ორ მცველს შუა ჩაუგდო ბურთი იკარდის და ლიგა 1 ის საუკეთესო კიპერმა(ლოპესმა) რეაგირებაც კი ვერ მოასწრო! აქ მცველები უფრო არიან დამნაშავეები ვიდრე გიორგი! არც ერთ გოლში არაა დამნაშავე ჩვენი ბიჭი. ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა ეს მატჩი!
kaxa
20 სექტემბერი 2021 14:46
6
ეს უფრო მხარდასაჭერი და გამამხნევებელი გამოხმაურებაა.ხელი რომ შეეშალა,უშუალოდ ბენზემას გზაზე უნდა გადაღობებოდა,ან მის წინ გასულიყო და ბურთის მიღების საშუალება არ მიეცა.ეს იყო მისი შეცდომა,რომ ვერ შეძლო,თორემ ბემზე,ას დარტყმულს,ვერც კარში დარჩენილი აიღებდა,ისე წავიდა ბურთი.შეიძლება არც ეგონა,თუ ბენზემა ამ სიმაღლეზე ახტებოდა.მისი თამაში,უფრო ამას ჰგავდა
სოსო
20 სექტემბერი 2021 14:41
2
ფაქტობრივად, დამეთანხმა :)
ვვვ
20 სექტემბერი 2021 14:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული