ხვიჩა შეცვალეს, სლუცკი გააძევეს, "რუბინი" "ზენიტთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში „რუბინი“ საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა ლიდერ „ზენიტთან“.

სტუმრები უკეთესად თამაშობდნენ, მეტოქეს გასაქანი არ მისცეს, კვარაცხელიას მჭიდროდ მეურვეობდნენ, პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩის ბედი შესვენებამდე გადაწყვიტეს.

67-ე წუთზედ დმიტრი ჩისტიაკოვის ავტოგოლით ყაზანელებმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანეს, 73-ე წუთზე ხვიჩა შეცვალეს, ხოლო 77-ეზე მსაჯმა სერგეი ივანოვმა მასთან კამათისთვის მასპინძელთა მწვრთნელს ლეონიდ სლუცკის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა. სლუცკი ძალიან უკმაყოფილო იყო არბიტრის გადაწყვეტილებებით და სისტემატურად გამოთქვამდა პროტესტს.

„რუბინი“ 14 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა და
26 სექტემბერს მოსკოვში „დინამოს“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ხვიჩა ნაღდად უნდა წასულიყო სექტემბრამდე იმიტომ რომ უკვე პერსონალურად ეთამაშებიან და ყველა თამაშში მწვრთნელები ხალკე გეგმას ამუშავებენ ხვიჩაზე თუ როგირ არ გაანძრევინონ ფეხი ! აი ამ თამაშშოც კი გრანდი ზენიტის ერთი ფეხბურთელი მუდმივად დაყვებოდა როგორც კი ცენტრს გადაკვეთდა ეგრევე მეირეც იქვე ახლოს ტრიალებდა და როცა ბურთს მიიღებდა (სხვათა შორის ძალიან იშვიათად იმიტომ რომ ხშირად აიგნორებდნენ პარტნიორები) ეგრევე ორი ეთამაშებოდა და მესამეც იქვე ტრიალებდა ! ანუ რუბინის მეტოქის ტაკტიკა ასეთია--მთავარია ხვიჩა და მაწილობრივ ინ ბომი გააჩერონ და დანარჩენები ვერაფერს ვერ იზამენ ! და ზუსტად ასე გააკეთა ზენიტმა და ასე აკეთებენ უკვე თიქმის ყველანი ! სანამ მაკაროვი იყო გუნდში მანამ ვერ აკეთებდნენ ამას იმიტომ რომ ერთბაშად ორი დრიბლიორის პერსონალკა ძალიან დიდი ფუფუნებაა და ეხლა მარტო ხვიჩა დარჩა და მარჯვენა ფლანგი ვერა და ვერ აამუშავა სლუცკიმ (დრაიერი ლამის პელედ და მარადონად შერაცხეს ვერ ქაჩავს მარჯვენა შემტევად) და ასე თუ გაჯრძელდა არანაირი პროგრესი აღარ ექნება -როცა პერსონალურად გყავს მცველი და ბურთის მიღების დროს ან ფეხში გირტყავს ან ეგრევე მარწუხებში გაქცევს ხვიჩას კი არა მესისაც გაუჭირდება ! აი ამიტომ აუცილებლად უნდა წავიდეს იანვარში იმიტომ რომ უცხოეთში ამხელა ყურადღენას ნაღდად არ დაუთმობენ მწვრნელები და მცველები იმიტომ რომ ხვიჩას დონის ფეხბურთელები ევროპაში მინიმუმ 50 მაინცაა !
ზურა222
21 სექტემბერი 2021 14:22
0
სამწუხაროდ დამთავრებულია ამის დიდი ფეხბურთი, როგორც ჩაკვეტაძეს დაემართა ისე იქნება ესეც, სამწუხარო, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...
ჩვენ, ქართველებს უკიდურესობა გვჭირს, თუ ფეხბურთელმა ორი კაცი მოატყუა, უკვე მესი და რონალდოა, არადა პირიქით ხდება ხოლმე...
ქომაგი
21 სექტემბერი 2021 13:51
4
ხვიჩამ აშკარად მოუკლო, რაც ძალიან მაფიქრებს.
გია
21 სექტემბერი 2021 13:00
0
მოტივაცია არ აქო რას ნიშნავს სპორცმენისთვის. სპორცმენი რომელიც ვარჯიშობს მაგალითად გუნთან ერთად ორ სათს, მერე ცალკე დამოუკიდებლად ვარჯიშობს კიდე ორ სათს. სხვებზე უკეთეს ფორმაში რომ იყოს. ხვიჩამ ან მოუკლო დამატებით ვარჯიშებს. ან კიდე მეტი უნდა ივარჯიშოს. უკვე იციან მაგის სტილი და ტრინერები მცველებს ხვიჩას ჩაკეტვას ავალებენ. სულაქველიძემ ტრინერმა დავალა მარადონას არ განძრევია ფეხი ისე ჩაკეტა. კეტაშვილმა რომარიო ამოკეტა.ძოძუაშვილმა ბესტი და ხვიჩას ჩაკეტვას რა უნდა. ხვიჩასათვის 20 მილიონი დი ფასია. დიდი ფულის შოვნა უნდათ მაგისგან. მამრდაშვილი ლა ლიგაში უფასოდ გადავიდა და რეალს ეათამაშება. ასეთ ფეხბურთელები გვიმრავლოს ღმერთმა ტოპ ლიგებში.
SIMARTLE
21 სექტემბერი 2021 11:40
4
ისე წერთ კატეგორიულად კვარა სასწრაფოდ უნდა წავიდეს რუბინიდან რომელიმე ევროპულ გრანდშიო, თითქოსდა რიგი დგას რუბინის ოფისთან ხვიჩას მსურველების,ასეთი ეზოს ფეხბურთითა და შედეგით, როგორ წარმოგიდგენიათ იგი რომელიმე სერიოზულმა კლუბმა შეიძლება შეიძინოს 20 ან თუნდაც 10 მილიონად?რაც შეეხება ე.წ.სინიაკებს კვარას სტილის ფეხბურთელი ვერ გაექცევა სადაც არ უნდა წავიდეს,ყველა სიტუაციაში მოტყუებაზე თამაშისას ყველგან ხვდებათ ფეხებში იტალიაშიც,ესპანეთშიც ინგლისშიც და გამონაკლისი არც რუსეთია,მით უმეტეს რუსეთში კარგად შეისწავლეს კვარას სწორხაზოვანი თამაშის სტილი და ცოტა მაღალი დონის მცველებმა უკვე კარვად იციან რას გააკეთებს ბურთის მიღებისას,ურალისა და ხიმკის დონის გუნდებთან კიდევ შეიძლება გააკეთოს ერთი ორი ეზოს ფინტი,შეიძლება მსაჯს პენალტიც გამოღლიტოს,მოწინააღმდეგე გააყვითლოს და გოლიც გაიტანოს,მაგრამ ზენიტის დონის გუნდებთან და ზემოთ, ასეთი სტილის თამაშით შანსი არ აქვს.
leo
21 სექტემბერი 2021 10:45
3
ვინც ამ მატჩს უყურა დამეთანხმება, რომ მაგალითად იგივე მალკომი ბევრად მაღალი კლასისაა ვიდრე ხვიჩა, როატომ გადაიხდიან ხვიჩაში 20 მილიონს როდესაც აგერ ბარსელონა უშვებს გუნდიდან მალკომბს. ძალიან მაგრად ითამაშა ზენიტმა გუნდი კომბინაციებს ერთი სეხებით პას, ყველაფერს აკეთებს. სლუცკის დიდ ტაქტიკოსობაზე დამეკარგა შთაბეჭდილება როგორ შეიძლება გუნდი სულ ერთიდაიგივე ტაკტიკით თამაშობდეს? ფლანგები არცვლიან ერთმანეთს ცენტრალური ნახევარმცველი და თავდამსხმელი გაშეშებულები სწორხაზოვნად დარბიან, ყველა ინდივიდუალურად ცდილობს ბურთის ფლანზე გატანას. ხვიჩაც ჯიუტად ერთი და იგივეს აკეთებს, არანაირი ცვლილება გადაადგილებაში პასის მიმართულებაში არაა.
semi
21 სექტემბერი 2021 10:21
1
ვადროვოთ ამ ბიჭს ჯობია თორემ ყენია არაბიძე და ანანიძე ხვიჩაზე მეტი თუ არა ნაკლები არ იყვნენ მარა კი ვხედავთ სადაც არიან რას ნიშნავს ფსიქოლოგიური გატეხვა ? რუბინში თუ ვერ დაამტკიცა მაშინ სად დაამტკიცებს სიძლიერეს ? ან თუ ვინმე გონია იარემჩუკი ჩაკვეზე მეტი ტეხნარია იმან ფეხბურთი არ იცის მარა ვინ სადაა ხო ხედავთ ? ფიზიკა ხო იცით რას ნიშნავს და შუშის ფეხები .
zurabi
21 სექტემბერი 2021 09:38
0
ჩემი აზრით პრობლემა თვითინ აგენტშია!შეუძლებელია რომელიმე ტოპ კლუბი დაინტერესებულიყო ხვიჩათი და ან რომანოს ან ვინმე ცნობილს ტვიტერზე მაინც არ დაეწერა?ისეთ ხალხზე იწერება ბუტანის მესამე ლიგის ხალხზე ხოლმე)))ახლა ამასაც ატყუებენ რომ აი ძმაო 20 მილიონია შენი ფასი)აბა რავიცი მე 20 მილიონს ქართველ მოთამაშეში რომელიც რუბინში თამაშობს შანსი არაა ამდენი გადაიხადოს რომელიმე ტოპმა!!!!ამის დატოვების გეგმაა რომ ფასი დაედოს მსუყე და ხვიჩასაც დააჯერონ რომ ამდენი ღირს მერე ეტყვიან რომ აი შვილო არავინ არ იხდის ზენიტის და სპარტაკის მეტი და მოდი იქ გადავიდეთ დროებით და ესეც შენი კრილია სოვეტოვი კარიერის ბოლოსკენ...აგერ თქვენ და აგერ მე და ადმინ ეს კომენტარი არ დაბლოკო!!!!
აბგდ
21 სექტემბერი 2021 08:41
0
თბილისის დინამოში ჯობია ჩამოვიდეს
ზაზა
21 სექტემბერი 2021 01:21
8
თუ ჩამოსვლაა ნებისმიერ სხვა ქართულ გუნდში ითამაშოს თუ ძმა ხარ, ვუქომაგებ მაინც, დინამოს სანამ ფიფიაა აღარ ვუყურებ
გადასარევი გიორგი
21 სექტემბერი 2021 02:53
0
ხვიჩა შეიძლება ჯერ არ არის ტოპ კლუბების დონე,მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ გუნდი რომელიც მოწინააღმდეგის გუნდზე აშკარად სუსტია, ერთი თუნდაც ვუნდერკინდი ფეხბურთელის კრიტიკა უსაფუძლოა. თქვენ გგონიათ კალაძე მაღალი დონე იყო მილანში? მის გვერდით თამაშობდნენ მალდინი და ნესტა, სწორედ ამიტომ გაქაჩა კალაძემ. აბა ხვიჩას ვინ ჰყავს გვერდით? რასაც აკეთებს მარტო აკეთებს. ასე რომ მას მაღალი დონის პარტნიორები სჭირდება. ასე რომ ნუ გიკვირთ, რომ ზენიტთან ცუდად ითამაშა, სამაგიეროდ კრილია სოვეტოვთან და ურალთან მაგრად ითამაშებს. მის ტრანსფერს ისე ასაიდუმლეობდნენ, თითქოს სახელმწიფო საიდუმლოება ყოფილიყოს. მაინც მგონია, რომ ამ ბიჭის ტალანტით, ვიღაცას ძალიან დიდი ფულის შოვნა უნდა, რაც შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს! ფეხბურთი მარტო ბურთი და მოედანი არ არის, აქ ფიზიკური მომზადებაცაა სათანადო დონეზე საჭირო და ფსიქოლოგიურიც.
დავით 67
21 სექტემბერი 2021 00:59
14
ვაფშე აზრზე არა ხარ ფეხბურთის. ან 13 წლის ხარ.
რა მალდინი, რის ნესტა, დაფრინავდა ტიპი მილანშიც და მანამდე კიევის დინამოში ისეთებს აკეთებდა პირი ღია რჩებიდა ხალხს. ჯერ მარტო დინამოს რეალთან თამაში მაინც რომ გქონდეს ნანახი სადაც ზეედორფს და სხვა ვარსკვლავებს ბურთი არ მიაღებინა 90 წუთი მაგას არ იტყოდი. ხო მილანში პროსტა ნიჭის გამო მიიყვანეს და მერე მალდინიმ და ნესტამ გამოზარდეს მაუგლივით :))))
superman
21 სექტემბერი 2021 10:27
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული