ქეცბაიამ გრაფიკზე დაიჩივლა, ლორიამ ბოლოს მაინც გაუშვა - "ანორთოსისის" პირველი გამარჯვება

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" კვიპროსის ჩემპიონატში პირველ გამარჯვებას მიაღწია - "ახნასი" 2:1 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერების კლუბი პირველ ნახევარში მშვენიერი იყო და სოლიდური უპირატესობაც მოიპოვა, თუმცა მეორე ტაიმში მათი მეტოქე უფრო აქტიურობდა და 90-ე წუთზე გოლიც გაიტანა.

გიორგი ლორია ძირითად შემადგენლობაში იყო, ნიკა ნინუა შეხვედრაში 63-ე წუთზე ჩაერთო (გააფრთხილეს), ნიკა კაჭარავა კი 78-ზე.

მატჩის შემდეგ, კომენტარები თემურ ქეცბაიამ და გიორგი ლორიამ გააკეთეს.

თემურ ქეცბაია:

"ჩვენ სამი ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ ეს მარტივი არ ყოფილა. პირველი ტაიმის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ვყოფილიყავით გუნდი, რომელიც
დაძაბულობის გარეშე ითამაშებდა, მატჩზე კონტროლი უმიზეზოდ დავკარგეთ.

ყველა თამაში რთულია და როცა იმარჯვებ, ბედნიერი უნდა იყო. თანაც, კონფერენს ლიგას ბევრი ენერგია შევალიეთ. ასე იქნება დეკემბრამდე. ამას ემატება ეროვნული ნაკრების მატჩები. როცა 12 ფეხბურთელი გაკლია, სათანადო მომზადება რთულია."

Sportall.Ge

გიორგი ლორია:

"რთული შეხვედრა იყო. თითქმის მთელი მატჩი კარი მშრალად შევინახეთ, მაგრამ გოლი მაინც გავუშვით. რაც მთავარია, გამარჯვება მოვახერხეთ.

მჭიდრო გრაფიკში თამაში რთულია და დაღლილობა ამის გამო დაგვეტყო. ყველა შეხვედრისთვისთვის სწორად უნდა მოვემზადოთ. მადლობას ვუხდი გუნდის გულშემატკივრებს, რომლებიც გვამხნევებდნენ."

ფამაგუსტას კლუბი 25 სექტემბერს "არისს" ესტუმრება, 30-ში კი კონფერენს ლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძის "გენტს."

altხვიჩა სრულფასოვნად უნდა დაბრუნდეს, ქეცბაიამ მარცხიანი კვირა დაივიწყოს!

altქეცბაიამ მარცხი აღიარა, კაჭარავა დაბრუნდა, შემდეგი მატჩი ჩაკვეტაძის წინააღმდეგაა


.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი თემო,ნინუაც დაუბრუნე ფეხბურთს,ჯიგარი ხარ
lego
14:37 21-09-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული