არადამაჯერებელი "ვალენსია" და მამარდაშვილი და მარცხი სევილიაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-6 ტურში „ვალენსია“ სტუმრად 1:3 დამარცხდა „სევილიასთან“.

მატჩი სტუმართათვის საშინლად დაიწყო, უკვე 22-ე წუთზე 0:3-ს აგებდნენ, მეკარე გიორგი მამარდაშვილი კი დამაჯერებელი ვერ იყო, განსაკუთრებით მეორე გოლის გაშვებისას. თუმცა, შესვენებამდე დურომ დიეგო კარლოსისგან რიკოშეტით ანგარიში შეამცირა. მეორე ტაიმში მასპინძლები თამაშის გამწვავებას მოერიდნენ, ტემპი დააგდეს და მატჩი მშვიდად მიიყვანეს ლოგიკურ დასასრულამდე.

რა თქმა უნდა, გიორგი საუკეთესოდ ვერ გაისარჯა, მაგრამ ვერც მისმა თანაგუნდელებმა ივარგეს (მეტადრე მცველებმა) და ყველაფრის ქართველისთვის გადაბრალება მართებული არ იქნება.

„ვალენსიამ“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 10 ქულით ჯერჯერობით
მე-4 ადგილზეა, 25 სექტემბერს „ბილბაოს“ უმასპინძლებს და იმედია, მწვრთნელი ბორდალასი მამარდაშვილს კვლავ გამოუცხადებს ნდობას.

სევილია. „სანჩეს პისხუანი“
სევილია - ვალენსია 3:1
გოლები: 1:0 გომესი (3), 2:0 ლატო (15, საკ. კარში), 3:0 რაფა მირი (22), 3:1 დურო (31)

მკითხველის კომენტარები / 29 /
არგინდათ ეს გამართლებები. აბა სილესენს ეთამაშა ესე გადაუვლიდით და მერე გადმოუვლიდით. ბოლო 3 თამაშია ძალიან ძალიან ცუდად თამაშობს ოსასუნადან რო დაიწყო რეალთან გააგრძელა და დღეს დაასრულა. ზედმეტად ნერვიულობს, რაც ლოგიკურია ჯერ ძალიან პატარაა, თან მეკარეა. არაუშავს სასწაულ გამოცდილებას აგროვებს. ზედიზედ 6 თამაში ლა ლიგაში უკვე სერიოზული ამბავია. ღმერთმა მისცეს ძალა რომ ასახელოს ქვეყანა და რაც მთავარია ფსიქოლოგიურად დამშვიდდეს და უბრალოდ მოეშვას.
123
22 სექტემბერი 2021 23:51
2
არ დაბლოკოთ!
გიორგი, მაგრა გაგიმართლა ასეთი დიდი გამოცდილების 20 წლის ასაკში მიღება!
6 მატჩი შეუცვლელად!!! თანაც ითამაშო რეალის და სევილიას წინააღმდეგ, როცა შენი გუნდის დაცვა ვერ არის თავის დონეზე?
გამოსვლაზე და ხაზზე რა გაქვს დასახვეწი ამაზე შენ თვითონაც დაფიქრდები და მაქ ხომ გეყოლება და გეყოლება პროფესიონალი დამრიგებლებიც (მათ შორის ფსიქოლოგიც)!
20 წლის მეკარეს კი არა ცნობილ და გამოცდილ მეკარეებს აქვთ ისეთი ბურთები გაშვებული, რომ! მოკლედ ხდება რა!
მთავარია დროულად (როგორც ყველა საქმეში) სწორი დასკვნების გაკეთება!
წარმატებები!


გია
23 სექტემბერი 2021 08:24
2
მცველების ყველა შეცდომას მეკარე ვერ გამოასწორებს. გიორგი მალე სტაბილურად ათამაშდება და ყველას გაგვახარებს. წარმატებები გიორგის!
გუჯა კახაძე
23 სექტემბერი 2021 08:26
7
ღმერთმა ქმას, მაგრამ თუ არ ფასვეს სკამზე... ამ დონეზე ამდენს თუ აპატიებენ, საქართველოს ჩემპიონატი კი არაა
ზურა
23 სექტემბერი 2021 09:14
1
ბოღმა გღუპავთ თქვენ ხალხოო ბოღმაა და მთელი ქვეყანაა მაგიტომაც ასე აშენებული.იმის მაგივრად რომ ანუგეშოთ გაამხნევოთ რეებს წერთ,თვითონ რომ აფარრისთვის მიგიღწევიათ ასე სკდებით შურით და პროფესორობთ ყოვლის მცოდნეებივით.აი მასეა რაა რაც იმ ცხონებულმა ილიამ თქვა მართლა ბედნიერი ერი!არაფერი გეშველებათ არაფერიი,არ ხართ არაფრის ღირსები არცვ ამ ქვეყბნის ღირსები ხართ თქვენ!
გეგი
23 სექტემბერი 2021 00:08
12
მოუმატებს ეგ არაფერი, უარესებიც ხდება, მეკარის ყველა შეცდომა გაცილებით მარტივი დასანახია და პირველი ჩვენი მელარეა ტოპ ლიგაში ესეთივე კრიტიკით შეხედეთ მაგავსი დონის გუნდების მეკარეებს და ნახავთ რომ იგივე დონეზეა. ჯერ 20 წლისაა ყველაფერი წინაა, კურტუა რა გოლებს უშვებდა და დღეს სადაა, ესეც გაიზრდება
Gia
23 სექტემბერი 2021 05:13
1
ისეთი შთაბეჭდილება მჩება ვითომ ძაან მორიდებულია არა და ეხლა თუ არ თქვა თავისი სათქმელი ძაან გაუჭირდება, გიო წარმატებები
გიორგი
23 სექტემბერი 2021 01:00
1
ფსიქოლოგიური პრობლემის წინაშეა რომელიც თითქმის ყველა ქართველ ფეხბურთელს აქვს ვინც კი წავიდა ევროპაში სათამაშოდ. სასწრაფოდ უნდა ისწავლოს ენა და ივარჯიშოს თავდაუზოგავად, თვალებიდან ნაპერწკლებს უნდა ყრიდეს და ამ ორმეტრიან კაცს სასწაული ფიზიკა უნდა ჰქონდეს, აი მერე იქნება სტაბილური ძირითადის მეკარე!!! ეხლა კიდევ სახეზეც ეტყობა და ქცევებზეც ,,ჯაან საკალელი წყნარი ბავსვია"! ძლიერი დაბრუნდი!
Emigranti
23 სექტემბერი 2021 00:29
8
რეალურად ვთქვათ რომ არ არის მზად ჯერ ამ დონეზე სათამაშოდ, მოსალოდნელიც იყო ასეთი შეცდომები, მთავარია ეხლა ფსიქოლოგიურად არ გატყდეს, დიდი ალბათობით სილესენი შეცვლის ძირითადში
მამუკა
23 სექტემბერი 2021 02:23
1
მე ვფიქრობ რომ ზოგადად ყველა ფეხბურთელზე უნდა იყოს შეფასება ობიექტური და წმინდა საფეხბურთო კომპონენტებით ქართველებს სამწუხაროდ გვიყვარს ზედმეტი ან ქება ან კრიტიკა ეს თამაში და წინა თამაში მამარდას არ ქონდა კარგი ქონდა შეცდომები და ეს ჯერ სამწუხაროდ ეს ბიჭი არ არის მზად ლალიგაში ითამაშოს რეგულარულად 20 წლის ბიჭია ელემეტარულად ჯერ ენის სწავლიდან დაწყებული კულტურის და ზოგადად გარემოს გაცნობით დამთავრებული ყველაფერი უნდა გაიგოს ისწავლოს და გაიზარდოს და ეს ზედიზედ ამდენი მატჩი ვალესიას პირველ გუნდში იყო დიდი გამოცდილება მისთვის და ამხელა ნდობა ნამდვილად დასაფასებელია ესეიგი კლუბი მასზე გარკვეულ იმედებს ამყარებს თუმცა სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი და ლალიგაში რეგულარულად სათამაშოთ მზად არ არის აი თუ ამ სეზონში 10 მატჩს ითამაშებს ლალიგაში და 2-3-ს თასზე ეს უკვე მართლაც რომ კოლოსალურად დიდი მიჰწევა იქნება მისთვის.
მამუკა
23 სექტემბერი 2021 01:24
1
არ გრცხვენიათ ხალხო?თვითონ ესპანელები უჭერენ მხარს და მახნევებენ,მართლა რა ჭირი გვჭირს ეს ყველაფერში ასე ყოვლის მცოდნნეები და ერთმანეთზე გიენებივით რომ ვართ დაგეშილები.
I
23 სექტემბერი 2021 00:53
7
მერე და ვინ არ უჭერს მხარს?
გურამი
23 სექტემბერი 2021 09:17
0
გადახედეთ კომენტარებს,ბოღმის ზეიმი აქვთ.
I
23 სექტემბერი 2021 13:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული