არადამაჯერებელი "ვალენსია" და მამარდაშვილი და მარცხი სევილიაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-6 ტურში „ვალენსია“ სტუმრად 1:3 დამარცხდა „სევილიასთან“.

მატჩი სტუმართათვის საშინლად დაიწყო, უკვე 22-ე წუთზე 0:3-ს აგებდნენ, მეკარე გიორგი მამარდაშვილი კი დამაჯერებელი ვერ იყო, განსაკუთრებით მეორე გოლის გაშვებისას. თუმცა, შესვენებამდე დურომ დიეგო კარლოსისგან რიკოშეტით ანგარიში შეამცირა. მეორე ტაიმში მასპინძლები თამაშის გამწვავებას მოერიდნენ, ტემპი დააგდეს და მატჩი მშვიდად მიიყვანეს ლოგიკურ დასასრულამდე.

რა თქმა უნდა, გიორგი საუკეთესოდ ვერ გაისარჯა, მაგრამ ვერც მისმა თანაგუნდელებმა ივარგეს (მეტადრე მცველებმა) და ყველაფრის ქართველისთვის გადაბრალება მართებული არ იქნება.

„ვალენსიამ“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 10 ქულით ჯერჯერობით
მე-4 ადგილზეა, 25 სექტემბერს „ბილბაოს“ უმასპინძლებს და იმედია, მწვრთნელი ბორდალასი მამარდაშვილს კვლავ გამოუცხადებს ნდობას.

სევილია. „სანჩეს პისხუანი“
სევილია - ვალენსია 3:1
გოლები: 1:0 გომესი (3), 2:0 ლატო (15, საკ. კარში), 3:0 რაფა მირი (22), 3:1 დურო (31)

მკითხველის კომენტარები / 29 /
ისეთი შთაბეჭდილება მჩება ვითომ ძაან მორიდებულია არა და ეხლა თუ არ თქვა თავისი სათქმელი ძაან გაუჭირდება, გიო წარმატებები
გიორგი
23 სექტემბერი 2021 01:00
1
არ გრცხვენიათ ხალხო?თვითონ ესპანელები უჭერენ მხარს და მახნევებენ,მართლა რა ჭირი გვჭირს ეს ყველაფერში ასე ყოვლის მცოდნნეები და ერთმანეთზე გიენებივით რომ ვართ დაგეშილები.
I
23 სექტემბერი 2021 00:53
7
გადახედეთ კომენტარებს,ბოღმის ზეიმი აქვთ.
I
23 სექტემბერი 2021 13:31
0
მერე და ვინ არ უჭერს მხარს?
გურამი
23 სექტემბერი 2021 09:17
0
ფსიქოლოგიური პრობლემის წინაშეა რომელიც თითქმის ყველა ქართველ ფეხბურთელს აქვს ვინც კი წავიდა ევროპაში სათამაშოდ. სასწრაფოდ უნდა ისწავლოს ენა და ივარჯიშოს თავდაუზოგავად, თვალებიდან ნაპერწკლებს უნდა ყრიდეს და ამ ორმეტრიან კაცს სასწაული ფიზიკა უნდა ჰქონდეს, აი მერე იქნება სტაბილური ძირითადის მეკარე!!! ეხლა კიდევ სახეზეც ეტყობა და ქცევებზეც ,,ჯაან საკალელი წყნარი ბავსვია"! ძლიერი დაბრუნდი!
Emigranti
23 სექტემბერი 2021 00:29
8
ბოღმა გღუპავთ თქვენ ხალხოო ბოღმაა და მთელი ქვეყანაა მაგიტომაც ასე აშენებული.იმის მაგივრად რომ ანუგეშოთ გაამხნევოთ რეებს წერთ,თვითონ რომ აფარრისთვის მიგიღწევიათ ასე სკდებით შურით და პროფესორობთ ყოვლის მცოდნეებივით.აი მასეა რაა რაც იმ ცხონებულმა ილიამ თქვა მართლა ბედნიერი ერი!არაფერი გეშველებათ არაფერიი,არ ხართ არაფრის ღირსები არცვ ამ ქვეყბნის ღირსები ხართ თქვენ!
გეგი
23 სექტემბერი 2021 00:08
12
არგინდათ ეს გამართლებები. აბა სილესენს ეთამაშა ესე გადაუვლიდით და მერე გადმოუვლიდით. ბოლო 3 თამაშია ძალიან ძალიან ცუდად თამაშობს ოსასუნადან რო დაიწყო რეალთან გააგრძელა და დღეს დაასრულა. ზედმეტად ნერვიულობს, რაც ლოგიკურია ჯერ ძალიან პატარაა, თან მეკარეა. არაუშავს სასწაულ გამოცდილებას აგროვებს. ზედიზედ 6 თამაში ლა ლიგაში უკვე სერიოზული ამბავია. ღმერთმა მისცეს ძალა რომ ასახელოს ქვეყანა და რაც მთავარია ფსიქოლოგიურად დამშვიდდეს და უბრალოდ მოეშვას.
123
22 სექტემბერი 2021 23:51
2
გიორგი! საქართველოს ნაკრებში, თამაშის მერე მენტალურად, ამოვარდა ფორმიდან. არადა რა კარგ ფორმაში იყო.
გამაგრდი გიო!
22 სექტემბერი 2021 23:49
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული