ზურიკომ სეზონში მეორე გოლი გაიტანა

AutoSharing Option
რუსეთის თასზე "არსენალმა" ბრიანსკში 6:1 გაანადგურა ქვედალიგური "დინამო".

ტულელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა და გოლიც გაიტანა - მან მეტოქის კარი 58-ე წუთზე დალაშქრა და ანგარიში 5:1 გახდა. ეს მიმდინარე სეზონში დავითაშვილის მეორე გოლია.

"არსენალი" რუსეთის პრემიერლიგაში 8 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-13 ადგილზეა და 27 სექტემბერს ეკატერინბურგში "ურალს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
არ ვეთანხმები იმათ მოსაზრებას ვინც ფიქრობს, რომ დრიბლინგი ცენტრში არ ვარგა და მხოლოდ საჯარიმოსთან ახლოს შეიძლება. დრიბლინგი და მატაობა უნდა ჰქნა მოედანზე იქ, სადაც ამ მომენტში საჭიროა. მაგრამ ფეხბურთის ვარსკვლავად რომ გადაიქცე, კარგი დრიბლინგის გარდა, კიდევ გჭირდება სხვა კომპონენტებიც:
1. მოედნის ხედვა;
2. რბილი და თან ზუსტი პასი;
3. შორი დარტყმები, ზუსტი რა თქმა უნდა;
4. სტანდარტების და პენალტების უბადლო შესრულება...
აი ვიდეო სახელმძღვანელო, ჩვენს ნორჩ დრიბლიორებს და მომავალში იმედია სუპერვარსვლავებს, როგორი უნდა იყო თანამედროვე ფეხბურთელი:

https://m.youtube.com/watch?v=10F3pKmzWd8
Mazzola
09:37 24-09-2021
0
დრიბლინგი რომ კარის სიახლოვეს უნდა გააკეთო და არა მოედნის ცენტრში, სწორედ ეს ვერ გაიგო ხვიჩამ და ამტვრევენ ამ არაფრისმომცემი დრიბლინგაბისთვის.
ჰავლაბრელი ტიღუა
22:18 23-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული