"მისი ყიდვა "მანჩესტერ სიტის" მაშინ სურდა..." - რუსი აგენტი ჯანოს არშემდგარ ტრანსფერს იხსენებს

AutoSharing Option
ცნობილმა აგენტმა ალან პრუდნიკოვმა Sport24-თან ინტერვიუში ჯანო ანანიძის კარიერა გაიხსენა. რუსმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ერთ დროს ქართველი ნახევარმცველით "მანჩესტერ სიტი" ინტერესდებოდა.

"ჯანოს 14 წლიდან ვაკვირდებოდი. ის არანორმალურად ნიჭიერი ბავშვი იყო. მისი ყიდვა "მანჩესტერ სიტის" მაშინ სურდა, როდესაც "სპარტაკში" საუკეთესო წლები ჰქონდა, მანამ, სანამ ტრავმები შეაწუხებდა. იმ პერიოდში მოსკოვური გუნდის ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვას არ განიხილავდა".

შეგახსენებთ, ანანიძე "სპარტაკში" 2009-20 წლებში გამოდიოდა, ამ პერიოდის განმავლობაში "როსტოვსა" და "კრილიაში" იყო განათხოვრებული, 2021 წლის შედეგ კი 28 წლის ნახევარმცველი თბილისის "დინამოში" ირიცხება.

მომზადებულია Sport24-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 9 /
ინიესტას ჩანაცვლება უნდოდა თურმე ბარსელონას ანანიძით
ზაზა
25 სექტემბერი 2021 10:34
0
ძალიან კარგი იქნებოდა, სიმართლე ესაუბრა თავის თავზე, თორემ ყველა სხვა და სხვა ხმაზე მღერიან.
სიმართლე.
25 სექტემბერი 2021 08:45
0
ყენია და ანანიძე, დიდ ფეხბურთს ითამაშებდნენ, რო არა ამდენი ტრამვები, ნუ ყენია დღევანდელ კვარაცხელიას და ჩქკვეტაძეს, ორივეს ერთად ჯობდა
გოგა
24 სექტემბერი 2021 21:32
17
ერთი ბიჭი იყო ( ახლაც თამაშობს), დინამოდან გააგდეს და აბაზრებდა ბუნდესლიგაში მივდივარო, საბოლოოდ ფოთის კოლხეთში ჩაირიცხა.
P.S. ისიც სათქმელია წლების მერე ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა...
პროფესორ
24 სექტემბერი 2021 20:38
0
სიტი კი არა და ფლავი,ეს კაცი არასოდეს იყო კარგი ფეხბურთელი, შხედეთ ჯერ მის აგებულებას.
გიორგი
24 სექტემბერი 2021 18:28
17
სტატიაში გარკვევით წერია რომ რუსებმა არ გაუშვეს, კომენტარებში კი ისე ფულზე დახარბებას აძახებენ. ვინც თქვენ აქ შემოგათრიათ იმის
Rocco.
24 სექტემბერი 2021 18:00
5
რა სიტი? რის სიტი?, ისეთ ხელფასს უხდიდნენ, რომ არსად წამსვლელი არ იყო.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
24 სექტემბერი 2021 16:29
2
მორიგი ქართველი ნიჭიერი მაგრამ ხრუსტალის ფეხბურთელი , 2 მილიონ ევროს წელიწადში დაკმაყოფილდა სპარტაკში და ჩათვალა რო ვარსკვლავი იყო, არადა არც არაფაერს მიუხწევია თუნდაც სპარტაკში და რუსეთში , ევროპაზე და წესიერ კლუბზე ხო ზედმეტია ლაპარაკიც ...
დათო სიმართლე
24 სექტემბერი 2021 16:08
5
რატო ძმაო? როსტოვში რომ გაანათხოვრეს, თასი მოაგებინა და ტრავმებიც რაღაც ძალიან არ აწუხებდა იმ გუნდში! იქნებ საქმე სულაც არ არის ტრავმიანობის მიდრეკილებაში???
Mazzola
24 სექტემბერი 2021 17:35
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული