ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლობჟანიძეს თურქულ გრანდს უკავშირებენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 26 წლის ფეხბურთელ საბა ლობჟანიძეს თურქულ გრანდ "ბეშიქთაშს" უკავშირებენ - ამის შესახებ თურქული მედია აქტიურად წერს. გარიგების სავარაუდო ღირებულებად 2 მილიონ ევროს ასახელებენ.

"ჰათაისპორის" ნახევარმცველმა სუპერლიგა განსაკუთრებულად დაიწყო და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია - უკვე 3 გოლისა და ამდენივე საგოლე პასის ავტორია.

საბას გუნდი თურქეთის ჩემპიონატში მესამე ადგილს იკავებს, "ბეშიქთაში" კი ლიდერია.

აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძისთვის საყვარელ მარჯვენა ფლანგზე "ბეშიქთაშს" ალჟირელი რაჩიდ ღეზალი ჰყავს, რომელიც "ლიონში", "მონაკოში", "ლესტერსა" და "ფიორენტინაში" გამოდიოდა.

"ჰათაისპორი" 26 სექტემბერს "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლებს.

მომზადებულია Transfers-ის მიხედვით

altლობჟანიძე

და "ჰათაისპორი" აღარ ხუმრობენ [VIDEO]