სულ სხვა ჩაკვეტაძე - გიორგიმ მწვრთნელი განაცვიფრა

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-8 ტურში, ბრიუსელში „ანდერლეხტთან“ ფრედ დასრულებული (1:1) მატჩის შემდეგ „გენტის“ მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა თავისი გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შეაქო. მისი თქმით, ქართველმა გააკვირვა.

„ჩემი კარგი მეგობარი ჟოზე მოურინიო დღეს რომ აქ ყოფილიყო, იტყოდა - მხოლოდ ერთი გუნდი იმსახურებდა გამარჯვებას და ეს „გენტი“ იყო. გოლის გატანის სამი თუ ოთხი შესანიშნავი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ, მეტოქეს კი არანაირი შანსი არ ჰქონია".

ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა „სერკლ ბრიუგესთან“ ოთხი დღის შემდეგ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას ჩაკვეტაძე. მწვრთნელმა ის აიძულა მარცხნივ როგორც თანმედროვე
ფეხბურთელს ისე ეთამაშა - მხოლოდ შეტევაში მიზანმიმართულს არა.

აი, რას ამბობს ვანჰაზებრუკი: „მე გიორგის თამაშითა და ძალისხმევით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, ძალიან ბევრი მოუწია დაცვაში მუშაობა. ეს მეტწილად გუნდით იყო გამოწვეული, რომელმაც უკან ღრმად დაიხია. როდესაც ტოპ-მატჩებში მონაწილეობთ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ. მაშინ შეგიძლიათ ყველას უკან უხმოთ, რათა თქვენს გარშემო პატარა ციხე-სიმაგრე ააგოთ და თავი კომფორტულად იგრძნოთ.

ეს ძალიან ხშირად ხდებოდა. გიორგის ასეთი გამოცდილება არ ჰქონდა. მისდა სასახელოდ ვიტყვი, რომ დამოუკიდებლად ასრულებდა დაცვით სამუშაოს, თუმცა ფლანგის ამ მცველის გასანეიტრალებლად ყოველ ჯერზე უკან სირბილი არ ევალებოდა. როდესაც ასე უკან თამაში მოუწევს, დიდ ენერგიას დახარჯავს. გიორგიმ მეორე ტაიმში მთელი თავისი საუკეთესო თვისებები გამოამჟღავნა. ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ მოახდენს აღდგენას, რათა ყველაფერი თავიდან დაიწყოს“, - ციტირებს ვანჰაზებრუკს hln.be.

მკითხველის კომენტარები / 7 /
დღესაც ითამაშა სერკლთან და საგოლე პასი მიითვალა
გოგა
26 სექტემბერი 2021 19:47
0
ფორსირება არ არის საჭირო... თებერვლისთვის გიო საუკეთესო ფორმაში იქნება... წარმატებები!!!
tngh
26 სექტემბერი 2021 14:34
1
მემწვრთნელით უკმყფილი ვიყავი როდესაც მას არა ათამშებდა მაგრამ ახლა ასეთი პოზტიური კომნტარის გამო ვფქრობ რომ ეს გათვლილი იყო მას სურდა დანახე გიო ფსიქოლგიურად მყარი მონდომებული და შორმის უნარიანი ეს თვისებები როგორც მწვრთნელმა თქვა არ დაუკრგავს და კარგია რომ ტრანვამ არ გატეხა იმედია ფორმის პიკში მალე შევა და ისევ აალაპრაკებს გრანდებს ასევე ნაკრებს ძალინ ჭირდები გიო და შენი იმედი გვაქვს გვვიმედები და არ დანებდე ჩვენს გამო ჩვენ ვიცით რა შეგძლია
gio
26 სექტემბერი 2021 13:05
0
განცვიფრება იმედგაცრუებას ნიშნავს მეგობარო.
jjj
26 სექტემბერი 2021 12:07
13
მორატორიუმია გამოსაცხადებელი 2 კვირით.ჩაკვეზე,კვარაზე და მამარდაზე სიტყვასაც არ იტყვით
ნუ შლით მესიჯებს
26 სექტემბერი 2021 08:57
5
გელა ნუგზარაშვილის წარმატებაზე რატომ არ იღებთ ხმას?
მიდი გელა!
26 სექტემბერი 2021 12:00
5
ჩაკი მიდი მიაწექი, მაგარი ხარ
გიორგი
26 სექტემბერი 2021 08:34
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული