ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვარაცხელია მოსკოველებს შეუტევს - ქართველი გარემარბი სასტარტოშია!

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში მოსკოვის "დინამო" ყაზანის "რუბინს" უმასპინძლებს. სტუმართა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაშია.

მოსკოველებს 8 თამაშიდან 16 ქულა აქვთ და მე-3 ადგლს იკავებენ. ყაზანელები მათ ორი ქულითა და ამდენივე პოზიციით ჩამორჩებიან. 

მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიას ანგარიშზე ერთი გოლი და საგოლე პასია. გასულ ტურში, "ზენიტის" (1:3) წინააღმდეგ, ქართველმა გარემარბმა მინდორზე 72 წუთი გაატარა. ტრავმიდან ახლადმომჯობინებულ ხვიჩას მეტოქეები საკმაოდ ეუხეშებოდნენ...

შეხვედრა, სადაც მასპინძლები ფავორიტებად მიიჩნევიან, VTB არენაზე 15:00 საათზე დაიწყება.

alt"კვარაცხელიას კიდევ სხვა პრობლემა აქვს..." - რუსი კომენტატორი ხვიჩას ჩავარდნის მიზეზზე

საუბრობს

altხვიჩას კუნთის სპაზმი აქვს, სლუცკიმ მსაჯს დედა აგინა - რუსული მედია "რუბინსა" და კვარაცხელიას მისდგა


ასევე დაგაინტერესებთ