პასიური და შეცვლილი კვარაცხელია - "რუბინი" მოსკოვში დაიჯაბნა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში „რუბინი“ მოსკოვში „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა.

მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ, კვარაცხელიას ურუგვაელი მცველი ვარელა გასაქანს არ აძლევდა, დედაქალაქელები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და ფომინის გოლით დაწინაურდნენ, რომელსაც დრიბლინგის შემდეგ გადაცემა სწორედ ვარელამ გაუკეთა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, „დინამო“ უტევდა, „რუბინი“ კონტრიერიშებით პასუხობდა, 56-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან ძლიერად დაარტყა და ააცილა ბურთი კარს. 58-ე წუთზე კი კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გრულევმა ყაზანელთა კარი დალაშქრა. 63-ე წუთზე კვარაცხელიამ ვარელასთან წესების დარღვევის შემდეგ, ბურთი მოედნიდან გადააგდო, მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო
მწვრთნელმა შეცვალა.

მოკლედ, „დინამომ“ ყაზანური გუნდი აშკარად დაჯაბნა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება ხვიჩას, თავი ვერ წარმოაჩინა, ტრავმის შემდეგ ფორმა ჯერ ვერ აღიდგინა, თამაში ვერ გაამწვავა და მასზე სატრანსფერო ამბებმა აშკარად იმოქმედა.

„რუბინმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 14 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა და 2 ოქტომბერს „ნიჟნი ნოვგოროდს“ უმასპინძლებს.

მოსკოვი. „VTB არენა“

დინამო (მ) - რუბინი 2:0
გოლები: 1:0 ფომინი (32), 2:0 გრულევი (58)

მკითხველის კომენტარები / 25 /
20 წლის ბიჭია ხალხო რა ტრაგედიას ქმნით ამ ამბით რომ ერთ (თუნდაც ორ) თამაშში უმაღლეს დონეზე ვერ ითამაშა, თან ტრამვა ახალი მორჩენილი აქვს, ადამიანები ვართ ყველას შეიძლება ჰქონდეს ჩავარდნა თავის სფეროში, ხომ ყველამ ვიცით რომ კვარა ტალანტია. მიდი კვარა ყველას დაუმტკიცე შენი ნიჭი და შესაძლებლობები და არ მიაქციო ყურადღება იმ ადამიანების კომენტარებს რომლებსაც თავიანთი ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებიათ. ეტაპობრივად ყველაფერი მოვა. წარმატებებს გისურვებ!
გია
26 სექტემბერი 2021 18:22
11
თამაში არ წაუვიდა ხვიჩას. ძალიან გთხოვთ რა, 20 წლის ფეხბურთელის ჩაგდებულ თამაშებს ნუ აქცევთ ეროვნულ ტრაგედიად. ტრავმის მერე დაბრუნებულზე ძალიან ბევრს არ მისდის თამაში და არაა ფორმაში. უბალოდ ისე შეხედეთ, რომ ფეხბურთელი ტრავმის მერე ფორმაში არაა და მორჩა. რად უნდა ამდენი თვითგვემა...
უბრალოდ მხარი დავუჭიროთ
Michael
26 სექტემბერი 2021 17:00
6
იმ სატრანსფერო ჭორებმა და წნეხმა, რაც მის ირგვლივ იყო, ცუდად იმოქმედა მასზედ... სხვა რამ, არც იყო მოსალოდნელი. ეხლა დაწყნარების და თავისუფლად თამაშის დროა, ხვიჩა... განთავისუფლდი წნეხისგან და ყველაფერი კარგად იქნება... წარმატებები!!!
tngh
26 სექტემბერი 2021 17:42
2
კაი რა ჭორები და ვიღაც რაღაცას სადღაც დაწერს, ან ზედმეტად შეაქებენ ან ზედმეტად გალანძღავენ და თუ ეს ყველაფერი მაგაზე მოქმედებს მაშინ არაფერი გამოვა მაგისგან, იქეთ ჯუღელმა მედა მისმა მშობლებმა ძლივს გამოვიყვანეთ შოკიდანო, ჯერ ნერვებს მიხედონ მაშინ და მერე ითამაშოს ფეხბურთი. სადაა აბა იავარდებით მოფენილი გზა მითუმეტეს რუსეთში.
hhh
26 სექტემბერი 2021 18:02
3
ჯუღელის ინტერვიუ მოვისმინე, ძალიან დიდი სტრესი გადაიტანა ზაფხულში და ძლივს გამოვიყვანეთ შოკიდანო. საერთოდ არ მიკვირს. სლუცკიმაც თქვა კვარაზე ძალიან ემოციურიაო. არ იზრდებიან ჩვენთან რონალდუები, ჰეითერების აზრი რომ ფეხებზე ჰკიდიათ და ჯინაზე უკეთ თამაშობენ. ამიტომ იქნებ გაუფრთხილდეთ ნიჭიერ ადამიანებს. კარგის დაწერა თუ არ გვინდა, გავაკრიტიკოთ ადეკვატურად და ცუდს მაინც ნუ დავუწერთ. ცუდში იგულისხმება გინება, წყევლა, მუქარა და ათასი საშინელება, რასაც ამ დღეებში მას უწერდნენ.
პატარა ბიჭია, გამოუცდელია, ახლა გამოვიდა თინეიჯერობის ასაკიდან,არაა გასაკვირი რო სტერსში იყო. გულშემატკივარს ერთი გამხნევება გვევალება და იმასაც ვერ ვაკეთებთ.
ჩვენზე უკეთ არ იცის თვითონ რა გააკეთა არასწორად და სად დაუშვა შეცდომა?
სინამდვილეში ჩვენ მას ვერაფრით ვეხმარებით. ყველაფერი თავად უნდა გააკეთოს მარტომ,ჩვენ ან გამხნევება ან ლანძღვა შეგვიძლია, სამწუხაროა, რომ ამ უკანასკნელს ვირჩევთ.
Winter
26 სექტემბერი 2021 18:54
0
ერთი ესაა და მეორე მამარდაშვილი .
..
და მესამე ჩაკვეტაძე
მოეშვით ილუზიებს
26 სექტემბერი 2021 18:24
32
კრიტიკა არ მოგეწონებათ, ვინც ნახა თამაში უკომენტაროდ, აი ჭეშმარიტად ჩვენი ნაკრებში თამაშის დონე აჩვენა.
vaxo
26 სექტემბერი 2021 17:02
4
ყველა ფეხბურთელს აქვს მომენტები,რომ ფორმაში არ არის,მთავარია ფსიქოლოგიური არ იყოს ეს პრობლემა. მაგრამ ასეც და ისეც ძალიან დიდი როლი ამაში მიუძღვის ქართველ ჟორიკ ვართანოვს, მისტერ იგრავოი პრაქტიკას, მე მაინც კვარას ქართული საფეხბურთო ნიჭის იმედი მაქვს და ასევე იმედი მაქვს რომ დააღწევს თავს ამ აფერისტს და სადმე ევროპაში წავა, ბუნდესლიგას ძალიან გაალამაზებს,იქ ძალიან ცოტაა ფანტაზია და კვარა საჭმელში ჩაგდებული უცხო სუნელი იქნება ბუნდესლიგისთვის,რომელიც გემრიელს ხდის კერძს,წარმატებები კვარას
საქართველო
26 სექტემბერი 2021 17:40
7
რუსები წერენ ხვიჩა ზაზვეზძილსია ო და თამაში საერთოდ არ უნდაო.
უბრალოდ ფორმაში არაა კვარა და დავაცადოთ ჯობია. ვნახოთ ნაკრებში რას იზამს. აშკარად ტრავმის მერე ვერ მისდის თამაში და არც არის გასაკვირი. თან ამხელა წნეხშია.
Herbst
26 სექტემბერი 2021 17:02
2
ხვიჩამ უნდა შეწყვიტოს ნერვიულობა,მშვიდად იმუშაოს საკუთარ თავზე. ბევრი რამე აქვს სასწავლი და დასახვეწი. ეხლა მცველები უკეთ იცნობენ და უკეთესად ახერხებენ მის წინააღმდეგ თამაშს. ამიტომ მუდმივად სიახლე უნდა ამატოს თავის არსენალს. ყველაფერი იქნება კარგად.
არტ
26 სექტემბერი 2021 18:18
2
წინა სეზონში ხვიჩა მრავალფეროვანი იყო, მახსოვს როსტოვთან ფინტების კორიანტელი, წელს რომ ვუყურებ საოცრად ერთფეროვან ფეხბურთს თამაშობს, ერთი და იგივეს აკეთებს, რა დაემართა არ ვიცი შესაბამისად ადვილად გასაშიფრი გახდა.
ნიკო
27 სექტემბერი 2021 00:07
0
ცხონებულმა დავით ყიფიანმა თამაში 19 წლისამ დაიწყო თბილისის ლოკომოტივში და 21 წლისას ფეხბურთის მიტოვება უნდოდა თბილისის დინამოში,რადგან ტრავმის მერე თამაში არ მისდიოდა, მაგრამ მუშტაედის ბაღის ცნობილმა გულშემატკივრებმა უხრეს რომ,გული არ აცროდა ფეხბურთზე, და მისგან რომ მაგარი ფეხბურთელი დადგებოდა. მერე რაც ყიფიანმა გააყეთა მსოფლიომ იცის.
მალხაზ ჯობავა
26 სექტემბერი 2021 20:10
2
მაშინ ყიფიანი მუშტაიდელებმა კი არა ფარვიზ ჭელიძემ (ყიფოს პირველმა ტრენერმა) გაადაარჩინა ! დინამოდან დაწუნებული და გამოშვებილი ყიფიანი(ასე უთხრეს--წადი შვილო სკრიპკა დაუკარი შენგან ფეხბურელი არ დადგებაო) ლოკომოტივში მიიყვანა თავის მეგობარ ნოდარ ახალკაცთან და მიმიხედე ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვსო ! და ყიფო ლოკომოტივში რომ ათამაშდა მერე ფარვიზამ დინამოს მაშინდელ ტრენერებს და ფედერაციას კარები აუტალახა და მანამ არ მოეშვა სანამ დინამოში არ დააბრუნეს !
ზურა222
27 სექტემბერი 2021 15:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული