"ჩაკვეტაძე კრეშენდოა. მთელ გუნდში საუკეთესო ფეხები აქვს" - გიორგიმ ბელგიური მედია და მწვრთნელი აღაფრთოვანა

AutoSharing Option
"სერკლ ბრიუგესთან" "გენტის" მიერ მოგებული მატჩი (2:1)  demorgen.be-მ მიმოიხილა, გიორგი ჩაკვეტაძის კარგი თამაში აღნიშნა და გამარჯვებული გუნდის მწვრთნელის, ჰეინ ვანჰაზებრუკის კომენტარებიც დაურთო, რომელმაც შეგირდის მიმართ ზეაღმატებული მხატვრული შედარებები არ დაიშურა:

"ერთი საათის განმავლობაში "გენტი" "სერკლ ბრიუგესთან" ფსკერზე დაეშვა, იდეის გარეშე იყო. თავდასხმაში მბოიო და ბაიო ჰყავდათ. "ისინი კარგად ვერ გაისარჯნენ, მაგრამ სხვებმაც ვერ დაუჭირეს მხარი, მთელი გუნდი ვერ ვარგობდა. პრაქტიკულად, არ ვარსებობდით. შემდეგ უკეთ ვითამაშეთ და მეტოქეს გაუჭირდა, რაც ჩვენი განსასჯელი არ არის", - თქვა ვანჰაზებრუკმა.

შესვენებამდე "გენტის" ბურთის ფლობა
47%-ს შეადგენდა. ეს ძალიან ცოტაა გუნდისთვის, რომელიც როგორც წესი, თამაშის წარმართვას ცდილობს. მხოლოდ ჩაკვეტაძე გამოირჩეოდა. ეს ნაკლებად დასაჯერებელია ფეხბურთელისგან, რომელსაც ტრავმის გამო ორი წელი გაუცდა და მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში.

"ეს გიორგის "კრეშენდოა" (მუსიკალური ტერმინი - ხმის თანდათანობითი გაძლიერება). მე ვფიქრობ, ის "ანდერლეხტთან" უკეთესი იყო, ვიდრე "კორტრეიკთან", როდესაც შეცვლაზე შევუშვი. ჯერ კიდევ არ შეუძლია 90 წუთი ასპარეზობა. ისიც ვერ იყო მთლად აქტიური, თუმცა შემდგომ გარდაისახა", - ბრძანა "გენტის" თავკაცმა.

ჩაკვეტაძემ არეულობა შეიტანა მოწინააღმდეგის რიგებში, რის შედეგადაც დე სარტმა ანგარიში გაათანაბრა. დიდი გრძნობით მოგვიანებით ბურთი თავზე დაუხატა ლემაჯიჩს და მან გამარჯვების გოლი გაიტანა.

აი, რა დასძინა ვანჰაზებრუკმა: "მთელ ჩემს გუნდში გიორგის საუკეთესო ფეხები აქვს. ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა საჭირო დროს და ახლა მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი დონე კიდევ უფრო ამაღლდება. ფიზიკურად მომძლავრდება, რაც კიდევ უფრო დიდი მოქმედებების საშუალებას მისცემს. დრო სჭირდება. მე მას იმავე დროს მივცემ. არ მგონია, რომ დღეს სამჯერ დაკარგა ბურთი. თუ შეადარებთ იმას, რასაც სხვები აკეთებდნენ, შვებით დაინახავთ, რომ გყავთ ვიღაც, ვისაც შეუძლია ბურთი დაიჭიროს და ამ ბურთით რაღაც სასარგებლო გააკეთოს".

მკითხველის კომენტარები / 18 /
თუ ჩაკვე უკეთეს ფეხბურთელად მიგაჩნიათ ვიდრე კვარაცხელია ლაიქი მიეცით კომენტარს, თუ კვარა მაშინ დისლაიქი. მე ლაიქს ვაძლევ :)
semi
09:51 27-09-2021
22
არ ჰქონია მაგ კაცს საშველი.მაინც ვერაფერი გაიგო.მაგის ფეხბურთელები,მარტორქებივით თხრიან მინდორს,დარბიან,იბრძვიან,მაგრამ რა?გიორგის ყველა სჯობნის ფიზიკაში.გიორგის საუკეთესო ფეხები კი არ აქვს,არამედ ყველაზე ჭკვიანი თავი აბია მხრებზე და თითქმის ერთადერთია,გენტში ასეთი,ვინც აზროვნებს.
სოსო
10:23 27-09-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული