"ამ გრანდთან წინასწარი შეთანხმება მქონდა, მაგრამ..." - მამუკა ჯუღელი კვარაცხელიას არშემდგარ ტრანსფერზე საუბრობს

AutoSharing Option
"მთავარ არხზე" გადაცემის "სპორტი დიდ ქალაქში" სტუმარი საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი გახლდათ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან ბევრი აკვირდება და ბევრ გუნდს სურს მისი ტრანსფერი, თუმცა რაღაც დეტალებია, რის გამოც გარიგება ვერ კეთდება.

დღეს კლუბებს რომ უთხრა, მოდი და 5-10 მილიონად კვარაცხელიას მოგყიდიო, უარს არავინ იტყვის, მაგრამ "რუბინი" თავის ვარსკვლავს ამ თანხად ნამდვილად არ შეელევა.

შეხედეთ სატრანსფერო ფანჯარას. დაინახავთ, რომ არის უმეტესად გარიგებები, სადაც დიდ როლს თავისუფალი აგენტები თამაშობენ და კრიზისის გამო დიდი
თანხის გადახდას გუნდები ერიდებიან.

პირდაპირ გეტყვით, რომ აპრილის თვეში სერიოზული მოლაპარაკება მქონდა "იუვენტუსთან" და ტურინში კლუბის სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან სალაპარაკოდ ჩავფრინდი.

გიყვებით 16-17 აპრილის ამბებს და ჩვენ გვქონდა წინასწარი მოლაპარაკება ტრანსფერზე... შემდეგ, იცით, რა მოხდა? - "იუვენტუსი", გუნდი, რომელიც მუდმივად ჩემპიონი ხდებოდა, ოთხეულში ძლივს შევიდა, რის გამოც მთავარი მწვრთნელი და პარატიჩიც გაუშვეს...

ხვიჩა დიდი ფეხბურთელია და მას რეკლამის გაკეთება აღარ სჭირდება. მე ის აქამდე უკვე მოვიყვანე და ახლა თვითონ უნდა გამიკეთოს რეკლამა.

თქვენ არ გეცოდინებათ და გეტყვით, რომ მან ზაფხულში ძალიან დიდი ნერვიულობა გადაიტანა. ჟურნალისტები წერდნენ ბევრ ისეთ რამეს, რაც არ იყო საჭირო. კვარაცხელია ჩემი ოჯახის წევრია, მამამისი ჩემი მეგობარია და ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მოგვიწია, რომ ბავშვი რთული მდგომარეობიდან გამოგვეყვანა", - ამბობს ჯუღელი.
მკითხველის კომენტარები / 48 /
ამ კომენტარის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს ჯუღელი მაგარი შებერტყილი ვინმეა. წადი ხვიჩა, ბიძიკო და სხვა აგენტი მოძებნე, არ სჩანს ეს კაი კაცი.
ბადრი
28 სექტემბერი 2021 00:07
0
კიდევ ერთი წინადადება:
გავაკეთოთ სააქციო საზოგადოება "კვარა" ვიყიდოთ აქციები, შევაგროვოთ 20 მილიონი, გამოვისყიდოთ და გავუშვათ სადაც ხმათა უმრვალესობა, ან თვითონ კვარა, ან ვინმე დაინტერესებულ ევროპის მეორე დონის კლუბში... განვითრაების და გაძვირების შემთხვევაში ინვესტიციაც თვის შედეგს მოიტანს და რამე ბონუსებიც ჩავუდოდ ხელშეკრულებაში, ბოლო ბოლო უფასოდ მივა იმ კლუბში
რა მაფიაა?
27 სექტემბერი 2021 23:59
4
ამის და პარატიჩის საუბრის ჩანაწერი თუ სადმე მოიპოვება კინოთეატრში გაუშვით! მაგრად მაინტერესებს მამუკა ჯუღელი რას და როგორ ესაუბრება ან რა ენაზე ესაუბრება და მერე მაგის რეაქცია:დ პერეგავორი და იგრავოი პრაქტიკა როგორ გადათარგმნა?:დდ ეს კაცი რუსეთის და ყაზახეთის იქეთ ვერ იმუშავებს.რა იუვე თუ ძმა ხარ :დდ
აბგდ
27 სექტემბერი 2021 22:41
0
ჩანაწერი არსებობს და როცა დრო მოვა გასაჯაროვდება.
სუსი
28 სექტემბერი 2021 00:52
4
სიმართლეს არ იძახით არცერთი და ნუ ატყუებთ ამ ხალხს, რუსეთიდან ძალიან ძნელად მიდიან ევროპულ ქვეყნებში, იმიტომ რომ ქურდები უზიან ხელფასის წილში, არავის აწყობს იმ ფეხბურთელის გაშვება ვისგანაც ფულს სისტემატიუტად იღებს, ეს ჯუღელიც მაგათი დასმულია აგენტად.... 100 000 ხელფასით ოფიციალურად ეს ბიჭები 20 000 იღებენ.. ხმას არავინ იღებს... ვისაც შეხება აქვს ყველამ კარგად იცის.... და ნუ აბოლებთ ამ ხალხს...
irakli
27 სექტემბერი 2021 22:15
0
კვარაცხელიას კიდევ ეშველება რაიმე, მაგრამ იმ უამრავ ნიჭიერ ბავშვზე რას იტყვით ზოგი უფულობის, ზოგი ცუდი გარემოცვის ზეგავლენის, ზოგიც ნეპოტიზმის მსხვერპლნი რომ არიან და 15-16 წლის ასაკშივე რომ შეწყვიტეს ფეხბურთის თამაში?
David
27 სექტემბერი 2021 22:14
0
პატრონი არ ყავს ამ ბიჭს? რა ჯუღელი! პეოფესიონალი აგენტი ჭირდება აშკარად, იეთები დაპირდნენ და დატოვეს ისევ რუბინში, როცა მთელი გონბით გადართული იყო უკვე
???
27 სექტემბერი 2021 22:04
1
ჩემი აზრით თვითონ კვარამ უნდა თქვას უარი ტოპ გუნდზე (თუ რა თქმა უნდა იქნება ამაზე საუბარი საერთოდ),მისთვის ბევრაᲓ კარგი იქნება საშუალო დონის ტოპ ლიგის გუნდი რათა მაქსიმუმი დრო გაატაროს მინდორზე,ჩემი აზრით ამ ბიჭისათვის ამ ასაკში ეს საუკეთესო იქნება,
Sake
27 სექტემბერი 2021 21:36
2
მესმის იმ ხალხის გულწრფელი სურვილი,ვისაც უნდა,რომ რუსეთში ხვიჩას რაღაც გამოუვიდეს,მაგრამ ეს არის დიდი რისკი დღევანდელ სიტუაციაში და ილუზიებში ყოფნა ჩვენი მხრიდან.საქართველოს არ ჰყავს "შვილი დასაკარგავი" და მით უმეტეს ასეთი. გვეყო რაც დავკარგეეეეეთ|.
ილია
27 სექტემბერი 2021 21:34
0
ევროპაში ამის გაშვებული ფეხბურთელი ვინმეს გინახავთ??!.
კვირკველია აგერ მაგალითი, ამოალპო რუსეთის ჭ კლასის ჩემპიონატში.
ხვიჩას ბევრად მაღალი დონის აგენტი ჭირდება ვიდრე ეს მართლა რუსი აგენტი.


ირაკლი
27 სექტემბერი 2021 21:11
0
რუსეთი ქართველების ხელით რეებს გვიკეთებს და ქართველ ტალანტს თავიანთ ქვეყანასში გაახარებენ?,დაჩეხავენ,ტრავმას ტრავმაზე მიაყენებენ და მოკლავენ ისევე,როგორც საბა კვირკველია მოკლეს,ჯანო ანანიძე მოკლეს...კვირკველიაც მსოფლიო დონის ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო,,,ლესტერსაც'' უნდოდა მაგრამ არ გაუშვეს...სადაა ის დღეს?
giorgi janikashvili
27 სექტემბერი 2021 20:48
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული