"დინამოს" 18 წლის მცველი წამყვან პორტუგალიურ კლუბში გადავიდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" 18 წლის მცველი გიორგი ჩხეტიანი 1-წლიანი იჯარით პორტუგალიურ "ბრაგაში" იასპარეზებს.

როგორც პორტუგალიური გუნდის საიტი წერს, ჩვენებური "ბრაგას" 23-წლამდელთა რიგებში გაირჯება.

ჩხეტიანი "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და მან მიმდინარე სეზონში 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. "ბრაგა" მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი კლუბია და საქართველოშიც ამ გუნდის შესახებ ბევრმა იცის.

ჩემი ქვეყნის უდიდეს კლუბში ვთამაშობდი, მაგრამ როდესაც ამ შესაძლებლობის შესახებ გავიგე, ბევრი აღარც მიფიქრია.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ აქ წარმატებას მივაღწიო და ფანებმა ჩემი სახელი რაც შეიძლება მალე გაიგონ",
- აღნიშნა წარდგენის შემდეგ ჩხეტიანმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბიჭოოოო , 1 თვე არ გადულა რო ამბობდნენ დინამოში , ჩვენმა ბავშვებმა ჯერ 3 ეტაპი უნდა გაიარონ , აკადემია მეორე გუნდი , მერე მთავარ გუნდში ადგილის დამკვიდრების შემდეგ 2 წელში გავუშვებთოო და 18 წლის ბავშვი აჰაა
ნიკა
27 სექტემბერი 2021 12:40
3
ეს ალბათ ბოლო იყო შემორჩენილი ძველ გეგმაში :D
ნოდო
27 სექტემბერი 2021 17:05
0
იტყვიან ეხლა,წინსვლაში ხელს ხომ არ შევუშლიდითო.....დინამოს საშუალო დონის ევროპულ გუნდად ქცევა კი კვლავ დაპირებად დარჩება.
ლერი
27 სექტემბერი 2021 17:20
0
ყველა გამოხმაურება
აი არ წავიდა რუსეთში. აბა ვნახოთ, ვნახოთ გამიხარდება ძალიან რამე ნორმალური მაინც რომ გამოვიდეს
აკაკი
27 სექტემბერი 2021 19:22
4
ზღაპრები ფიფიას კრებულიდან ... 18 წლის ფეხბურთელს რო ბრაგას 23 წლამდელებში გაუშვებ ,თანაც იჯარით რაღა უნდა დაიჯერო ? ახალი პროექტიო დინამოშიო , შუბლის ძარღვის გაწყვეტაა მეტი არაფერი არ გრცხვენია ან არ მოგბეზრდა ამდენი ტყუილები ფიფიავ???
დათო სიმართლე
27 სექტემბერი 2021 22:32
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული