ჩაკვეტაძე: - ტრავმის მიღების შიში ისევ მეუფლება... შეცვლა ამიტომ მოვითხოვე...

AutoSharing Option
ბელგიურმა nieuwsblad-მა "გენტის" გამარჯვებაზე ("სერკლ ბრიუგესთან" 2:1) საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გიორგი ჩაკვეტაძის (საგოლე პასის ავტორი) კომენტარიც შემოგვთავაზა:

"გუნდისთვის ისევ მნიშვნელოვანი მოთამაშე რომ ვარ, ეს ძალიან მახარებს. იოლი მატჩი არ ყოფილა და გამარჯვებისთვის დიდი სამუშაო გავწიეთ.

რა თქმა უნდა, ტრავმებთან ხანგრძლივ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია და 100 პროცენტით მზად ჯერ არ ვარ. 60-70 წუთის შემდეგ ფეხებში სიმძიმეს ვგრძნობ (შეცვლაც ამიტომ მოვითხოვე).

ტრავმის მიღების შიში ზოგჯერ ისევ რომ მეუფლება, ეს ბუნებრივია, რადგან ამდენი ხანი გამიცდა. მოედნიდან გასვლამდე
საკმაოდ ძლიერი დარტყმა კი მივიღე, მაგრამ საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია."

"გენტი" 30 სექტემბერს, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, "ანორთოსისს" უმასპინძლებს, 3 ოქტომბერს კი, ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში, "ანტვერპენს" ესტუმრება.

alt"ჩაკვეტაძე კრეშენდოა. მთელ გუნდში საუკეთესო ფეხები აქვს" - გიორგიმ ბელგიური მედია და მწვრთნელი აღაფრთოვანა

altძველი ჩაკვეტაძე გვიბრუნდება - გიორგის საგოლე პასი და "გენტის" შემოტრიალებული თამაში [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 10 /
ფორსირება არ არის საჭირო... შიში გაივლის...
tngh
27 სექტემბერი 2021 18:52
0
ნაკრებამდე,იმედია 80 წუთამდე მაინც გაზრდის,გამძლეობას და ჯანმრთელადაც იქნება.მხოლოდ კიტეიშვილის პასები,საკმარისი არ არის და მისი გამოსვლა,თუნდაც მხოლოდ გამთამაშებლის პოზიციაზე,ძალიან დაალაგებს ჩვენ შეტევას.თანაც შემადგენლობაში მანევრის საშუალება გაგვიჩნდება და ერთმანეთს დაასვენებენ.გვილიაც თითქოს შევიდა ფორმაში და ჩვენი ნახევარდაცვა,უკვე საკმაოდ მოძრავი აღმოჩნდება.ხვიჩაც ხომ ჩადგება ფორმაში.იქნებ ისე მოხდეს,რომ ბოლოს და ბოლოს ჯანმრთელი და მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტდეს,ნაკრები.დღევანდელი მდგომარეობით,დაცვის ხაზის დაკომპლექტებაში უფრო გვიჩანს პრობლემები,თუმცა უკვე მიგვაჩვიეს,რომ ნაკრების წინ იმტვრევა უამრავი ფეხბურთელი და წინასწარ ვერ ვიტყვით,სად გამოხტება,დაკომპლექტების მთავარი პრობლემა
სოსო
27 სექტემბერი 2021 16:21
1
ადრეა მაგისთვის ჯერ ამხელა ნაგრუსკა, ადრეე. 60 წუთი მაქსიმუმზე მაქსიმუმია, თან ფრთხილად უნდა იყოს, ძლიერი დარტყმები რომ აირიდოს როგორმე. ახალი დამდგარია ფეხზე და ჯვარი წერია და საფრთხილოა
ლევან მაღლაკელიძე
27 სექტემბერი 2021 17:38
2
ნაგრუსკა რა სიტყვაა საიდან მოიტანეე? ქართული ისწავლე და წერე ქართულად იამაყე ქართულით
beqa
27 სექტემბერი 2021 19:51
2
ნაგრუზკა მაინც დაწერე))))))))))))
ვენეციის კომისია
27 სექტემბერი 2021 20:55
0
შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო ხომ გაგიგია, არანაკლები სიმძიმის ტრამვა ჰქონდა ანსუ ფატს მაგრამ გამოვიდა და რა ქნა ხომ ნახე, ასე რომ მხოლოდ თამაშზე იფიქრე და ყველაფერი კარგად იქნება.
hhh
27 სექტემბერი 2021 16:39
4
ჯერ ერთი ფატისთან შედარება ცოტა უხერხულია უკვე იმდენჯერ გაურთულდა ჩაკვეს. მეორე დარწმუნებული იყავი რომ ფატისაც და საერთოდ ნებისმიერ სერიოზულ ტრავმაგადატანილ სპორტსმენს აქვს ეგ ფსიქოლოგიური ბარიერი. ეგ არ ნიშნავს რომ თავს უფრთხილდებიან ან ზოგავენ რამეს. უბრალოდ აქვთ... დრო უნდა რამდენიმე თვე თამაში გართულებების გარეშე რომ სრულად გაილაღოს
მინდია
27 სექტემბერი 2021 17:24
1
გიორგი ჩაწეული გეტრებით თამაში საშიში არაა?
ვაჟა მასწავლებელი
27 სექტემბერი 2021 17:09
2
ჩაკვე ბევრი ივარჯიშე ტრენაჟორებზე რომ ფეხებზე კუნთური მასა დაიყენო და როცა ძლიერი ფეხები გექნება ტრამვასაც აღარ მიიღებ.
გია
27 სექტემბერი 2021 21:36
4
კაი ჩემო ძმაო, გავითვალისწინებ ;-)
გიორგი ჩაკვეტაძე
27 სექტემბერი 2021 22:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული