აქტიური წიტაიშვილის 90 წუთი და 5-თამაშიანი მოუგებელი სერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი წიტაიშვილისა და ბექა ვაჩიბერაძის "ჩერნომორეცმა" უკრაინის პრემიერლიგის მე-9 ტურში კიდევ ერთ შეხვედრაში ვერ გაიმარჯვა - "ინგულეცთან" საკუთარ მოედანზე 1:1 ითამაშა.

მასპინძლები პირველი ტაიმის განმავლობაში განსაკუთრებით დომინირებდნენ და ანგარიშიც მიჰყავდათ. შეხვედრაში იყო ეპიზოდები, სადაც ოდესელებს მეორე გოლი უნდა გაეტანათ და გამარჯვებულის ბედი გადაეწყვიტათ, მაგრამ ასე არ მოხდა, სტუმრებმა კი 87-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით გაათანაბრეს.

გიორგი წიტაიშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და მონაწილეობა საგოლე კომბინაციაშიც მიიღო.

ქართველმა შემტევმა მე-13 წუთზე საჯარიმოს გარედან კარგი დარტყმით ბურთი მარჯვენა კუთხეში გაგზავნა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა.

"ჩერნომორეცის"
აშკარა ზეწოლამ 39-ე წუთზე შედეგი გამოიღო - კონტრშეტევის შემდეგ გიორგიმ მოედნის ცენტრიდან შეტევა ვანატს გაუგრძელა, რომელმაც სმიტს გაატანინა.

ბექა ვაჩიბერაძე შეხვედრაში 71-ე წუთზე ჩაერთო. თითქოს სახიფათო მომენტები აღარ იქმნებოდა, "ინგულეცმა", სადაც წლევანდელ სეზონამდე ნიკა სიჭინავა გამოდიოდა, შეხვედრის გადარჩენა მაინც მოახერხა.

"ჩერნომორეცის" მოუგებელი სერია 5 მატჩამდე გაიზარდა, გუნდს მხოლოდ 6 ქულა აქვს და საკუთარ კარში ძალიან ბევრი - 22 გოლი მიიღო. შედარებისთვის, ამდენივე ქულის მქონე "მინაის" მხოლოდ 11 ბურთი აქვს გაშვებული.

წიტაიშვილისა და ვაჩიბერაძის გუნდი 2 ოქტომბერს "კოლოსს" ესტუმრება, ამის შემდეგ კი სანაკრებო პაუზა დაიწყება.

altვაჩიბერაძე - მატჩის საუკეთესო, წიტაიშვილის 20 წუთი

altწიტაიშვილი - ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებს ძალიან სჭირდებოდა, მარცხს ფილოსოფიურად გამოეხმაურა

altAS: წიტაიშვილი ახალი ალმასია - კვარაცხელიას შემცვლელი ნაპოვნია

მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ ძმა ხარ- ჩვენთან ყველა გუნდის ფეხბურთელია-თავი აქამდე ვერავინ გამოიჩინა და ეს ბიჭი თუ გამოიჩენს მაგას რა ჯობია,ამოვიდა ყელში ამდენი მორიდებული,უკან პასზე ორიენტირებული და ცხვარივით ფეხბურთელები.
რაგბის ფანს
28 სექტემბერი 2021 21:21
0
პასებიც ბლომად აკეთა
თენგაბი
28 სექტემბერი 2021 19:13
0
წიტაიშვილი არ არის გუნდის ფეხბურთელი, ის საკუთარი თავის გამოჩენისთვის თამაშობს
Რაგბის ფანი
28 სექტემბერი 2021 15:25
4

სიახლეები პოპულარული