"ვალენსია" მამარდაშვილს ულოცავს [PHOTO]

AutoSharing Option
"ვალენსიასა" და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი 21 წლის გახდა. "ღამურები" ქართველ ფეხბურთელს სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავს.

Sportall.Ge

გიორგი მესტალიურ კლუბში გასულ ზაფხულს ჩაირიცხა და ლა ლიგაში 6 მატჩი გამართა, სადაც 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა, პირველ ტურში კი მისი სეივი საუკეთესოდ დასახელდა.

მამარდაშვილმა ბულგარეთის ნაკრებთან (1:4) ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კარი პირველად დაიცვა.

21 წლის მეკარეს თბილისის "ლოკომოტივში" 29, ხოლო "რუსთავში" 30 მატჩი აქვს ჩატარებული. შეგახსენებთ, ის თბილისის "დინამოს" ეკუთვნის, თუმცა ამ კლუბში თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცემია.

altმამარდაშვილი "რეალის"

წინააღმდეგ, მიქაუტაძის მოლოდინი და წიტაიშვილის გუნდის სირთულე

altმამარდაშვილის მეოთხე მატჩი ლა ლიგაში - "ვალენსია" გალიდერდა და შემდეგ ტურში "რეალს" შეხვდება

altEurosport: მამარდაშვილი ევროპის დიდ კლუბებს აინტერესებთ!


მკითხველის კომენტარები / 6 /
მეც ვულოცავ.ისე ეს აეროპორტშივე გატესტონ ღამურებში ყოფილა და რამე ახალი შტამი არ მოგვითრიოს :)
Levani
29 სექტემბერი 2021 15:18
1
დინამოს ბულინგი არ დაგავიწყდეს! რა შუაშია აქ ეს ბოლო აბზაცი? მკითხველი ყველაფერს ხვდება და ალბათ ვერ მიაღწიეთ იმას რომ დინამომ დაგაფინანსოთ ისე ყველა შინაარსის სტატიაში აბულინგებთ ამ კლუბს. ჟურნალისტების მეტი ყველაფერი ხართ
ავტორს
29 სექტემბერი 2021 14:36
12
ხაზი უნდა გაესვას ჩემი აზრით დინამოს მენეჯმენტის უნითობას რომ ფუჭი მოლოდინი არ გვქონდეს ამ გუნდთან დაკავშირებით. გუნდი რომელიც 17-18 წლის ასაკში უფასოდ აჩუქებს ტალანტებს (კვარაცხელია, დავითაშვილი) ან საერთოდ არ ათამაშებს და მერე ეს ხალხი ლა ლიგაში თამაშობს, ყველაფერია ნათქვამი
პირიქით
29 სექტემბერი 2021 15:39
0
და მაიცა სიმართლე დაბულინგებააა?
mirosan
29 სექტემბერი 2021 15:38
0
ყველა გამოხმაურება
სიამოვნებით ვუერთდები მილოცვას!გიორგი, გისურვებ პირად ბედნიერებას და უდიდეს წარმატებებს,სპორტში."გახსოვდეს შვილო,გამოცდილია,თუ საძირკველი დანგრეულია,მაშინ კედლების აშენებისთვის,ყოველი შრომა დაკარგულია."საძირკველი გაამაგრე გიორგი და მერე,ვერავინ ამოგაგდებს შემადგენლობიდან.თვალნათლივ დარწმუნდი,რომ მხოლოდ ნიჭი და მონაცემები,საკმარისი არ ყოფილა.არც მხოლოდ თავდადებული ვარჯიში.ყველაფერი,თანდათან,საფეხურ-საფეხურად უნდა შეიწავლო და გაიარო.ყველაფერს,თავისი დრო აქვს და ეს დრო,ძალიან ახლოა.წარმატებები.
სოსო
29 სექტემბერი 2021 12:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული